ლუის ჰამილტონმა ნიკოლ შერზინგერთან ჩასაფრენად თვითმფრინავი შეიძინა

ლუის ჰამილტონმა ნიკოლ შერზინგერთან ჩასაფრენად თვითმფრინავი შეიძინა

"ფორმულა 1"-ის ვარსკვლავმა, ლუის ჰამილტონმა საყვარელ ქალთან, ნიკოლ შერზინგერთან დისტანციის შესამცირებლად კერძო თვითმფრინავი შეიძინა. თვითმფრინავში ჰამილტონმა 20 მლნ გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

თვითმფრინავი მუქი წითელი ფერისაა. ლუისის აზრით, მისი ახალი თვითმფრინავი მას ნიკოლის უფრო ხშირად მონახულებაში დაეხმარება.

ჰამილტონი ახლა მონაკოში ცხოვრობს, ხოლო Pussycat Dolls-ის ყოფილი სოლისტი, ნიკოლ შერზინგერი ლოს-ანჯელესშია, ის შოუ X Factor-ის ჟიურის წევრია. გარდა ამისა, სამსახურის გამო ორივე მათგანს მოგზაურობა უწევს.

28 წლის ლუისის მეგობრების თქმით, "ფორმულა 1-ის" ვარსკვლავს ნიკოლის ნახვა თავისუფალი დროის გამოჩენისთანავე სურს, მიუხედავად იმისა, პლანეტის რომელ ნაწილში იქნება იმ დროისთვის მისი საყვარელი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება