ჩენინგ ტატუმი მეუღლის, კუსმ ჯენი დიუენ-ტატუმის ორსულობას "მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ” მოვლენად თვლის. ბავშვის გაჩენის მოლოდინის შესახებ ტატუმმა დასავლურ პრესასთან ისაუბრა.
"ვფიქრობ, ეს ისეთი რამაა, რაც ნამდვილად აღაფრთოვანებს და აღაგზნებს ადამიანს, ამ სიტყვების ყველაზე კარგი გაგებით. ეს იგივეა, რომ დაინახო, თითქოს შენი გული მკერდიდან ამოხტა და შენს გარშემო ცეკვავს. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა", - ემოციებს ვერ მალავს მსახიობი.
იმისთვის, რომ ორსულობა კიდევ უფრო ამაღელვებელი ყოფილიყო, წყვილმა ბავშვის სქესი წინასწარ არ შეიტყო:
"ჩვენ არ ვიცით, გოგონა გვეყოლება თუ ბიჭი. ეს ჩვენთვის ნამდვილი სიურპიზი იქნება", - აცხადებს ტატუმი.
მომზადებულია Contact Music-ის მიხედვით.