სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
The Washington Diplomat - ქართველი ელჩი ახალ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის გამო თანამდებობას ტოვებს
The Washington Diplomat - ქართველი ელჩი ახალ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის გამო თანამდებობას ტოვებს

ამე­რი­კუ­ლი ყო­ველ­თვი­უ­რი გა­ზე­თი The Washington Diplomat აქ­ვეყ­ნებს ლარი ლაქ­სნე­რის სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით - "ქარ­თვე­ლი ელჩი ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის გამო თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს". მა­სა­ლა თე­მურ ია­კო­ბაშ­ვილს ეხე­ბა.

"თე­მურ ია­კო­ბაშ­ვი­ლის პრი­ა­ლა, ავი­ა­ტო­რის ფრთით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი სა­მუ­შაო მა­გი­და – მცი­რე ნა­წი­ლია ქარ­თვე­ლი ავი­ა­კონ­სტრუქ­ტო­რის, ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლის ნა­მუ­შევ­რი­სა, რო­მე­ლიც P-47-ისა და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ო­დის სხვა ბომბდამ­შე­ნე­ბის ავ­ტო­რია – და­ფა­რუ­ლი ალუ­მი­ნის ნა­წი­ლე­ბი­თა და ფო­ლა­დის ხრახ­ნე­ბით შე­კო­წი­წე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბულ რეტ­რო შეგ­რძნე­ბებს უღ­ვი­ვებს მას.

გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ სი­გა­რის მწე­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი იძუ­ლე­ბუ­ლია თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი სა­მუ­შაო მა­გი­და მი­ა­ტო­ვოს. 1-ელ მარტს ია­კო­ბაშ­ვი­ლი აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს.

კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი დიპ­ლო­მა­ტი სამ­სა­ხურს იმი­ტომ კი არ ტო­ვებს, რომ უნდა ეს, არა­მედ იმი­ტომ, რომ გრძნობს, ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას ვა­შინგტონ­ში მა­შინ, როცა მის სამ­შობ­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბაა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

"აშშ ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი, ძლი­ე­რი პარტნი­ო­რია და ისე­თი ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პოს­ტია, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლია წარ­მო­იდ­გი­ნო, - აცხა­დებს 45 წლის ია­კო­ბაშ­ვი­ლი გა­ზე­თის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, - იმი­ტომ, რომ ვინც არ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს ქვე­ყა­ნას ამ პოსტზე, უნდა ჰქონ­დეს პირ­და­პირ კონ­ტაქ­ტე­ბი ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლებ­თან. ყვე­ლა ჩემს წი­ნა­მორ­ბედს ჰქონ­და ეს ისე­ვე, რო­გორც მე. თუმ­ცა, ახლა ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა".

გან­სხვა­ვე­ბა - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - ქვეყ­ნის ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია.

"გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნეს­მე­ნის "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", რო­მე­ლიც ექვს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას აერ­თი­ა­ნებ­და – 54%-ით გა­ი­მარ­ჯვა და 150-კა­ცი­ან პარ­ლა­მენ­ტში 85 მან­და­ტი მო­ი­პო­ვა. ახლა, ოპო­ზი­ცი­ას პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვადა რამ­დე­ნი­მე თვე­ში ეწუ­რე­ბა და ორმა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ძა­ლამ უნდა გა­მო­ნა­ხოს გზა ერ­თად გა­უ­ძღვეს სა­ქარ­თვე­ლოს, ჯე­რაც მძი­მე პოსტ-საბ­ჭო­თა გზა­ზე",-აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

იგი წერს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ მო­ვი­და, 2004 წლის იან­ვარ­ში კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ი­ბა­რა ქვე­ყა­ნა. და­სავ­ლეთ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა უმალ და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის­გან გა­მი­ჯვნა, ნატო-ს წევ­რო­ბა გა­და­წყვი­ტა და თა­ვი­სი ჯა­რე­ბი აშშ-ერა­ყის ომში გა­აგ­ზავ­ნა სა­ომ­რად. მან აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა თა­ვი­სი "ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის­თვის" ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის­თვის. თუმ­ცა, ის მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რის არა­სა­თა­ნა­დოდ და­ფა­სე­ბის­თვის 2008 წელს, რუ­სეთ­თან მცი­რე, მაგ­რამ სის­ხლი­ა­ნი ომის დროს, რომ­ლის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლომ და­კარ­გა კონ­ტრო­ლი მოს­კოვ­თან სა­და­ვო ორ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კო­ლუმ­ბი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი ლი­დე­რი არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ტენ­დენ­ცი­ის­თვის, მათ შო­რის ბოლო წლებ­ში ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო მი­ტინ­გე­ბის და­საშ­ლე­ლად ცრემლსა­დე­ნი გა­ზის, წყლის ჭავ­ლი­სა და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. სწო­რედ ამი­ტომ მა­ღა­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა, კვლავ მოჰ­ყო­ლო­და შე­ტა­კე­ბე­ბი, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მარ­ცხის მშვი­დად აღი­ა­რე­ბამ ბევ­რი გა­ა­ო­ცა და მო­ხიბ­ლა.

"არ­ჩევ­ნებ­ში მარ­ცხი სა­ფა­სუ­რია, რო­მელ­საც რე­ფორ­მე­ბის­თვის იხდი. ცხა­დია, რომ რე­ფორ­მა არა­სო­დეს სარ­გებ­ლობს პო­პუ­ლა­რო­ბით. თქვენ ეს ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­შიც ნა­ხეთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამა­ში ისაა, რომ ეს მშვი­დო­ბი­ა­ნი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვით ხდე­ბა", - აცხა­დებს ია­კო­ბაშ­ვი­ლი "ვა­შინგტონ დიპ­ლო­მატ­თან" სა­უბ­რი­სას.

"რა თქმა უნდა, ელჩი სი­ა­მა­ყით აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მოხ­და, როცა ხალ­ხმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გზით შეც­ვა­ლა", - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"ყვე­ლა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ან რე­ვო­ლუ­ცი­ის ან ძა­ლა­დო­ბის გზით იც­ვლე­ბო­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეს იყო სა­უ­კე­თე­სო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და", - ამ­ბობს ია­კო­ბაშ­ვი­ლი.

შე­საძ­ლოა, ეს ასეც იყო, - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის მწვა­ვე ბრძო­ლას აწყდე­ბა ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი ბოლო ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო 2013 წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა გახ­დე­ბა და მმარ­თვე­ლო­ბა ძი­რი­თა­დად პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­და­ე­ცე­მა, თუმ­ცა მა­ნამ­დე და­ძა­ბუ­ლო­ბის ბევ­რი თვე გას­ტანს - პო­ლი­ტი­კურ კულ­ტუ­რა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა მი­მარ­თუ­ლია სა­კუ­თა­რი ოპო­ნენ­ტის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე", - მოჰ­ყავს სტა­ტი­ის ავ­ტორს ცი­ტა­ტა "ნიუ იორკ პოს­ტი­დან" და დას­ძენს, რომ ივა­ნიშ­ვილს – გან­დე­გილ ფი­ლანტროპს, ომის გზა­ზე დად­გო­მის­თვის ბევ­რი დრო არ დას­ჭირ­ვე­ბია.

"ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მარ­ჯვე­ბამ­დე სი­ღა­რი­ბი­თა და უმუ­შევ­რო­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა სა­ყო­ველ­თაო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ტალ­ღამ მი­იყ­ვა­ნა. მისი წარ­მა­ტე­ბა ასე­ვე გა­ნა­პი­რო­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, ბოლო წუ­თებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­მა, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო ცი­ხის ბად­რა­გე­ბის მიერ პა­ტიმ­რე­ბის სა­დის­ტუ­რი მო­პყრო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა კრი­მი­ნა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ქება და­იმ­სა­ხუ­რა, მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ცი­ხე­ში ჩა­დე­ნილ­მა და­ნა­შა­ულ­მა ოთხე­ჯერ მო­ი­მა­ტა და შე­უ­რა­ცხყო­ფის კად­რე­ბი ამის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბა იყო. მარ­თა­ლია, ივა­ნიშ­ვილ­მა პი­რო­ბა დადო, რომ სის­ტე­მას გაწ­მენ­დდა და შეც­ვლი­და წი­ნა­მორ­ბე­დის მიერ და­ტო­ვე­ბულ რთულ გზას, მაგ­რამ მომ­ხიბ­ლა­ვი ვერც მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის პირ­ვე­ლი სამი თვე იყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვი­სი მა­ნამ­დე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ უკან წა­ი­ღო სა­ყო­ველ­თაო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ფონ­ზე. თუმ­ცა, მას შემ­დეგ, ივა­ნიშ­ვილ­მა და­ი­წყო, რო­გორც ბევ­რი ამ­ბობს, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის კრი­მი­ნა­ლუ­რი დევ­ნა, და­ა­და­ნა­შა­უ­ლა რა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ათო­ბით წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლურ და­ნა­შა­ულ­ში და ამით დე­მოკ­რა­ტი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, რო­მელ­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დად გა­და­ბა­რე­ბის იმე­დი ჰქონ­დათ.

"სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლა­დო­ბას კვლავ აქვს ად­გი­ლი. მარ­თა­ლია, და­კა­ვე­ბე­ბი აღარ ხდე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან კვლავ გვეს­მის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ამ­ბე­ბი", - აცხა­დებს "ვა­შინგტონ დიპ­ლო­მატ­თან" სა­უბ­რი­სას ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი და დას­ძენს, რომ უკა­ნას­კნელ ხა­ნებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო".

სა­უბ­რის და­სას­რულს კი, - წერს ლაქ­სნე­რი, - ია­კო­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ 4,7-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქვე­ყა­ნა უნდა გა­ექ­ცეს ისეთ მენ­ტა­ლო­ბას, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს და­კა­ვე­ბე­ბით მარ­თავს.

"გა­მარ­ჯვე­ბულ­მა უნდა გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს, რომ მათ მხო­ლოდ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვეს და არა საპ­რე­ზი­დენ­ტო ან ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში. ახალ­მა მთავ­რო­ბამ არა მხო­ლოდ და­ა­ში­ნა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, არა­მედ ძა­ლი­ან ღია შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტ­ზე. ჩვენ უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა გვაქვს ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მა­სობ­რი­ვი შე­ტე­ვი­სა, რი­თაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან მათ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და მთავ­რო­ბის ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და საბ­ჭოს წევ­რებს გა­დად­გო­მის­კენ უბიძ­გე­ბენ. ეს შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა", - აცხა­დებს ია­კო­ბაშ­ვი­ლი გა­ზეთ­თან სა­უბ­რი­სას.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ამ­ბობს, - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - ამე­რი­კე­ლი კა­ნონ­მდებ­ლე­ბი ამ თე­მას სა­ქარ­თვე­ლოს ახალ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ მაია ფან­ჯი­კი­ძეს­თან შეხ­ვედ­რი­სას შე­ეხ­ნენ, ვა­შინგტონ­ში მისი ვი­ზი­ტი­სას.

"კონ­გრე­სი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ში­ნე­ბე­ბით. ჩემი აზ­რით, მათი გზავ­ნი­ლი გარ­კვე­ულ­წი­ლად მი­ვი­და ად­რე­სა­ტამ­დე, თუმ­ცა ერ­თია, ამ გზავ­ნი­ლის გზაგ­ზავ­ნა და მე­ო­რე, გა­ი­ზი­ა­რებს თუ არა ხალ­ხი მას", - აღ­ნიშ­ნავს თე­მურ ია­კო­ბაშ­ვი­ლი.

". . . ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი, ჯა­ზის მოყ­ვა­რუ­ლი ყო­ფი­ლი აქ­ტი­ვის­ტი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სას­ჯელს იხ­დი­და თბი­ლის­ში პრო­ის­რა­ე­ლუ­რი გა­მოს­ვლის­თვის, თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს და აცხა­დებს, რომ "უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ეს ად­გი­ლი იმის­თვის, ვი­საც ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან უკე­თე­სი ურ­თი­ერ­თო­ბა და მათი მეტი ნდო­ბა აქვს. ჩემ­თვის არა­ვის უთხო­ვია თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა, ეს ჩემი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო და პრე­ზი­დენ­ტიც და­მე­თან­ხმა. ცხა­დია, რომ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჰყავ­დეს ყველ­გან. ელ­ჩე­ბის და­ნიშ­ვნა და უკან გაწ­ვე­ვა მხო­ლოდ პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია. ასე რომ, ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კი გვყავს, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­შე მას არ შე­უძ­ლია ელ­ჩე­ბის გაწ­ვე­ვა ან და­ნიშ­ვნა".

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი შე­ნიშ­ნავს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იან­ვრის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ია­კო­ბაშ­ვი­ლის მა­გივ­რად, აშშ-ის ელ­ჩის პოსტზე არ­ჩილ გე­გე­ში­ძე წა­რად­გი­ნა. აკა­დე­მი­კო­სი, რო­მე­ლიც ახლა რთუ­ლი ამო­ცა­ნის წი­ნა­შე დგას – და­არ­წმუ­ნოს ვა­შინგტო­ნი, რომ მის ხელ­მძღვა­ნელს – ამო­უც­ნობ, რო­გორც ზო­გი­ერ­თი მას უწო­დებს ექ­სცენ­ტრი­ულ მი­ლი­არ­დერს, რო­მელ­მაც ქო­ნე­ბა რუ­სეთ­ში და­აგ­რო­ვა, - არ სურს და­სავ­ლეთ­ზე უა­რის თქმა, მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბის სურ­ვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად.

"მი­უ­ხე­და­ვად ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მთავ­რო­ბა უკან იხევს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­გან და აშშ-ის­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბის მხარ­და­ჭე­რის­გან", - აცხა­დებს "ვა­შინგტონ დიპ­ლო­მატ­თან" სა­უბ­რი­სას ია­ნუშ ბუ­გა­ის­კი, სტრა­ტე­გი­უ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ანა­ლი­ტი­კო­სი და დას­ძენს, რომ – პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ატ­მოს­ფე­რო, ნაკ­ლე­ბად ამ­ბი­ცი­უ­რი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა და კავ­კა­სი­ა­ში რუ­სე­თის ამ­ბი­ცი­ე­ბი­სად­მი ნა­ი­ვუ­რი მიდ­გო­მა, გა­ურ­კვე­ველს ხდის მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ბი­ლუ­რო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხს.

რო­გორც ია­კო­ბაშ­ვი­ლი ამე­რი­კულ გა­ზეთ­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, უკვე აქვს შე­თა­ვა­ზე­ბა ევ­რო­პის ხუთი და აზი­ის ორი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, თუმ­ცა მათი და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს იკა­ვებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს არ ვშორ­დე­ბი, - აცხა­დებს ია­კო­ბაშ­ვი­ლი, - მაგ­რამ ვფიქ­რობ სა­უ­კე­თე­სო, რისი გა­კე­თე­ბაც ახლა შე­მიძ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გარ­ჯაა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე".

და­ბო­ლოს, - რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, - ია­კო­ბა­ში­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს "უკ­რა­ი­ნი­ზა­ცია" ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა აღიკ­ვე­თოს.

"თუ სა­ქარ­თვე­ლოს უკ­რა­ი­ნის მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი და­ე­მუქ­რე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი მა­გა­ლი­თი ყვე­ლა ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის­თვის", - აღ­ნიშ­ნავს ია­კო­ბაშ­ვი­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Washington Diplomat-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

The Washington Diplomat - ქართველი ელჩი ახალ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის გამო თანამდებობას ტოვებს

The Washington Diplomat - ქართველი ელჩი ახალ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის გამო თანამდებობას ტოვებს

ამერიკული ყოველთვიური გაზეთი The Washington Diplomat აქვეყნებს ლარი ლაქსნერის სტატიას, სათაურით - "ქართველი ელჩი ახალ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის გამო თანამდებობას ტოვებს". მასალა თემურ იაკობაშვილს ეხება.

"თემურ იაკობაშვილის პრიალა, ავიატორის ფრთით დამშვენებული სამუშაო მაგიდა – მცირე ნაწილია ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის ნამუშევრისა, რომელიც P-47-ისა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდის სხვა ბომბდამშენების ავტორია – დაფარული ალუმინის ნაწილებითა და ფოლადის ხრახნებით შეკოწიწებული, განსაკუთრებულ რეტრო შეგრძნებებს უღვივებს მას.

გულდასაწყვეტია, რომ სიგარის მწეველი დიპლომატი იძულებულია თავისი საყვარელი სამუშაო მაგიდა მიატოვოს. 1-ელ მარტს იაკობაშვილი აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას დატოვებს.

კომუნიკაბელური დიპლომატი სამსახურს იმიტომ კი არ ტოვებს, რომ უნდა ეს, არამედ იმიტომ, რომ გრძნობს, ვეღარ გააგრძელებს მუშაობას ვაშინგტონში მაშინ, როცა მის სამშობლოში პოლიტიკური დაძაბულობაა", - აღნიშნულია სტატიაში.

"აშშ ჩვენი ყველაზე დიდი, ძლიერი პარტნიორია და ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოსტია, რომელიც შეგიძლია წარმოიდგინო, - აცხადებს 45 წლის იაკობაშვილი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, - იმიტომ, რომ ვინც არ უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას ამ პოსტზე, უნდა ჰქონდეს პირდაპირ კონტაქტები ქვეყნის მმართველებთან. ყველა ჩემს წინამორბედს ჰქონდა ეს ისევე, როგორც მე. თუმცა, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა".

განსხვავება - წერს სტატიის ავტორი, - ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.

"გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, მილიარდერი ბიზნესმენის "ქართულმა ოცნებამ", რომელიც ექვს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა – 54%-ით გაიმარჯვა და 150-კაციან პარლამენტში 85 მანდატი მოიპოვა. ახლა, ოპოზიციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა რამდენიმე თვეში ეწურება და ორმა მოწინააღმდეგე ძალამ უნდა გამონახოს გზა ერთად გაუძღვეს საქართველოს, ჯერაც მძიმე პოსტ-საბჭოთა გზაზე",-აღნიშნავს სტატიის ავტორი.

იგი წერს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოვიდა, 2004 წლის იანვარში კი ოფიციალურად ჩაიბარა ქვეყანა. დასავლეთზე ორიენტირებულმა პრეზიდენტმა უმალ დაიწყო საქართველოს რუსეთისგან გამიჯვნა, ნატო-ს წევრობა გადაწყვიტა და თავისი ჯარები აშშ-ერაყის ომში გააგზავნა საომრად. მან აპლოდისმენტები დაიმსახურა თავისი "ნულოვანი ტოლერანტობისთვის" ქვეყანაში გავრცელებული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში და დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარებისთვის. თუმცა, ის მკაცრად გააკრიტიკეს დასავლეთის მხარდაჭერის არასათანადოდ დაფასებისთვის 2008 წელს, რუსეთთან მცირე, მაგრამ სისხლიანი ომის დროს, რომლის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი მოსკოვთან სადავო ორ ტერიტორიაზე, კოლუმბიაში განათლებამიღებული დემოკრატი ლიდერი არადემოკრატიული ტენდენციისთვის, მათ შორის ბოლო წლებში ანტისამთავრობო მიტინგების დასაშლელად ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებისთვის. სწორედ ამიტომ მაღალი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა ოქტომბრის არჩევნები, რომელსაც შესაძლოა, კვლავ მოჰყოლოდა შეტაკებები, თუმცა სააკაშვილის მიერ მარცხის მშვიდად აღიარებამ ბევრი გააოცა და მოხიბლა.

"არჩევნებში მარცხი საფასურია, რომელსაც რეფორმებისთვის იხდი. ცხადია, რომ რეფორმა არასოდეს სარგებლობს პოპულარობით. თქვენ ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც ნახეთ. განსაკუთრებული ამაში ისაა, რომ ეს მშვიდობიანი და დემოკრატიული ნორმების დაცვით ხდება", - აცხადებს იაკობაშვილი "ვაშინგტონ დიპლომატთან" საუბრისას.

"რა თქმა უნდა, ელჩი სიამაყით აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ხალხმა ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"ყველა წინა ხელისუფლება ან რევოლუციის ან ძალადობის გზით იცვლებოდა. საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, ეს იყო საუკეთესო არჩევნები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა", - ამბობს იაკობაშვილი.

შესაძლოა, ეს ასეც იყო, - წერს სტატიის ავტორი, - მაგრამ არჩევნებით არ დასრულებულა პოლიტიკური გაურკვევლობა ქვეყანაში, რომელიც ხელისუფლების მოპოვების მწვავე ბრძოლას აწყდება ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში.

"კონსტიტუციაში შეტანილი ბოლო ცვლილებების თანახმად, საქართველო 2013 წელს საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება და მმართველობა ძირითადად პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, თუმცა მანამდე დაძაბულობის ბევრი თვე გასტანს - პოლიტიკურ კულტურაში არსებული საშიშროება მიმართულია საკუთარი ოპონენტის განადგურებაზე", - მოჰყავს სტატიის ავტორს ციტატა "ნიუ იორკ პოსტიდან" და დასძენს, რომ ივანიშვილს – განდეგილ ფილანტროპს, ომის გზაზე დადგომისთვის ბევრი დრო არ დასჭირვებია.

"ივანიშვილი გამარჯვებამდე სიღარიბითა და უმუშევრობით გამოწვეულმა საყოველთაო უკმაყოფილების ტალღამ მიიყვანა. მისი წარმატება ასევე განაპირობა წინასაარჩევნოდ, ბოლო წუთებში გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმა, სადაც ნაჩვენები იყო ციხის ბადრაგების მიერ პატიმრების სადისტური მოპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში ქება დაიმსახურა, მისი მმართველობის პერიოდში ციხეში ჩადენილმა დანაშაულმა ოთხეჯერ მოიმატა და შეურაცხყოფის კადრები ამის ნათელი დადასტურება იყო. მართალია, ივანიშვილმა პირობა დადო, რომ სისტემას გაწმენდდა და შეცვლიდა წინამორბედის მიერ დატოვებულ რთულ გზას, მაგრამ მომხიბლავი ვერც მისი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი სამი თვე იყო. სინამდვილეში კი, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - სააკაშვილის მიერ არჩევნების შედეგების აღიარებიდან რამდენიმე საათში, ივანიშვილმა თავისი მანამდელი შეთავაზება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ უკან წაიღო საყოველთაო უკმაყოფილების ფონზე. თუმცა, მას შემდეგ, ივანიშვილმა დაიწყო, როგორც ბევრი ამბობს, პოლიტიკური ოპონენტების კრიმინალური დევნა, დაადანაშაულა რა ყოფილი ხელისუფლების ათობით წარმომადგენელი სხვადასხვა კრიმინალურ დანაშაულში და ამით დემოკრატი დამკვირვებლების აღშფოთება გამოიწვია, რომელთაც ხელისუფლების მშვიდად გადაბარების იმედი ჰქონდათ.

"სამწუხაროდ, ძალადობას კვლავ აქვს ადგილი. მართალია, დაკავებები აღარ ხდება, მაგრამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან კვლავ გვესმის შემაშფოთებელი ამბები", - აცხადებს "ვაშინგტონ დიპლომატთან" საუბრისას ქართველი დიპლომატი და დასძენს, რომ უკანასკნელ ხანებში განხორციელებული დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო".

საუბრის დასასრულს კი, - წერს ლაქსნერი, - იაკობაშვილი აცხადებს, რომ 4,7-მილიონიანი ქვეყანა უნდა გაექცეს ისეთ მენტალობას, რომელიც სახელმწიფოს დაკავებებით მართავს.

"გამარჯვებულმა უნდა გააანალიზოს, რომ მათ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს და არა საპრეზიდენტო ან ადგილობრივ არჩევნებში. ახალმა მთავრობამ არა მხოლოდ დააშინა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, არამედ ძალიან ღია შეტევა განახორციელა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ჩვენ უამრავი შემთხვევა გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებაზე მასობრივი შეტევისა, რითაც ეწინააღმდეგებიან მათ ფუნქციონირებას და მთავრობის ადგილობრივ წარმომადგენლებსა და საბჭოს წევრებს გადადგომისკენ უბიძგებენ. ეს შეშფოთების საფუძველს იძლევა", - აცხადებს იაკობაშვილი გაზეთთან საუბრისას.

როგორც საქართველოს ელჩი ამბობს, - წერს სტატიის ავტორი, - ამერიკელი კანონმდებლები ამ თემას საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას შეეხნენ, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას.

"კონგრესი შეშფოთებული იყო საქართველოში განხორციელებული დაშინებებით. ჩემი აზრით, მათი გზავნილი გარკვეულწილად მივიდა ადრესატამდე, თუმცა ერთია, ამ გზავნილის გზაგზავნა და მეორე, გაიზიარებს თუ არა ხალხი მას", - აღნიშნავს თემურ იაკობაშვილი.

". . . ხელოვნების ნამუშევრების კოლექციონერი, ჯაზის მოყვარული ყოფილი აქტივისტი, რომელიც საბჭოთა პერიოდში სასჯელს იხდიდა თბილისში პროისრაელური გამოსვლისთვის, თანამდებობას ტოვებს და აცხადებს, რომ "უნდა გაათავისუფლოს ეს ადგილი იმისთვის, ვისაც ახალ ხელისუფლებასთან უკეთესი ურთიერთობა და მათი მეტი ნდობა აქვს. ჩემთვის არავის უთხოვია თანამდებობის დატოვება, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო და პრეზიდენტიც დამეთანხმა. ცხადია, რომ ახალ ხელისუფლებას უნდა საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდეს ყველგან. ელჩების დანიშვნა და უკან გაწვევა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. ასე რომ, ახალი პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ პრეზიდენტის გარეშე მას არ შეუძლია ელჩების გაწვევა ან დანიშვნა".

სტატიის ავტორი შენიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, იანვრის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იაკობაშვილის მაგივრად, აშშ-ის ელჩის პოსტზე არჩილ გეგეშიძე წარადგინა. აკადემიკოსი, რომელიც ახლა რთული ამოცანის წინაშე დგას – დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ მის ხელმძღვანელს – ამოუცნობ, როგორც ზოგიერთი მას უწოდებს ექსცენტრიულ მილიარდერს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, - არ სურს დასავლეთზე უარის თქმა, მოსკოვთან ურთიერთობის დალაგების სურვილის პარალელურად.

"მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, როგორც ჩანს, საქართველოს ახალი მთავრობა უკან იხევს ნატო-ში გაწევრიანებისგან და აშშ-ისთან ახლო ურთიერთობის მხარდაჭერისგან", - აცხადებს "ვაშინგტონ დიპლომატთან" საუბრისას იანუშ ბუგაისკი, სტრატეგიული და საერთაშორისო საკითხების კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი და დასძენს, რომ – პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, პოლიტიკური ანგარიშსწორების ატმოსფერო, ნაკლებად ამბიციური რეგიონალური პოლიტიკა და კავკასიაში რუსეთის ამბიციებისადმი ნაივური მიდგომა, გაურკვეველს ხდის მომავალში საქართველოს სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ინტეგრაციის საკითხს.

როგორც იაკობაშვილი ამერიკულ გაზეთთან საუბრისას აცხადებს, უკვე აქვს შეთავაზება ევროპის ხუთი და აზიის ორი სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს.

"საქართველოს არ ვშორდები, - აცხადებს იაკობაშვილი, - მაგრამ ვფიქრობ საუკეთესო, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება და საქართველოსთვის გარჯაა საერთაშორისო დონეზე".

დაბოლოს, - როგორც სტატიის ავტორი წერს, - იაკობაშივილი ამბობს, რომ საქართველოს "უკრაინიზაცია" ყველანაირად უნდა აღიკვეთოს.

"თუ საქართველოს უკრაინის მსგავსი მოვლენები დაემუქრება, ეს იქნება ძალიან ნეგატიური მაგალითი ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის", - აღნიშნავს იაკობაშვილი.

მომზადებულია The Washington Diplomat-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა