"პირადი განცხადება" ანდრო ბარნოვის უწყებაშიც გამოჩნდა

"პირადი განცხადება" ანდრო ბარნოვის უწყებაშიც გამოჩნდა

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატის, სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა ზურაბ რევაზიშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ პირადი განცხადება დაწერა. მისი თქმით, პირადი განცხადების საფუძველი ოჯახური მდგომარეობაა. "ოჯახი თბილისში მყავს, მე კიდევ გორში მუშაობა მიჭირს. მხოლოდ ესაა მიზეზი", - ამბობს რევაზიშვილი.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში განუცხადეს, გუბერნატორსა და რევაზიშვილს შორის უთანხმოება იმან გამოიწვია, რომ რევაზიშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებთან ურთიერთობაში შეამჩნიეს. ჩვენი ინფორმაციით, ანალოგიურ ბედს ამავე სამსახურის სპეციალისტი სამსონ ქებაძე გაიზიარებს, თუმცა ქებაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მცდარია.

"მე გავეცნობი ამ წერილს, შევხვდები პიროვნებას და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. მე აპარატში არანაირ საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ. თუ ვინმე კარგად არ მუშაობს, მხოლოდ, ეს გახდება მისი გათავისუფლების მიზეზი", - აცხადებს ბარნოვი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა