მიხეილ სააკაშვილი - "დღევანდელი პროცესების წახალისება პოლიტიკოსთა მხრიდანაც ხდებოდა"

მიხეილ სააკაშვილი - "დღევანდელი პროცესების წახალისება პოლიტიკოსთა მხრიდანაც ხდებოდა"

დღევანდელი პროცესების წახალისება პოლიტიკოსთა მხრიდანაც ხდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი ფაქტები ისტორიული მომენტია.

"ის, რაც დღეს ვნახეთ, არის ისტორიული მომენტი. მე მინდა თითოეულმა ჩვენგანმა დასვას კითხვა, ეს არის ის საქართველო, რომელიც გვსურდა?!, ეს არის ის გზა, რომელიც ევროპისკენ მიგვიყანს?! ამ ყველაფრის წახალისება ხდებოდა მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან ტელეეთერებით, სოციალურ ქსელებში. მე ბოლო ხანებში ვფიქრობ, რომ ვეღარ ვხვდები თუ რა შეიძლება ხდებოდეს, რადგან შესაძლებელია ყველაფერი გვინდოდეს, გარდა იმისა, რაც დღეს ვიხილეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა