წინა კვირას შალვა რამიშვილმა "მაესტრო" დატოვა, გადაცემა "სუბიექტური აზრის" ღია ეთერში დაგვემშვიდობა და დაგვპირდა, რომ მალე სხვა არხიდან და სხვა გადაცემიდან მოგვესალმებოდა. მეორე დილით "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა სტატუსი, - "მეცხრე არხზე მივდივარ!" "მაესტროს" დატოვების მიზეზებსა და ახალ გადაცემებზე, რომელთაც "მეცხრე არხის" საშუალებით ნახავს მაყურებელი, შალვა რამიშვილი და არხის გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი ჩვენთან ინტერვიუში საუბრობენ.
ლუბა:
- შალვას თანამშრომლობა ჯერ კიდევ მაშინ შევთავაზეთ, როცა "ინფო TV"-ს ვაკეთებდი "ინფო 9"-ზე. შალვას ვთავაზობდი, ერთად გაგვეკეთებინა ახალი ტელევიზია. მაშინ დამთანხმდა, რადგან ახალია, ნულიდან იწყება ყველაფერი, მივიღებ მონაწილეობასო. მერე მითხრა, მოგატყუეო (იცინის) და დამტოვა მარტო. ეს ამბავი მისგან არც გამკვირვებია. ზოგადად პატივს ვცემ მის ნიჭიერებას და როგორც კი შალვამ ჩათვალა, რომ საკუთარი შესაძლებლობები მთლიანად ამოწურა "მაესტროზე" და შეიძლებოდა "მეცხრე არხისთვის" კარგი შენაძენი ყოფილიყო, რა თქმა უნდა, შანსი ხელიდან არ გავუშვი.
- როგორც ვხვდები, შალვამ თავად შემოგთავაზათ თანამშრომლობა...
- ეს დეტალები არ არის მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შალვასთან თანამშრომლობის სურვილი ყოველთვის მქონდა და ამას ყოველთვის ვუსვამდი ხაზს სხვადასხვა შეხვედრაზე თუ პირად საუბრებში. რაც დირექტორი გავხდი, მსგავსი შეხვედრა აღარ გვქონია, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ჩვენი სურვილი დაემთხვა და შალვა აქ მუშაობს.
- შალვა, რატომ მოატყუე ქალბატონი ლუბა?
- დრო არ მქონდა. მაშინ ის მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა. არ მაქვს იმის პრობლემა, ვაღიარო, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ვიბრძოდით. ლუბამ ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა "ინფო 9"-ით. მე მათ ვიდეოებს ვიყენებდი, თემებს ვცვლიდით ერთმანეთში. ერთი სიტყვით, ვთანაშმრომლობდით. გაჩნდა ტელევიზიის იდეაც. თუმცა იმდენი საქმე მომაწვა, ვეღარ გამოვნახე ლუბასთან საქმიანი ურთიერთობის დრო. დღეს სხვა რეალობაა, ტელევიზია საბაზრო-ეკონომიკური პრინციპებით უნდა განვითარდეს.
- რა მიზეზით დატოვე "მაესტრო"?
- ამ ტელევიზიამ სულ სხვა კურსი აიღო, სამართლიანად და სავსებით გამართლებულად. ამ კურსში საკუთარი თავი ვერ დავინახე, არა იმიტომ, რომ შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მქონდა, უბრალოდ, ტელეწამყვანის თუ ტელევიზიონშიკის ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა გრძნობ, რომ ამ არხზე რაღაცების გაკეთება აღარ შეგიძლია. საქმე ისაა, რომ ამ ტელევიზიის სივრცე დაიკავეს სხვებმა, ალბათ ობიექტურად. მაგალითად, იქ კეთდება შუადღის ორსაათიანი გადაცემა, დილის ეთერი, რომელშიც მე აღარ ვიქნები. შეიძლება გამომეხატა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო გვიან შეეძლოთ ჩემი გადაცემა დაეხურათ. ყველაზე რეიტინგული იყო არაპრაიმთაიმში. ისიც მესმის, რატომ დახურეს და ამასაც გაგებით ვეკიდები.
- რატომ დახურეს შენი დილა?
- იმიტომ, რომ პოლიტიკური შინაარსის დილის გადაცემა იმ სიტუაციაში, როცა ხალხს პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე არჩევნებამდე აინტერესებდა, არ იქნებოდა რეიტინგული. ეთერში დასვეს გამოუცდელი ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, რომლებიც "გაქაჩავენ" ხალისით და არა პროფესიონალიზმით. პროფესიონალიზმი გამოცდილებას მოაქვს.
ლუბა:
- სხვათა შორის, მსგავს მიდგომას მე დიდხანს მსაყვედურობდნენ, როცა დილის ეთერი გავიდა აბსოლუტურ ფორს-მაჟორში "მეცხრე არხზე". პრაქტიკულად ერთ დღეში დაიცალა დილის ეთერი და გამოუცდელი, ხალასი ახალი თაობა დავსვით. ეს იყო საშიში ექსპერიმენტი ჩემი მხრიდან. თავიდან ყველა მაკრიტიკებდა. შემდეგ, როგორც ჩანს, გაამართლა, რადგან სხვასაც მოეწონა ეს იდეა.
- შალვა, "მაესტრომ" სხვა კურსი აიღოო, მითხარი, რას გულისხმობ?
- პოლიტიკურ კურსს არ ვგულისხმობ. საქმე ისაა, რომ ეს ტელევიზია სხვა ფორმატზე გადავიდა - ნაკლები პოლიტიკა და მეტი გართობა.
- შენ შოუმენი ხარ, "მაესტროზე" შოუს ვერ გააკეთებდი?
- სწორედ მაგას ვაპირებ აქ, ამ ტელევიზიაში ჩემს მეგობრებთან ერთად. ორსაათიანი შოუს გაკეთება "მაესტროს" ჩემთვის არ შემოუთავაზებია. მე მექნება ორი საათი არა პრაიმთაიმში, მაგრამ შუადღეც მნიშვნელოვანია ტელევიზიისთვის. საკმაოდ კონკურენტუნარიანი გარემოა ქართულ ტელევიზიებში, აქ სხვა ბრძოლაა საჭირო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი შუადღე ყველა ტელეკომპანიის შუადღეს აჯობებს, ისეთი შემადგენლობა ვართ.
- როგორი?
- გადაცემას ეყოლება სამი წამყვანი. მე, ქერა და შავგვრემანი მანდილოსნები, ორივე ძალიან ლამაზი. ჩემი ძალიან ძველი მეგობრები არიან.
ლუბა:
- თუმცა შალვას ისინი მეგობრობის გამო არ მოუყვანია. ამ არხზე მათი მუშაობა მანამდე იყო გადაწყვეტილი, სანამ შალვა მოვიდოდა.
- შალვა, ბევრი კონკურენტი გადაცემა გეყოლება, ვის მიიჩნევ რეალურ კონკურენტად შუადღის მონაკვეთში?
- "სამოთხის ვაშლები" არ არის ჩვენი კონკურენტი, ის ძალიან სპეციფიკურ აუდიტორიაზეა გათვლილი, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ სხვაგვარ კითხვებსაც დავსვამთ და სხვა თემებსაც შევეხებით. "მაესტროზე" ნიკა ლომიძე და ნანიკო ხაზარაძე იქნებიან. ესეც კონკრეტული ფორმატია, რომელსაც ჩვენ, იმედია, გავცდებით. ამიტომ არც მათ განვიხილავ სერიოზულ კონკურენტად. რჩება "რუსთავი 2". მათ მოვიაზრებ კონკურენტებად. რა არის ჩვენი უპირატესობა? - მეც და ის ორი ადამიანიც დიდი ხნის ნამუშევრები ვართ ტელევიზიაში, სხვათა შორის, რადიოშიც. ჩვენ სწორი კითხვების დასმა შეგვიძლია. მთავარია, დასვა შეკითხვა, რომელიც ხალხს აინტერესებს, დასვა ისე, როგორც ხალხს აინტერესებს და ისე, რომ ყველასთვის გასაგები იყოს. ასე რომ, ჩვენ ადამიანურ ენაზე ვილაპარაკებთ, შევეხებით თემებს, რომლებიც ხალხს აინტერესებს.
- პოლიტიკა თუ იქნება თქვენს შუადღეში?
- რა თქმა უნდა, გარკვეულწილად იქნება. თუ რაღაც მოხდება ქვეყანაში მნიშვნელოვანი და თემას ჩვენ დავითრევთ, ვისზე ნაკლებად შევეკითხებით?!
- ცოტა ხნის წინ ამბობდი, რომ "მეცხრე არხი" ვერ შედგა, როგორც ტელევიზია, რა შეიცვალა?
- მართალია, ვამბობდი. ეს იყო ის პერიოდი, როცა აქ გარკვეული ცვლილებები იგეგმებოდა. ამ არხის წინა ხელმძღვანელობაზე არაფერს ვიტყვი, რადგან ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობდა ამ ტელევიზიაში. არ ვიცი, ლუბა როგორ მიიჩნევს, მაგრამ მე მგონია, რომ ამდენი კარგი ადამიანის ტელევიზიიდან წასვლა სამწუხარო გაუგებრობა იყო.
ლუბა:
- არც მე გამხარებია ეს ამბავი.
შალვა:
- როცა ტელევიზიას, არხს ცნობილი სახეები ტოვებენ, თავისთავად გიჩნდება განცდა, რომ არხი ვერ შედგა. ლუბასთან საუბრის შემდეგ იმდენი ახალი სახის მოსვლის და ახალი გეგმის შესახებ შევიტყვე, იმდენი ახალი სტუდია ვნახე, მარტივად ვამბობ, რომ არხს პერსპექტივა აქვს.
- შენეულ შეკითხვას დავსვამ, როგორ გადმოგიბირა "მეცხრე არხმა"?
- პირდაპირ გეტყვი, როცა მივხვდი, რომ "მაესტროში" თავი ამოვწურე, "მეცხრე არხის" გარდა ჩემთვის ალტერნატივა არ არსებობდა.
- თავად შესთავაზე ამ არხს საკუთარი თავი?
- როგორ გითხრა, ეს ერთობლივად მოხდა. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემგან უფრო მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო.
- საუბრობენ შენს უთანხმოებაზე "მაესტროს" ხელმძღვანელობასთან...
- არა, ჩვენ პროფესიონალები ვართ და უთანხმოებამდე საქმე არ მიგვყავს.
- მამუკა ღლონტს როგორ დაემშვიდობე?
- ივანიშვილი რომ მოჰყვა მედვედევთან შეხვედრა-დამშვიდობების სცენას, დაახლოებით ისე. ჩამოვართვი ხელი და დავემშვიდობე (იცინის). დავწერე განცხადება და ვთხოვე მოეწერა ხელი.
- ბევრი არ უფიქრია?
- გარკვეული საუბარიც შედგა ჩვენ შორის, მაგრამ კონფლიქტი ნამდვილად არ ყოფილა.
- "ფეისბუქში" შენს ერთ-ერთ კომენტარში წავიკითხე, რომ "მეცხრე არხის" დირექტორად გასახელებდნენ.
- დირექტორად და კიდევ პრემიერ-მინისტრად (იცინის).
ლუბა:
- დღეში ოთხჯერ თანამდებობიდან მათავისუფლებენ. თუ გახსოვთ ასეთი თინეიჯერული გართობა იყო უწინ, დაგირეკავდნენ სახლში და გეუბნებოდნენ, თქვენს სახლში დენი გაითიშებაო. ზუსტად ასე მირეკავდნენ სააგენტოები დღეში რამდენჯერმე და მატყობინებდნენ, რომ აქვთ ინფორმაცია, თითქოს დირექტორობიდან გადადგომას ვაპირებ.
შალვა:
- ჰოდა, ჩემი დირექტორობის ამბავიც ამავე სცენარიდაა. ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ლუბა აღარ იყოს ამ თანამდებობაზე.
- შალვა, კიდევ რას აპირებ "მეცხრე არხზე"?
- მომავლისთვის ყოველკვირეული პოლიტიკური თოქშოუს გაკეთებას ვგეგმავთ.
ლუბა:
- ვფიქრობ, თოქშოუ იქნება პოლიტიკურიც, სოციალურიც და უბრალოდ ადამიანურ თემებზე მორგებული, ასევე გასართობიც. ძალიან გვინდა, ისე მოვაწყოთ სტუდია, რომ პოლიტიკიდან გასართობ შოუზე ადვილად გადაეწყოს. ახლა ერთად ვფიქრობთ იმ ადამიანზე, რომელიც შალვასთან ერთად წაიყვანს ამ თოქშოუს, რადგან მეჩვენება, რომ სტუდია საკმაოდ დიდია ერთი წამყვანისთვის.
- შალვა, ქერას ირჩევ თუ შავგვრემანს?
- რატომ მივიწროებთ არჩევანის არეალს. შეიძლება მელოტიც იყოს, მამაკაცი.
- "მაესტროზე" თეონა გეგელიამ ჩაგანაცვლა "სუბიექტურ აზრში"...
- მივულოცე კიდეც მას "ფეისბუქში" და თქვენი საშუალებითაც ვულოცავ. "მაესტროს" რეიტინგი სჭირდება. ეს ჰქონდა ჩემს გადაცემას, იმედია, თეონა გაამართლებს ამ მხრივ.
- შალვა, მაყურებელი ხშირად სვამდა შეკითხვას, რატომ აღარ აკეთებდი გადაცემას "აკრედიტაციის გარეშე".
- მე რასაც ვაკეთებდი, ეს იყო... არც ვიცი, რა დავარქვა, დავიღალე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა სირთულეებთან იყო ეს დაკავშირებული. ეს არის საშინელი შინაგანი სტრესი.
ლუბა:
- ბუნებრივია, შალვა არასდროს გამოიცვლება და როგორიც არის, იმითაა საინტერესო, მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის დგება დრო, როცა ის სტუდიაში უნდა იჯდეს და იქიდან მიჰყავდეს გადაცემა.
შალვა:
- დილით მიმყავდა გადაცემა "დილა", მერე ვაკეთებდი გადაცემას "აკრედიტაციის გარეშე", საღამოს ვჯდებოდი სტუდიაში და "სუბიექტური აზრი" მიმყავდა. ერთი პერიოდი რადიო "პალიტრაშიც" მიმყავდა გადაცემა. ის წელი ძალიან დამღლელი იყო ჩემთვის.
- არ თქვა, რომ დასასვენებლად მოხვედი "მეცხრე არხზე".
- არა, მაგრამ იმ კოშმარული რეჟიმის გაგრძელებას აღარ ვაპირებ.
ნინო მჭედლიშვილი
(გამოდის ორშაბათობით)