თელავის რეაბილიტაცია შეჩერებულია - "სახლებში როდის დავბრუნდებით, არ ვიცით"

თელავის რეაბილიტაცია შეჩერებულია - "სახლებში როდის დავბრუნდებით, არ ვიცით"

თელავში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეჩერებულია. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, ერეკლე მეორეს N10-ში მცხოვრებ ოჯახებს რეაბილიტირებული სახლები 2012 წლის სექტემბერში უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა კომპანიამ პირობა არ შეასრულა. შენობა მხოლოდ გარედან არის რეაბილიტირებული. შენობის შიგნით კი სამშენებლო ნაგავი, აყრილი იატაკები, წვიმისგან გაჟღენთილი კედლები და მუშების დატოვებული ფეხსაცმელი, შარვალი, ბოთლები და სხვა ნივთებია დარჩენილი.

შენობაში მცხოვრებმა სამმა ოჯახმა საცხოვრებელი ბინები 2012 წლის 4 ივნისს დატოვა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო სამშენებლო კომპანია "არტესმა". ბინების მეპატრონეების უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უხარისხოდ ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებიც არის.

"ხელშეკრულებაში, რომელიც ბინების მეპატრონეებს გაგვიფორმეს, მითითებული არ არის როდის უნდა ჩაგვბარდეს ბინები. უსასრულობაა და თან არაფრის მოთხოვნის უფლება არ გვაქვს. ზურაბ მხეცაძესთან რომ ვრეკავთ, გვეუბნება, ჩემი ნომერი დაივიწყეთო," - ამბობს ერთ-ერთი ბინის მეპატრონე ნინო გრიშაშვილი.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა