ბიძინა გუჯაბიძე: "ხაჩიძის ნებაა ჩოხას ჩაიცმევს თუ სექსუალური უმცირესობების ტანსაცმელს"

ბიძინა გუჯაბიძე: "ხაჩიძის ნებაა ჩოხას ჩაიცმევს თუ სექსუალური უმცირესობების ტანსაცმელს"

რამდენად რეალურია პარლამენტის სხდომათა დარბაზსა და დერეფნებში ჩოხა-ახალუხსა და ჩიხტიკოპებში მორთულ-მოკაზმული პარლამენტარების ხილვა, ძნელი სათქმელია. თუმცა, ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მოსურნე დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე იმედოვნებს, რომ ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვებით, ეს "ოცნება" განხორციელებადია.

პარლამენტართა ჩაცმულობის წესის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ კონსერვატორების მიერ მომზადებული კანონპროექტი განხილვის, ხოლო პროექტის ავტორი ბიძინა გუჯაბიძე დამტკიცების მოლოდინშია. როგორც მოსალოდნელი იყო, გუჯაბიძის ინიციატივამ, რომ დეპუტატებმა "საპროტოკოლო-საქმიანად ან ეროვნულად" ჩაიცვან, უმცირესობის მხრიდან ქილიკი დაიმსახურა.

გვექნება თუ არა ჩიხტიკოპით მორთული ეკა ბესელიას, თინა ხიდაშელის და სხვა დეპუტატი მანდილოსნების, ხოლო ჩოხა-ახალუხში დავით ბაქრაძის, დავით უსუფაშვილის და სხვა დეპუტატი მამაკაცების ხილვის ბედნიერება, ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

ბიძინა გუჯაბიძე, უმრავლესობის წევრი:

"კანონპროექტი საორგანიზაციოში უკვე შევიტანე. შემდეგი პროცედურა კომიტეტებში განხილვა იქნება. აქამდე რეგლამენტში ეროვნული არ ეწერა. ჩემი მიზანია ეროვნული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. პარლამენტარებს არჩევანის საშუალება ექნებათ. კლასიკურ თუ ეროვნულ სამოსში მორთულებმა იარონ. რა თქმა უნდა, ჩოხის ჩაცმა გულისხმობს შესაბამისი ატრიბუტების გამოყენებას, შესაბამისი ფეხსაცმლით, ქამარ-ხანჯლით და ა.შ. იქნება.

- მოგეხსენებათ, ჩოხა-ახალუხი სათანადო აღნაგობას მოითხოვს. ღიპიანმა დეპუტატებმა რა ქნან, თუკი ეროვნული სამოსის ტარების სურვილი ექნებათ?

- ვისაც ღიპი აქვს, შესაბამის ჩოხას ვერ შეიკერავს. ამიტომ ღიპის დაგდება მოუწევთ.

- რაც შეეხებათ დეპუტატ მანდილოსნებს, სხდომათა დარბაზებში ჩიხტიკოპით მორთულებს თუ ვიხილავთ? თუ აქვთ მათ ამის სურვილი?

- თუ სურვილი ექნებათ, რატომაც არა? კანონპროექტი ეროვნული ტანსაცმლის შესახებ ორივე სქესს ეხება. მამაკაცებისთვის ჩოხა, ხოლო ქალებისთვის შესაბამისი ეროვნული სამოსი. მხოლოდ ჩიხტიკოპი ხომ არ არის? სხვადასხვა კუთხის ეროვნული სამოსებიც გვაქვს, არჩევანის საშუალება ექნებათ. სხვათაშორის, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ თავიანთი ეროვნული სამოსის ჩაიცვან. რაც შეეხება მანდილოსნებს სურთ თუ არა ეროვნული სამოსის ჩაცმა, არ ვიცი. ეგ თქვენ უნდა ჰკითხოთ. მე კანონპროექტი შევიტანე და დებატების დროს გამოჩნდება მომხრე ვინ იქნება. პარლამენტის ყველა წევრთან არ შევთანმხმებულვარ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა