სოციალურ აგენტებად გაფორმებული "ნაციონალი აგიტატორი" ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა

სოციალურ აგენტებად გაფორმებული "ნაციონალი აგიტატორი"  ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონულ განყოფილებაში, სოციალურ აგენტად ერთი თვით დასაქმებულმა ელდარ მირზაევმა საკუთარი სამსახურის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა ხელფასი სახით 240 ლარი მიიღო. ელდარ მირზაევი ოფიციალურად არჩევნებამდე "ნაციონალაური მოძრაობის" პიარს ეწეოდა, ხელფასი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო. იმ ფაქტს, რომ მირზაევს სააგენტოში აგენტად არ უმუშავეია, ამას სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილების უფროსიც ადასტურებს.

"არასოდეს მიმუშავია სოციალურ აგენტად, მსგავს სამსახურთან შეხება არ მქონია. მიმუშავია მწვრთნელად, შემდეგ კი კოლმეურნეობაში, მიწათმომწყობად, ბრიგადირად, თუმცა რაც შეეხება დანარჩენს, სხვაგან არსად არ მიმუშავია. ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველ ფენას არ მიეკუთვნება და არც აღნიშნული სააგენტოს ბაზაში ირიცხება. ამის შესახებ პირველად მესმის", - ელდარ მირზაევი.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა