"ქართული ოცნების" აქტივისტები გურჯაანის გამგებლისგან დაპირებულ სამსახურებს ითხოვენ

"ქართული ოცნების" აქტივისტები გურჯაანის გამგებლისგან დაპირებულ სამსახურებს ითხოვენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში "ქართული ოცნების" აქტივისტები შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა დასაქმება იყო, რომელსაც არჩევნების შემდეგ შეჰპირდნენ. მთელი დღის განმავლობაში ისინი გამგებელს ელოდებოდნენ, მაგრამ  ჯონი ოსიაშვილი სამსახურში არ გამოცხადებულა.

"უკვე თვეზე მეტია ჯონი ოსიაშვილი დასაქმებას გვპირდება. ტყუილად დაგვატარებს, ვერც უარს გვეუბნება და სამსახურიც არ ჩანს. თანამდებობებზე ისეთი ადამიანები დანიშნა, რომლებსაც შესაბამისი განათლებაც არ აქვთ. დღეს გაიგო, რომ აქციას ვგეგმავდით და სამუშაოზე სპეციალურად არ გამოცხადდა, მაგრამ როდემდე დაიმალება. ყველაფერზე მოუწევს პასუხის გაცემა, სკამიანად უნდა გამოვაბრძანოთ დერეფანში", - განაცხადეს აქტივისტებმა.

სრული ვერსია

"სპექტრი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა