მიხეილ სააკაშვილი - ინფრასტრუქტურის პროექტებს ვიღაცეებმა სააკაშვილის ხუშტურები უწოდეს

მიხეილ სააკაშვილი - ინფრასტრუქტურის პროექტებს ვიღაცეებმა სააკაშვილის ხუშტურები უწოდეს

ახლა ეკონომიკა არის დაპაუზებული. დაპაუზებული ეკონომიკიდან ისევ უნდა დააჭირო "პლეის" და წავიდეს წინ, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება უკან გადახვევა, ყველაფერი დაბრუნდება იქ, საიდანაც ძლივს დავიწყეთ ამოსვლა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში, ფილების ქარხნის დათვალიერების შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილმა ფილების ქარხანაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ეს არის ის პროდუქცია, რომელიც აღარავის აღარ სჭირდება, არადა ამას უნდა გაელამაზებინა ჩვენი ქალაქები".

მიხეილ სააკაშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები და ქარხნები არ უნდა გაჩერდეს, რადგან მოსახლეობაში უმუშევრობის რიცხვი გაიზრდება, ტურისტების რიცხვი კი - შემცირდება. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას მოუწოდებს, სანამ გვიან არ არის გადახედოს აღნიშნულ საკითხებს. მისივე თქმით, აღმშენებლობა არ იყო ზოგადი ლაპარაკი და ზოგადი პიარი.

"140 მილიონამდე შემცირდა ბათუმის ბიუჯეტი, 170 მილიონით - აჭარის ბიუჯეტი. ინფრასტრუქტურების პროექტებს ვიღაცეებმა ამას წინათ უწოდეს სააკაშვილის ხუშტურები. აი, სააკაშვილის ხუშტურია ეს ქარხანა, მაგალითად. სააკაშვილის ხუშტურები იყო ის უამრავი ობიექტი, რომლებზეც დასაქმებული იყო 7-8 ათასამდე ადამიანი ბათუმსა და ქობულეთში. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი ქარხნები გაჩერდა და უამრავი ადამიანი, ვინც მუშაობდა იმ მშენებლობებზე, დარჩა ლუკმა-პურის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ესე, ხვალ და ზეგ მოაკლდება ტურისტი, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი იყო ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ჩადებული. ტურისტი მოაკლდება, ე.ი. ხალხს შემოსავალი მოაკლდება. შემოსავალი მოაკლდება, ე.ი. სოფლის მეურნეობის პროდუქტი აღარ გაიყიდება. ამას ყველაფერს აქვს ფასი. დღეს შეიძლება, ეს ფული ამ ყველაფერში აღარ ჩავდოთ და ვიღაცამ შეჭამოს, მაგრამ ხვალ რაღა უნდა შეჭამოს, თუ განვითარებაში არ ჩაიდო ფული. ხვალ რა შემოსავლით უნდა იცხოვროს ამ ხალხმა. ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, რომ შეჩერება არაფრის არ შეიძლება. აღმშენებლობა ეს არ იყო რაღაც ზოგადი ლაპარაკი და ზოგადი პიარი, ეს იყო კონკრეტული ქარხნები საწარმოები, შემოსავლები, დასაქმებული ადამიანები. სანამ გვიან არ არის, მთავრობამ უნდა გადახედოს ამას, თორემ მერე ამის შემობრუნება ძნელია, ყველაფერი ისევ ჩამოიშლება. ახლა ეკონომიკა არის დაპაუზებული. დაპაუზებული ეკონომიკიდან ისევ უნდა დააჭიროს "პლეის" და წავიდეს წინ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ,მოხდება უკან გადახვევა, ყველაფერი დაბრუნდება, იქ საიდანაც ძლივს დავიწყეთ ამოსვლა. ეს არის ის პროდუქცია, რომელიც აღარავის აღარ სჭირდება, არადა ამას უნდა გაელამაზებინა ჩვენი ქალაქები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა