ანდრეა რაისბორო - "რკინის ლედის" სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს

ანდრეა რაისბორო - "რკინის ლედის" სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს

ბრიტანელი მსახიობი ანდრეა რაისბორო, რომელმაც ფილმში -  "მარგარეტ ტეტჩერი: ხანგრძლივი გზა ფინჩლისკენ" ახალგაზრდა მარგარეტ ტეტჩერის როლი შეასრულა, დარწმუნებულია, რომ "რკინის ლედის" სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს. კერძოდ, იგი ირწმუნება, რომ ტეტჩერმა "რეალობასთან კავშირი დაკარგა" და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო ბრალეულობის შეგრძნება არ აქვს.

31 წლის რაისბორომ ამის შესახებ Radio Times-თან ინტერვიუში განაცხადა: "მისის ტეტჩერმა უამრავი შეცდომა დაუშვა, რომელიც მილიონობით ადამიანს შეეხო, იგი ბევრისთვის ჯერ კიდევ წმინდა ძროხად რჩება, რადგან არასდროს იქცეოდა ისე, როგორც ყველა. მისი ადამიანებთან კავშირი ძალიან შეზღუდულია, იგი ემოციონალურად ყოველთვის დამოუკიდებელი იყო, - როგორც სხვა ადამიანებისგან, ისე საკუთარი თავისგანაც. ტეტჩერი ძალიან ჭკვიანი ქალია, რომელსაც სულიერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. მე საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის შეგრძნების არქონას ვგულისხმობ", - აღნიშნა მსახიობმა.

მსახიობმა ასევე განაცხადა, რომ ფილმმა ამ დიდ ქალბატონზე მისი შეხედულებები შეცვალა და მისთვის "რკინის ლედის" ადამიანური თვისებების აღმოჩენა საინტერესო იყო. მის პილიტიკას კი არ ამართლებს. მიუხედავად ამისა, რაისბერო ტეტჩერის სექსიზმისა და მამაკაცური შოვინიზმთან  ბრძოლით აღფრთოვანებულია.

რაისბორო, როგორც "ამომავალი ვარსკვლავი" ბრიტანული კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის (Bafta) ჯილდოს მფლობელია.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება