ვენეციის კარნავალი "ანგელოზის ჩამოფრენით" გაიხსნა

ვენეციის კარნავალი "ანგელოზის ჩამოფრენით" გაიხსნა

ვენეციის ტრადიციული კარნავალი "ანგელოზის ჩამოფრენით" გაიხსნა. ტრადიციულად, საკარნავალო კაბაში გამოწყობილი გოგონა წმინდა მარკის სამრეკვლოზე ძვრება და იქიდან მოედანზე ეშვება, სადაც მას ფერად, ელეგანტურ ტანსაცმელში გამოწყობილი ზეიმის მონაწილეები და ტურისტები ელოდებიან.

2013 წელს კარნავალის "ანგელოზი" 20 წლის მარტა ფინოტო გახდა.

"ეს ლამაზი და რომანტიული ტრადიციაა. ყველაზე მძფრი შეგრძნება არა სიმაღლე, არამედ გულშემატკივართა ოვაციებია",- განაცხადა წითელ კაბაში გამოწყობილმა "ანგელოზმა".

ვენეციაში 2013 წლის საზეიმო ღონისძიებები დევიზით "იცხოვრე ფერში" იმართება. კარნავალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფერთა უმეტესობა ტონების მრავალფეროვნებითა და სიმკვეთრით იქნება წარმოდგენილი.

მონაწილეთა განსაკუთრებულ ყურადღებას ასევე ტრადიციულად "მარიას აღლუმი" და ნიღბების კონკურსი იპყრობს. საუკეთესო ნიღბოსანს  შემაჯამებელ დღეს აირჩევენ. კარნავალს "მდუმარე რეგატა" - გონდოლა დიდ არხზე ასრულებს. დღესასწაულები "ცხიმიან სამშაბათამდე", 12 თებერვლამდე გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო: ვენეციის კარნავალი "ანგელოზის ჩამოფრენით" გაიხსნა

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს