სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბურგასში მომხდარი თავდასხმა ევროპაზე შეტევაა
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბურგასში მომხდარი თავდასხმა ევროპაზე შეტევაა

ბურ­გას­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმა ევ­რო­პის, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ტე­ვაა, - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ტე­რო­რის­ტუ­ლი შე­ტე­ვა, რო­მელ­საც 6 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ერთ-ერ­თია ტა­ი­ლან­დში, კე­ნი­ა­ში, თურ­ქეთ­ში, ინ­დო­ეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, კვიპ­როს­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­ტე­ვებს შო­რის.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ­მა ბულ­გა­რე­თის მთავ­რო­ბას მომ­ხდა­რის სრულ­ყო­ფი­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"ბულ­გა­რე­თის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი ნა­თე­ლია. მომ­ხდარ­ში დამ­ნა­შა­ვეა "ჰეზ­ბო­ლა". არის მხო­ლოდ ერთი "ჰეზ­ბო­ლა". ეს ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, ერ­თი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ეს შემ­დგო­მი და­დას­ტუ­რე­ბაა იმი­სა, რაც ისე­დაც ვი­ცით, რომ "ჰეზ­ბო­ლა" და მისი ირა­ნე­ლი პარტნი­ო­რე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს დი­რი­ჟო­რო­ბენ, რაც ქვეყ­ნებ­სა და კონ­ტი­ნენ­ტებს მო­ი­ცავს. ბურ­გა­სის ტე­რო­რის­ტუ­ლი შე­ტე­ვა ერთ-ერ­თია ტა­ი­ლან­დში, კე­ნი­ა­ში, თურ­ქეთ­ში, ინ­დო­ეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, კვიპ­როს­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­ტე­ვებს შო­რის. ყო­ვე­ლი­ვე ეს ხდე­ბა "ჰეზ­ბო­ლა­სა" და ირა­ნის მიერ სი­რი­ა­ში ასა­დის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მის მხარ­და­ჭე­რის ფონ­ზე. თავ­დას­ხმა ბურ­გას­ში ევ­რო­პის, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ტე­ვაა. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ევ­რო­პამ სწო­რი დას­კვნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნა ჰეზ­ბო­ლას ჭეშ­მა­რი­ტი არ­სის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და ნე­თა­ნი­აჰუმ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბურგასში მომხდარი თავდასხმა ევროპაზე შეტევაა

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბურგასში მომხდარი თავდასხმა ევროპაზე შეტევაა

ბურგასში მომხდარი თავდასხმა ევროპის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევაა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ტერორისტული შეტევა, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, ერთ-ერთია ტაილანდში, კენიაში, თურქეთში, ინდოეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსსა და საქართველოში განხორციელებულ შეტევებს შორის.

ისრაელის პრემიერმა ბულგარეთის მთავრობას მომხდარის სრულყოფილი და პროფესიული გამოძიებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ბულგარეთის მიერ წარმოებული გამოძიების დღეს გამოქვეყნებული შედეგები ნათელია. მომხდარში დამნაშავეა "ჰეზბოლა". არის მხოლოდ ერთი "ჰეზბოლა". ეს ერთი ორგანიზაციაა, ერთიანი ხელმძღვანელობით. ეს შემდგომი დადასტურებაა იმისა, რაც ისედაც ვიცით, რომ "ჰეზბოლა" და მისი ირანელი პარტნიორები მთელ მსოფლიოში ტერორისტულ აქტებს დირიჟორობენ, რაც ქვეყნებსა და კონტინენტებს მოიცავს. ბურგასის ტერორისტული შეტევა ერთ-ერთია ტაილანდში, კენიაში, თურქეთში, ინდოეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსსა და საქართველოში განხორციელებულ შეტევებს შორის. ყოველივე ეს ხდება "ჰეზბოლასა" და ირანის მიერ სირიაში ასადის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერის ფონზე. თავდასხმა ბურგასში ევროპის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევაა. ვიმედოვნებთ, რომ ევროპამ სწორი დასკვნები გამოიტანა ჰეზბოლას ჭეშმარიტი არსის შესახებ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა