კვერცხის მსროლელი ადამიანის მოძებნა არასოდეს გაჭირდება საქართველოში და ეს უნდა ესმოდეს პირადად ბიძინა ივანიშვილს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაჩიძემ განუცხადა, როდესაც ეროვნული ბიბლიოთეკის წინ პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას.
"ჩვენ მოვუწოდებთ მას, ხელი აიღოს ასეთი ტიპის მმართველობაზე - კვერცხებით, აქციებით, აურზაურით, ჩხუბით, აგრესიით. საქმეს მიხედოს და ის დაპირებები შეასრულოს, რომელიც უხვად გასცა არჩევნებამდე", - განაცხადა ხაჩიძემ.