"ჟურნალისტებმა თავი უნდა დაანებონ აქეთ-იქით თავისუფლად სიარულს"

"ჟურნალისტებმა თავი უნდა დაანებონ აქეთ-იქით თავისუფლად სიარულს"

გორის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე "მასმედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ" განკარგულების პროექტზე იმსჯელეს. როგორც  პროექტში წერია, ჟურნალისტებისთვის ადმინისტრაციულ შენობაში გამოიყოფა ერთადერთი თავისუფალი ადგილი, რომელიც მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში იქნება. ჟურნალისტებს არ მიეცემათ აკრედიტაციის ბარათები, არ მიეცემათ გამგეობის შენობაში თავისუფლად მოძრაობის უფლება და როგორც საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარემ ზურაბ როსებაშვილმა (ქდმ-დან) განაცხადა, "ჟურნალისტებმა თავი უნდა დაანებონ აქეთ-იქით თავისუფლად სიარულს". განკარგულებით ჟურნალისტებს "უფლება ეძლევათ" ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გარეშე (მხოლოდ და მხოლოდ პირაობის მოწმობის წარდგენით და სახელობით სიაში ყოფნით) დაესწრნონ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების და საკრებულოს ფრაქციების სხდომებს.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა