სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სად იპოვეს ცნობილმა შოუმენებმა "ბიძინა ივანიშვილი"
სად იპოვეს ცნობილმა შოუმენებმა "ბიძინა ივანიშვილი"

ახ­ლა­ხან "კო­მე­დი შოუს" სკეტჩში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პა­რო­დის­ტი გა­მოჩ­ნდა. ეს ადა­მი­ა­ნი ნიკა კა­კა­ბა­ძე გახ­ლავთ. ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რის­ტის პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა და ცდი­ლობს, პრე­მი­ერს მიჰ­ბა­ძოს. უყუ­რებს მის გა­მოს­ვლებს, აკ­ვირ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბას, მი­მი­კას, სა­უბ­რის მა­ნე­რას...

- ნიკა, შენი თავი გაგ­ვა­ცა­ნი...

- 22 წლის გახ­ლა­ვართ, სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის IV კურ­სის სტუ­დენ­ტი. წარ­მო­შო­ბით ხო­ნის რა­ი­ო­ნი­დან ვარ. 2 წე­ლია, სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის "კა­ვე­ენ­ში" გა­მოვ­დი­ვარ. შარ­შან იუ­მო­რის­ტულ ფეს­ტი­ვალ­ზე ჩემ­მა გუნ­დმა გა­ი­მარ­ჯვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გუნ­დი მუდ­მი­ვად ახ­ლდე­ბა, სა­ხე­ლი ძვე­ლი შე­მოგ­ვრჩა - "გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის ექ­ვსე­უ­ლი", მაგ­რამ ბა­ტონ გე­დე­ვან­თან და პო­ლი­ტი­კას­თან კავ­ში­რი არ გვაქვს. ჩვე­ნი გუნ­დი იუ­რის­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა.

- ახლა მი­ამ­ბე, რო­გორ გახ­დი "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი"...

- ოქ­ტომ­ბერ­ში "კა­ვე­ე­ნი" ჩა­ვა­ტა­რეთ, რო­მელ­საც "კო­მე­დი შოუს" წევ­რე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. მა­შინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პა­რო­დია პირ­ვე­ლად გა­ვა­კე­თე და ყვე­ლას მო­ე­წო­ნა. მე­ო­რე კონ­ცერ­ტზეც ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას პა­რო­დი­ით გა­მო­ვე­დი და ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­დნენ.

- მი­მი­კით ჰბა­ძავ და თით­ქოს, სა­ხის ნაკ­ვთე­ბი­თაც ჰგავ­ხარ.

- ჰო, ასე ამ­ბო­ბენ...

- შენც იმე­რე­ლი ხარ და ივა­ნიშ­ვი­ლიც. სა­ინ­ტე­რე­სოა, მის ოჯახ­თან ნა­თე­სა­ო­ბა ხომ არ გა­კავ­ში­რებს?

- სამ­წუ­ხა­როდ, არა (იცი­ნის)... სა­ერ­თოდ, როცა ვი­ღა­ცის პა­რო­დი­ას აკე­თებ, მის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­საც სწვდე­ბი. პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ ვიც­ნობ, მაგ­რამ ვგრძნობ, კარ­გი ადა­მი­ა­ნია.

- მოკ­ლედ, ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლით გა­გი­მარ­თლა, სა­მუ­შაო გა­გიჩ­ნდა.

- შე­იძ­ლე­ბა, ამ საქ­მეს თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი აქვს და სა­ინ­ტე­რე­სო­ცაა, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში ჩემი პრო­ფე­სი­ით ვა­პი­რებ მუ­შა­ო­ბას. მინ­და, კარ­გი იუ­რის­ტი გავ­ხდე.

- პა­რო­დი­ა­ზე რო­გორ და ვის­თან ერ­თად იმუ­შა­ვე?

- ის ანეკ­დო­ტი გა­ვიხ­სე­ნე, ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას რომ თქვა. "რუს­თა­ვი 2"-ში მე­გობ­რუ­ლად მი­მი­ღეს. ისე­თი გან­ცდა მაქვს, თით­ქოს "კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბებს წლე­ბია, ვიც­ნობ. კარ­გი, მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა. ამ გუნდში ჩემს მე­გო­ბარ თორ­ნი­კე მა­ჩი­ტა­ძეს­თან ერ­თად მი­ვე­დი. ისიც პა­რო­დი­ებს აკე­თებს.

- ვის ჰბა­ძავს?

- ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს და კახი კა­ლა­ძეს. რო­გორც ვიცი, მიშა ან­დღუ­ლა­ძის იდეა იყო, სკეტჩში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟი გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

- სა­კუ­თარ თავ­ზე რო­გორ მუ­შა­ობ? ალ­ბათ, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას გა­მოს­ვლებს ადევ­ნებ თვალს, იმახ­სოვ­რებ მისი სა­უბ­რის მა­ნე­რას...

- რა თქმა უნდა, ასეა! იცით, პა­რო­დი­ებს სკო­ლის ასა­კი­დან ვა­კე­თებ. თე­მურ ქეც­ბა­ი­ას მი­ბაძ­ვაც გა­მომ­დის, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი უფრო მე­ტად "ვარ".

- ხონ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ბიჭი ხარ?

- ხონი იმ­დე­ნად პა­ტა­რა რა­ი­ო­ნია, რომ იქ ყვე­ლა ყვე­ლას იც­ნობს. ქუ­თა­ის­ში ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, მერე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რე და 70%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მო­ვი­პო­ვე. მინ­და, სწავ­ლა მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში გა­ვაგ­რძე­ლო. ჩემი ოჯა­ხი ხონ­ში ცხოვ­რობს.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, ისი­ნი მაკ­რი­ტი­კე­ბენ. გა­და­ცე­მის "პრო­მო" რომ გა­ვი­და, ჩემ­მა დამ და სხვა ახ­ლობ­ლებ­მაც და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, - მოგ­ვე­წო­ნაო.

- პრე­მი­ე­რის პა­რო­დია პირ­ვე­ლად რო­დის გა­ა­კე­თე?

- ალ­ბათ გახ­სოვთ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა რომ გა­ა­კე­თა, მერე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ჰქონ­და შეხ­ვედ­რა. მის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სი იყო, რად­გან მისი სა­ხე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვეს­მო­და, გა­რეგ­ნუ­ლად კი ბევ­რს ნა­ნა­ხიც არ გვყავ­და. მის პირ­ველ ბრი­ფინგს ვუ­ყუ­რე და მე­ო­რე დღეს­ვე ვცა­დე, მის­თვის მი­მე­ბა­ძა. პა­რო­დია პირ­ვე­ლად თორ­ნი­კე მა­ჩი­ტა­ძეს ვუჩ­ვე­ნე... ყვე­ლას რა­ღაც გვაქვს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ქცე­ვა­ში, მოძ­რა­ო­ბა­ში, მი­მი­კა­ში. ბა­ტონ ბი­ძი­ნას წარ­ბე­ბის მაღ­ლა აწე­ვა ახა­სი­ა­თებს.

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პე­და­გო­გე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- ერთ დღეს "კა­ვე­ე­ნის" გამო ჩათ­ვლას ვერ და­ვეს­წა­რი. ლექ­ტორს მი­ზე­ზი ავუხ­სე­ნი: ივა­ნიშ­ვი­ლის პა­რო­დი­ას ვა­კე­თებ­დი და ამი­ტომ ვერ მო­ვე­დი-მეთ­ქი. მთხო­ვა, - ბი­ძი­ნას პა­რო­დია ახ­ლაც გა­ა­კე­თეო. როცა ვუჩ­ვე­ნე, ჩათ­ვლა და­მი­წე­რა (იცი­ნის). ასე­თი შემ­თხვე­ვა მხო­ლოდ ერთხელ მქონ­და. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემს პა­რო­დი­ას თა­ვად ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა რო­გორ მი­ი­ღებს...

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ!

- გმად­ლობთ, რომ ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­დით. ეს ჩემი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვი­უა.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სად იპოვეს ცნობილმა შოუმენებმა "ბიძინა ივანიშვილი"

სად იპოვეს ცნობილმა შოუმენებმა "ბიძინა ივანიშვილი"

ახლახან "კომედი შოუს" სკეტჩში პრემიერ-მინისტრის პაროდისტი გამოჩნდა. ეს ადამიანი ნიკა კაკაბაძე გახლავთ. ის უნივერსიტეტში იურისტის პროფესიას ეუფლება და ცდილობს, პრემიერს მიჰბაძოს. უყურებს მის გამოსვლებს, აკვირდება მოძრაობას, მიმიკას, საუბრის მანერას...

- ნიკა, შენი თავი გაგვაცანი...

- 22 წლის გახლავართ, სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი. წარმოშობით ხონის რაიონიდან ვარ. 2 წელია, სახელმწიფო უნივერსიტეტის "კავეენში" გამოვდივარ. შარშან იუმორისტულ ფესტივალზე ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მუდმივად ახლდება, სახელი ძველი შემოგვრჩა - "გედევან ფოფხაძის ექვსეული", მაგრამ ბატონ გედევანთან და პოლიტიკასთან კავშირი არ გვაქვს. ჩვენი გუნდი იურისტებისგან შედგება.

- ახლა მიამბე, როგორ გახდი "ბიძინა ივანიშვილი"...

- ოქტომბერში "კავეენი" ჩავატარეთ, რომელსაც "კომედი შოუს" წევრებიც ესწრებოდნენ. მაშინ ბიძინა ივანიშვილის პაროდია პირველად გავაკეთე და ყველას მოეწონა. მეორე კონცერტზეც ბატონი ბიძინას პაროდიით გამოვედი და ჩემით დაინტერესდნენ.

- მიმიკით ჰბაძავ და თითქოს, სახის ნაკვთებითაც ჰგავხარ.

- ჰო, ასე ამბობენ...

- შენც იმერელი ხარ და ივანიშვილიც. საინტერესოა, მის ოჯახთან ნათესაობა ხომ არ გაკავშირებს?

- სამწუხაროდ, არა (იცინის)... საერთოდ, როცა ვიღაცის პაროდიას აკეთებ, მის შინაგან სამყაროსაც სწვდები. პრემიერ-მინისტრს არ ვიცნობ, მაგრამ ვგრძნობ, კარგი ადამიანია.

- მოკლედ, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით გაგიმართლა, სამუშაო გაგიჩნდა.

- შეიძლება, ამ საქმეს თავისებური ხიბლი აქვს და საინტერესოცაა, მაგრამ მომავალში ჩემი პროფესიით ვაპირებ მუშაობას. მინდა, კარგი იურისტი გავხდე.

- პაროდიაზე როგორ და ვისთან ერთად იმუშავე?

- ის ანეკდოტი გავიხსენე, ბატონმა ბიძინამ მოსახლეობასთან შეხვედრისას რომ თქვა. "რუსთავი 2"-ში მეგობრულად მიმიღეს. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს "კომედი შოუს" მსახიობებს წლებია, ვიცნობ. კარგი, მეგობრული გარემოა. ამ გუნდში ჩემს მეგობარ თორნიკე მაჩიტაძესთან ერთად მივედი. ისიც პაროდიებს აკეთებს.

- ვის ჰბაძავს?

- ლევან ბერძენიშვილს და კახი კალაძეს. როგორც ვიცი, მიშა ანდღულაძის იდეა იყო, სკეტჩში ბიძინა ივანიშვილის პერსონაჟი გამოჩენილიყო.

- საკუთარ თავზე როგორ მუშაობ? ალბათ, ბატონი ბიძინას გამოსვლებს ადევნებ თვალს, იმახსოვრებ მისი საუბრის მანერას...

- რა თქმა უნდა, ასეა! იცით, პაროდიებს სკოლის ასაკიდან ვაკეთებ. თემურ ქეცბაიას მიბაძვაც გამომდის, მაგრამ ამბობენ, რომ ივანიშვილი უფრო მეტად "ვარ".

- ხონში პოპულარული ბიჭი ხარ?

- ხონი იმდენად პატარა რაიონია, რომ იქ ყველა ყველას იცნობს. ქუთაისში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დავამთავრე, მერე უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე და 70%-იანი დაფინანსება მოვიპოვე. მინდა, სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელო. ჩემი ოჯახი ხონში ცხოვრობს.

- ოჯახის წევრები რას გეუბნებიან?

- ყველაზე მეტად, ისინი მაკრიტიკებენ. გადაცემის "პრომო" რომ გავიდა, ჩემმა დამ და სხვა ახლობლებმაც დამირეკეს და მითხრეს, - მოგვეწონაო.

- პრემიერის პაროდია პირველად როდის გააკეთე?

- ალბათ გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი საჯარო განცხადება რომ გააკეთა, მერე ჟურნალისტებთან ჰქონდა შეხვედრა. მის მიმართ დიდი ინტერესი იყო, რადგან მისი სახელი წლების განმავლობაში გვესმოდა, გარეგნულად კი ბევრს ნანახიც არ გვყავდა. მის პირველ ბრიფინგს ვუყურე და მეორე დღესვე ვცადე, მისთვის მიმებაძა. პაროდია პირველად თორნიკე მაჩიტაძეს ვუჩვენე... ყველას რაღაც გვაქვს დამახასიათებელი ქცევაში, მოძრაობაში, მიმიკაში. ბატონ ბიძინას წარბების მაღლა აწევა ახასიათებს.

- უნივერსიტეტში პედაგოგები რას გეუბნებიან?

- ერთ დღეს "კავეენის" გამო ჩათვლას ვერ დავესწარი. ლექტორს მიზეზი ავუხსენი: ივანიშვილის პაროდიას ვაკეთებდი და ამიტომ ვერ მოვედი-მეთქი. მთხოვა, - ბიძინას პაროდია ახლაც გააკეთეო. როცა ვუჩვენე, ჩათვლა დამიწერა (იცინის). ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ მქონდა. ძალიან მაინტერესებს, ჩემს პაროდიას თავად ბატონი ბიძინა როგორ მიიღებს...

- წარმატებას გისურვებ!

- გმადლობთ, რომ ჩემით დაინტერესდით. ეს ჩემი პირველი ინტერვიუა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება