"ქვეყანაში საწვავის ფასს კვლავ მონოპოლისტები განსაზღვრავენ"
"ქვეყანაში საწვავის ფასს კვლავ მონოპოლისტები განსაზღვრავენ"

საწ­ვა­ვის სიძ­ვი­რე­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თხელ თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად ამ სფე­რო­ში სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო: გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში კომ­პა­ნია "ვი­სოლ­მა" ბენ­ზი­ნი რვა თეთ­რით გა­ა­ი­ა­ფა, საწ­ვა­ვი გა­ა­ი­ა­ფეს სხვა ფირ­მებ­მაც, თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი შემ­დეგ თან­და­თან შე­ნელ­და. გა­ი­ა­ფე­ბის ტენ­დენ­ცი­ას სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ბაზ­რის გახ­სნით ხსნი­ან, თუმ­ცა იმა­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ამ ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნო­პო­ლი­ე­ბი პო­ზი­ცი­ებს არ თმო­ბენ, რის გა­მოც გა­ი­ა­ფე­ბის პრო­ცე­სი შე­ფერ­ხდა. ამ მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, ექ­სპერ­ტი ალექ­სან­დრე თვა­ლჭ­რე­ლი­ძეც.

- ბა­ტო­ნო ალექ­სან­დრე, ბოლო წლებ­ში მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბის გაძ­ვი­რე­ბას­თან ერ­თად მისი ფასი სა­ქარ­თვე­ლო­შიც მყი­სი­ე­რად მა­ტუ­ლობ­და. რით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას ასე­თი სწრა­ფი რე­აქ­ცია?

- ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ ამ თე­მა­ზე გა­და­ვი­დო­დეთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ვე­ხო სხვა სა­კითხს: სა­ერ­თოდ, საწ­ვა­ვის ფა­სის სტრუქ­ტუ­რა­ში ნედ­ლი ნავ­თო­ბის წილი არის მცი­რე: დი­ზე­ლის საწ­ვავ­ში - და­ახ­ლო­ე­ბით 30 პრო­ცენ­ტი, ხოლო ბენ­ზი­ნის ფას­ში - და­ახ­ლო­ე­ბით 35-40 პრო­ცენ­ტი. ამი­ტომ ნედლ ნავ­თობ­ზე ფა­სის მერ­ყე­ო­ბა ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ გა­ნა­პი­რო­ბებს ფა­სე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბას საწ­ვავ­ზე. ახლა კი მე­ო­რე სა­კი­თხი: საწ­ვა­ვი იყი­დე­ბა ე.წ. ფი­უ­ჩერ­სუ­ლი, ანუ წინმსწრე­ბი კონ­ტრაქ­ტე­ბით, რო­მელ­თა მი­ნი­მა­ლუ­რი ხან­გრძლი­ვო­ბა არის სამი თვე, ხოლო ნორ­მა­ლუ­რი - 15 თვე. ამ კონ­ტრაქ­ტში ფასი ფიქ­სი­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ფა­სე­ბის მერ­ყე­ო­ბა მყი­სი­ე­რად ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ შეც­ვლის საწ­ვა­ვის ფასს სა­ქარ­თვე­ლო­ში. და­ვუშ­ვათ, დღეს თუ შე­იც­ვა­ლა ნედ­ლი ნავ­თო­ბის ფასი, მისი ზე­გავ­ლე­ნა საწ­ვა­ვის ფას­ზე გა­მოვ­ლინ­დე­ბა მხო­ლოდ 15 თვის შემ­დეგ. ასე რომ, საწ­ვა­ვის ფა­სის უე­ცა­რი მა­ტე­ბა სულ სხვა, ში­ნა­ურ ფაქ­ტო­რებს უნდა და­ვაბ­რა­ლოთ.

- ბოლო ხანს სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ­გა­მო­ჩე­ნილ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ში საწ­ვა­ვი საკ­მა­ოდ ია­ფია: ერთი ლიტ­რი ბენ­ზი­ნის ფასი იქ 1,85-1,90 ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს, ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის ქსელ­ში კი 15-20 თეთ­რით ძვი­რია.

- ამ შემ­ცი­რე­ბას უნდა ვუ­მად­ლო­დეთ იმას, რომ მე­წარ­მე­ებს რე­ა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის იმე­დი გა­უჩ­ნდათ. ე.წ. ბრენ­დი­რე­ბულ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე კი, რომ­ლე­ბიც ეკუთ­ვნის ან "ვი­სოლს" ან "სო­კარს", ან "გალფს" და სხვა ცნო­ბილ ფირ­მებს, ფა­სე­ბი არ იც­ვლე­ბა. რო­გორც კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში, საწ­ვა­ვის ფასი და­ე­ცა. შემ­დეგ მათ და­ი­ნა­ხეს, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­წარ­მე­ებს არ ერ­ჩის და ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­მო­ღე­ბას ელო­დე­ბა, ამი­ტომ ამ ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნო­პო­ლი­ე­ბი დარ­ჩე­ნილ დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად იყე­ნე­ბენ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გამ­დიდ­რდნენ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს არის ამ ფირ­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს შო­რის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის ნა­ყო­ფი. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მათ ერთი და იგი­ვე დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ჰყავ­დეთ და გა­რი­გე­ბას ჰქონ­დეს ად­გი­ლი.

- სხვა­თა შო­რის, ბენ­ზი­ნის ფასი "ლუ­კო­ილ­მაც" შე­ამ­ცი­რა. რო­გორც ჩანს, დიდი ფირ­მე­ბიც იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან, საწ­ვა­ვის ბა­ზარ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

- "ლუ­კო­ი­ლი" სპე­ცი­ფი­კუ­რი ფირ­მაა, რო­მე­ლიც ვა­გიფ ალეკპე­რო­ვის - "ლუ­კო­ი­ლის" მფლო­ბე­ლი­სა და პრე­ზი­დენ­ტის, ბიზ­ნესს უკავ­შირ­დე­ბა. ეს არის რუ­სულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კომ­პა­ნია, ვა­გიფ ალეკპე­რო­ვი კი მსოფ­ლი­ო­ში გან­თქმუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია და ის ამ გა­რი­გე­ბებ­ში, ალ­ბათ, არ მო­ნა­წი­ლე­ობს. მას აქვს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კა, ზოგ­ჯერ მი­დის შე­თან­ხმე­ბა­ზე სხვა მომ­წო­დე­ბელ­თან, ზოგ­ჯერ - არა, მაგ­რამ ალეკპე­რო­ვი ის ადა­მი­ა­ნი არ არის, ვი­საც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ვი­ანთ აზრს თავ­ზე მო­ახ­ვევ­დნენ მა­ში­ნაც კი, როცა ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ. ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო რან­გის ბიზ­ნეს­მე­ნი, რომ­ლის ქო­ნე­ბაც და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­არდს აღე­მა­ტე­ბა და ბიზ­ნე­სის კა­ნო­ნებს უფრო ით­ვა­ლის­წი­ნებს, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს. კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ: ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა და­ი­წყო ოქ­ტომ­ბერ­ში, შემ­დეგ ნავ­თო­ბის მომ­წო­დებ­ლებს ში­შის სინ­დრო­მი გა­უქ­რათ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი და ისი­ნი კვლავ გა­ნაგ­რძო­ბენ ად­რინ­დელ პო­ლი­ტი­კას, ცდი­ლო­ბენ, ვიდ­რე ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შე­მო­ვა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სარ­გე­ბე­ლი ნა­ხონ. გან­სხვა­ვე­ბა არის ასე­თი: რო­გორც გი­თხა­რით, და­მა­ტე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე არის 12-15 პრო­ცენ­ტი, ჩვენ­თან კი - 100 პრო­ცენ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, 80-85 თეთ­რი არის იმ ფირ­მე­ბის ზე­მო­გე­ბა, რომ­ლებ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მფარ­ვე­ლობ­და და რო­მელ­საც ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­დნენ და დღემ­დე იღე­ბენ.

- არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი 40-45-თეთ­რი­ან ზე­მო­გე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

- მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მო­გე­ბა უფრო მე­ტია, რად­გან საწ­ვა­ვი 2 ლარი ღირს. მე ვგუ­ლის­ხმობ, რომ კომ­პა­ნი­ე­ბის მო­გე­ბა სა­დღაც 85 თეთ­რს აღ­წევს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ბუ­თი ხელთ არა მაქვს, მაგ­რამ მოდი, მი­ვიჩ­ნი­ოთ, რომ ეს არის ჩემი ექ­სპერ­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სი, რო­მე­ლიც ლო­გი­კურ გათ­ვლებს ემ­ყა­რე­ბა. თა­ვის­თა­ვად სა­ინ­ტე­რე­სოა, რა რა­ო­დე­ნო­ბის საწ­ვა­ვი შე­მოჰ­ქონ­დათ ამ კომ­პა­ნი­ებს და სა­ბო­ლო­ოდ რამ­დენ მო­გე­ბას იღებ­დნენ. არ­სე­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ვე­ლი­ვე ამას აკონ­ტრო­ლე­ბენ და სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ კომ­პა­ნი­ებს და­ახ­ლო­ე­ბით 450 ათა­სი ტონა საწ­ვა­ვი შე­მო­აქვთ ყო­ველ­წლი­უ­რად, თი­თო­ე­ულ ლიტრზე, სულ მცი­რე, 50-თეთ­რი­ა­ნი მო­გე­ბაც რომ დავ­თვა­ლოთ, გა­მო­დის, მათ დღემ­დე ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ.

- რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იც­ვლე­ბა ეს ვი­თა­რე­ბა?

- შე­იც­ვლე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, როცა ამუ­შავ­დე­ბა ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი და გვექ­ნე­ბა ბერ­კე­ტი, რო­მე­ლიც გა­ა­კონ­ტრო­ლებს ამ სფე­როს. ამ ეტაპ­ზე კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­სე­ბის და­წე­სე­ბას მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი არც სჭირ­დე­ბა. ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ბიზ­ნეს­მენს აბ­სო­ლუ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა - რამ­დე­ნა­დაც მო­ი­სურ­ვებს, იყი­დის პრო­დუქ­ცი­ას და რამ­დე­ნა­დაც მო­ი­სურ­ვებს - გა­ყი­დის. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნო­პო­ლი­ებს, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მათი წარ­მოქ­მნა თან­და­თა­ნო­ბი­თი პრო­ცე­სი გახ­ლდათ. რო­დე­საც ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­და, უკვე არ­სე­ბობ­და რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია, მათ შო­რის "ლუ­კო­ი­ლი", "ეკო ჯორ­ჯია", "როპ­მეტ­რო­ლი" და სხვე­ბი. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" კი ორი კომ­პა­ნია შე­მო­იყ­ვა­ნა - "ვი­სო­ლი" და "გალ­ფი". 2006 წლი­დან უკვე და­ი­წყო საწ­ვა­ვის ბიზ­ნე­სის წილ­ში ჩაჯ­დო­მა და ამ კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ლის მო­პო­ვე­ბა. ამ პრო­ცე­სის ერთ-ერთი მო­თა­ვე იყო ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა - და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ამ ბიზ­ნე­სის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად სა­ეჭ­ვო სქე­მე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

- რთუ­ლი, მაგ­რამ სტან­დარ­ტუ­ლი სქე­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა: ანო­ნი­მუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფუძნ­დე­ბა სა­დღაც ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში და თქვენ არა გაქვთ იუ­რი­დი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ად­გი­ნოთ, ამ ფირ­მის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვინ არის, შემ­დეგ ეს მოჩ­ვე­ნე­ბი­თი კომ­პა­ნია გა­და­დის ვი­თომ სა­ხელ­მწი­ფოს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი კერ­ძო პი­რე­ბის ხელ­ში და შემ­დეგ ისი­ნი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ქვე­ყა­ნა­ში საწ­ვა­ვის შე­მო­ტა­ნას. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია ვთქვა - "რომ­პეტ­როლ­შიც", "გალფ­შიც" და "ვი­სოლ­შიც" კა­პი­ტა­ლის 100 პრო­ცენ­ტი არის ქარ­თუ­ლი, რო­გორც ვიცი, მათ ეს ბრენ­დი იყი­დეს, მათ სა­ხელს იყე­ნე­ბენ და ამი­სათ­ვის იხ­დი­ან გარ­კვე­ულ სა­ფა­სურს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რამ­დენ პრო­ცენტს იხ­დი­ან, ეს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია.

- ყო­ველ­თვის, როცა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ბიზ­ნეს­ზეა ლა­პა­რა­კი, სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმის სა­ხე­ლიც ამო­ტივ­ტივ­დე­ბა ხოლ­მე.

- იმი­ტომ, რომ "ვი­სო­ლის" ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმა და­ვი­თი. სხვა­თა შო­რის, მის სა­ხელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი "კავ­კა­სი­ის მი­ნე­რა­ლუ­რი ნედ­ლე­უ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის" შე­ნო­ბის გა­ყიდ­ვაც, რო­მე­ლიც 1929 წელს და­ფუძნ­და. ეს არის კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერ­თი ამ ტი­პის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ა­სახ­ლეს თა­ვი­სი შე­ნო­ბი­დან და ეს შე­ნო­ბა 2009 წელს შე­ის­ყი­და "ვი­სოლ­მა". რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მეც და ყვე­ლას ძა­ლი­ან გვინ­და, რომ სი­მარ­თლე დად­გინ­დეს და ინ­სტი­ტუ­ტის შე­ნო­ბა კა­ნო­ნი­ერ მფლო­ბე­ლებს გა­და­ე­ცეს, მაგ­რამ კარ­გად ვხვდე­ბი, რომ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, ვიდ­რე სა­სა­მარ­თლო­ებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კად­რე­ბი რჩე­ბი­ან, ამის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ვიდ­რე ჩვენს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში იქ­ნე­ბი­ან კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია. და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის ნავ­თო­ბის ბიზ­ნეს­ზეც.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ქვეყანაში საწვავის ფასს კვლავ მონოპოლისტები განსაზღვრავენ"

"ქვეყანაში საწვავის ფასს კვლავ მონოპოლისტები განსაზღვრავენ"

საწვავის სიძვირეზე საქართველოში არაერთხელ თქმულა და დაწერილა, თუმცა ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ამ სფეროში საინტერესო პროცესები დაიწყო: გასული წლის ოქტომბერში კომპანია "ვისოლმა" ბენზინი რვა თეთრით გააიაფა, საწვავი გააიაფეს სხვა ფირმებმაც, თუმცა ეს პროცესი შემდეგ თანდათან შენელდა. გაიაფების ტენდენციას სპეციალისტები ბაზრის გახსნით ხსნიან, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ ბიზნესში არსებული მონოპოლიები პოზიციებს არ თმობენ, რის გამოც გაიაფების პროცესი შეფერხდა. ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძეც.

- ბატონო ალექსანდრე, ბოლო წლებში მსოფლიოში ნავთობის გაძვირებასთან ერთად მისი ფასი საქართველოშიც მყისიერად მატულობდა. რით შეიძლება აიხსნას ასეთი სწრაფი რეაქცია?

- ვიდრე უშუალოდ ამ თემაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა შევეხო სხვა საკითხს: საერთოდ, საწვავის ფასის სტრუქტურაში ნედლი ნავთობის წილი არის მცირე: დიზელის საწვავში - დაახლოებით 30 პროცენტი, ხოლო ბენზინის ფასში - დაახლოებით 35-40 პროცენტი. ამიტომ ნედლ ნავთობზე ფასის მერყეობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ განაპირობებს ფასების ცვალებადობას საწვავზე. ახლა კი მეორე საკითხი: საწვავი იყიდება ე.წ. ფიუჩერსული, ანუ წინმსწრები კონტრაქტებით, რომელთა მინიმალური ხანგრძლივობა არის სამი თვე, ხოლო ნორმალური - 15 თვე. ამ კონტრაქტში ფასი ფიქსირებულია, ამიტომ საერთაშორისო ბაზარზე ფასების მერყეობა მყისიერად ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის საწვავის ფასს საქართველოში. დავუშვათ, დღეს თუ შეიცვალა ნედლი ნავთობის ფასი, მისი ზეგავლენა საწვავის ფასზე გამოვლინდება მხოლოდ 15 თვის შემდეგ. ასე რომ, საწვავის ფასის უეცარი მატება სულ სხვა, შინაურ ფაქტორებს უნდა დავაბრალოთ.

- ბოლო ხანს საქართველოში ახალგამოჩენილ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი საკმაოდ იაფია: ერთი ლიტრი ბენზინის ფასი იქ 1,85-1,90 ლარის ფარგლებში მერყეობს, ცნობილი ბრენდების ქსელში კი 15-20 თეთრით ძვირია.

- ამ შემცირებას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ მეწარმეებს რეალური კონკურენციის იმედი გაუჩნდათ. ე.წ. ბრენდირე­ბულ ავტოგასამართ სადგურებზე კი, რომლებიც ეკუთვნის ან "ვისოლს" ან "სოკარს", ან "გალფს" და სხვა ცნობილ ფირმებს, ფასები არ იცვლება. როგორც კი "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლების სათავეში, საწვავის ფასი დაეცა. შემდეგ მათ დაინახეს, რომ ახალი ხელისუფლება მეწარმეებს არ ერჩის და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემოღებას ელოდება, ამიტომ ამ ბიზნესში არსებული მონოპოლიები დარჩენილ დროს მაქსიმალურად იყენებენ, რომ რაც შეიძლება მალე გამდიდრდნენ. რასაკვირველია, ეს არის ამ ფირმების ხელმძღვანელებს შორის კორპორაციული შეთანხმების ნაყოფი. არ გამოვრიცხავ, რომ მათ ერთი და იგივე დამფუძნებლები ჰყავდეთ და გარიგებას ჰქონდეს ადგილი.

- სხვათა შორის, ბენზინის ფასი "ლუკოილმაც" შეამცირა. როგორც ჩანს, დიდი ფირმებიც იძულებული არიან, საწვავის ბაზარზე შექმნილი ვითარება გაითვალისწინონ.

- "ლუკოილი" სპეციფიკური ფირმაა, რომელიც ვაგიფ ალეკპეროვის - "ლუკოილის" მფლობელისა და პრეზიდენტის, ბიზნესს უკავშირდება. ეს არის რუსულ-აზერბაიჯანული კომპანია, ვაგიფ ალეკპეროვი კი მსოფლიოში განთქმული ბიზნესმენია და ის ამ გარიგებებში, ალბათ, არ მონაწილეობს. მას აქვს თავისი პოლიტიკა, ზოგჯერ მიდის შეთანხმებაზე სხვა მომწოდებელთან, ზოგჯერ - არა, მაგრამ ალეკპეროვი ის ადამიანი არ არის, ვისაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ აზრს თავზე მოახვევდნენ მაშინაც კი, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ეს არის საერთაშორისო რანგის ბიზნესმენი, რომლის ქონებაც დაახლოებით 10 მილიარდს აღემატება და ბიზნესის კანონებს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე ხელისუფლების ინტერესებს. კიდევ გავიმეორებ: ფასების შემცირება დაიწყო ოქტომბერში, შემდეგ ნავთობის მომწოდებლებს შიშის სინდრომი გაუქრათ ახალი ხელისუფლებისადმი და ისინი კვლავ განაგრძობენ ადრინდელ პოლიტიკას, ცდილობენ, ვიდრე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა შემოვა, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახონ. განსხვავება არის ასეთი: როგორც გითხარით, დამატებული ღირებულება მსოფლიოს ბენზინგასამართ სადგურებზე არის 12-15 პროცენტი, ჩვენთან კი - 100 პროცენტი, შესაბამისად, 80-85 თეთრი არის იმ ფირმების ზემოგება, რომლებსაც ხელისუფლება მფარველობდა და რომელსაც ისინი წლების განმავლობაში იღებდნენ და დღემდე იღებენ.

- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 40-45-თეთრიან ზემოგებაზე საუბრობენ.

- მეჩვენება, რომ მოგება უფრო მეტია, რადგან საწვავი 2 ლარი ღირს. მე ვგულისხმობ, რომ კომპანიების მოგება სადღაც 85 თეთრს აღწევს. სამწუხაროდ, საბუთი ხელთ არა მაქვს, მაგრამ მოდი, მივიჩნიოთ, რომ ეს არის ჩემი ექსპერტული თვალსაზრისი, რომელიც ლოგიკურ გათვლებს ემყარება. თავისთავად საინტერესოა, რა რაოდენობის საწვავი შემოჰქონდათ ამ კომპანიებს და საბოლოოდ რამდენ მოგებას იღებდნენ. არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ყოველივე ამას აკონტროლებენ და სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპანიებს დაახლოებით 450 ათასი ტონა საწვავი შემოაქვთ ყოველწლიურად, თითოეულ ლიტრზე, სულ მცირე, 50-თეთრიანი მოგებაც რომ დავთვალოთ, გამოდის, მათ დღემდე ასეულობით მილიონი შემოსავალი აქვთ.

