სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
არასამთავრობოთა შეფასებით, შსს-მ ვერ დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, რათა აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველეყო
არასამთავრობოთა შეფასებით, შსს-მ ვერ დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, რათა აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველეყო

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა", "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" , "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია" და "ფონ­დი ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო" ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს გმო­ბენ.

ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის ეფექ­ტუ­რად გა­ტა­რე­ბა, რათა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს არ და­შა­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი. სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მის­ვლის შემ­დეგ მოხ­და. სა­მი­ნის­ტროს პირ­ვე­ლი პი­რის აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხში პი­რა­დად ჩა­რე­ვა ცალ­სა­ხად პო­ზი­ტი­უ­რი ფაქ­ტია, თუმ­ცა მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­მი­ნის­ტრომ ვერ და­გეგ­მა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რათა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო მო­ნა­წი­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ამის გამო სა­ჭი­რო გახ­და პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლის გა­და­დე­ბა",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, თუმ­ცა, ამ უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებ­ში უნდა თავ­სდე­ბო­დეს.

"ჩვენ გვეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვი­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა და­უგ­როვ­და, თუმ­ცა მსგავ­სი გან­ცდა ვერ იქ­ნე­ბა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბის გა­მარ­თლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, მო­ახ­დი­ნოს ობი­ექ­ტუ­რი და ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე და უმოკ­ლეს ვა­დებ­ში და­ა­ყე­ნოს არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა და მო­ნა­წი­ლე­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

"მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს იმ ადა­მი­ან­თა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას, რო­მელ­თაც ამის სურ­ვი­ლი აქვს. სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ი­ტა­ნოს პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა და დე­ბა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში. მო­ვუ­წო­დებთ მხა­რე­ებს, ყვე­ლა ღონე იხ­მა­რონ, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა", - ნათ­ქვა­მია "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის", "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს", "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ი­სა" და "ფონ­დი ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

არასამთავრობოთა შეფასებით, შსს-მ ვერ დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, რათა აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველეყო

არასამთავრობოთა შეფასებით, შსს-მ ვერ დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, რათა აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველეყო

არასამთავრობო ორგანიზაციები "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" , "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს გამოვლენილი ძალადობის ფაქტებს გმობენ.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აღნიშნული ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

"მიგვაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პრევენციული ზომების ეფექტურად გატარება, რათა საპროტესტო აქციის დროს არ დაშავებულიყვნენ ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები. სიტუაციის განმუხტვა შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის შემდეგ მოხდა. სამინისტროს პირველი პირის აღნიშნულ საკითხში პირადად ჩარევა ცალსახად პოზიტიური ფაქტია, თუმცა მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ ვერ დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველეყო მონაწილეთა უსაფრთხოება. ყოველივე ამის გამო საჭირო გახდა პრეზიდენტის გამოსვლის გადადება",- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღსანიშნავია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა, ამ უფლების რეალიზება კანონის ჩარჩოებში უნდა თავსდებოდეს.

"ჩვენ გვესმის იმ ადამიანების, ვისაც წლების განმავლობაში უსამართლობის განცდა დაუგროვდა, თუმცა მსგავსი განცდა ვერ იქნება კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამართლების საფუძველი",- ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს ობიექტური და ეფექტური გამოძიება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში დააყენოს არეულობის ორგანიზატორთა და მონაწილეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

"მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების უფლება მისცეს იმ ადამიანთა მცირე რაოდენობას, რომელთაც ამის სურვილი აქვს. სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ გადაიტანოს პრეზიდენტის გამოსვლა და დებატები პარლამენტის შენობაში. მოვუწოდებთ მხარეებს, ყველა ღონე იხმარონ, რათა თავიდან იქნას აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება", - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"