- რა შემთხვევაში შეიცვლება ეს ვითარება?

- შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როცა ამუშავდება ანტიმონოპოლიური სამსახური და გვექნება ბერკეტი, რომელიც გააკონტროლებს ამ სფეროს. ამ ეტაპზე კი საქართველოში ფასების დაწესებას მანიპულაციები არც სჭირდება. ქართული კანონმდებლობით ბიზნესმენს აბსოლუტური თავისუფლება ეძლევა - რამდენადაც მოისურვებს, იყიდის პროდუქციას და რამდენადაც მოისურვებს - გაყიდის. ახლა რაც შეეხება მონოპოლიებს, ქართულ ბაზარზე მათი წარმოქმნა თანდათანობითი პროცესი გახლდათ. როდესაც ამჟამინდელი ხელისუფლება მოვიდა, უკვე არსებობდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის "ლუკოილი", "ეკო ჯორჯია", "როპმეტროლი" და სხვები. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ორი კომპანია შემოიყვანა - "ვისოლი" და "გალფი". 2006 წლიდან უკვე დაიწყო საწვავის ბიზნესის წილში ჩაჯდომა და ამ კომპანიების წილის მოპოვება. ამ პროცესის ერთ-ერთი მოთავე იყო ყველასათვის ცნობილი პიროვნება - დავით კეზერაშვილი.

- არსებობს მოსაზრება, რომ ამ ბიზნესის ხელში ჩასაგდებად საეჭვო სქემები გამოიყენებოდა.

- რთული, მაგრამ სტანდარტული სქემა გამოიყენება: ანონიმური საზოგადოება ფუძნდება სადღაც ოფშორულ ზონაში და თქვენ არა გაქვთ იურიდიული შესაძლებლობა, დაადგინოთ, ამ ფირმის დამფუძნებელი ვინ არის, შემდეგ ეს მოჩვენებითი კომპანია გადადის ვითომ სახელმწიფოს, სინამდვილეში კი კერძო პირების ხელში და შემდეგ ისინი ახორციელებენ ქვეყანაში საწვავის შემოტანას. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა - "რომპეტროლშიც", "გალფშიც" და "ვისოლშიც" კაპიტალის 100 პროცენტი არის ქართული, როგორც ვიცი, მათ ეს ბრენდი იყიდეს, მათ სახელს იყენებენ და ამისათვის იხდიან გარკვეულ საფასურს. რასაკვირველია, რამდენ პროცენტს იხდიან, ეს გასაიდუმლოებულია.

- ყოველთვის, როცა ნავთობპროდუქტების ბიზნესზეა ლაპარაკი, სააკაშვილის ძმის სახელიც ამოტივტივდება ხოლმე.

- იმიტომ, რომ "ვისოლის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი არის მიხეილ სააკაშვილის ძმა დავითი. სხვათა შორის, მის სახელთან არის დაკავშირებული "კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის" შენობის გაყიდვაც, რომელიც 1929 წელს დაფუძნდა. ეს არის კავკასიაში ერთადერთი ამ ტიპის ინსტიტუტი, რომელიც გამოასახლეს თავისი შენობიდან და ეს შენობა 2009 წელს შეისყიდა "ვისოლმა". რასაკვირველია, მეც და ყველას ძალიან გვინდა, რომ სიმართლე დადგინდეს და ინსტიტუტის შენობა კანონიერ მფლობელებს გადაეცეს, მაგრამ კარგად ვხვდები, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში, ვიდრე სასამართლოებში "ნაციონალური მოძრაობის" კადრები რჩებიან, ამის მიღწევა შეუძლებელია. ვიდრე ჩვენს სასამართლო სისტემაში იქნებიან კოტე კუბლაშვილი და მისი თანამზრახველები, სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი ზედმეტია. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას თითქმის ყველა სფეროზე საქართველოში, მათ შორის ნავთობის ბიზნესზეც.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა