ნინო გაჩეჩილაძე: "დიტოსნაირი ქმარი არ მინდა"

ნინო გაჩეჩილაძე: "დიტოსნაირი ქმარი არ მინდა"

ქართულ ტელესივრცეში სერიალმა: "ჩემი ცოლის დაქალები" პოპულარობა მოიპოვა. ერთ-ერთი და ყველაზე რეიტინგული "დაქალი" კატო, იგივე ნინო გაჩეჩილაძე "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- მე და კოტე თოლორდავა, იგივე დიტო, დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, - სპექტაკლში "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი" პარტნიორობას მიწევდა. სამწუხაროდ, არც ერთ ჩემს სპექტაკლს არ მოუტანია ისეთი პოპულარობა, როგორიც ამ სერიალს და კატოს.

- რამდენად ჰგავხარ შენს პერსონაჟს?

- ის მხოლოდ ვიზუალურად მგავს. ჩემი მეგობრები ხშირად მეკითხებიან, ცხოვრებაში იმდენად განსხვავებული და ხანდახან ზედმეტად სერიოზული ხარ, როგორ თამაშობ ასეთ არასერიოზულ გოგოსო? მსახიობის მოვალეობაც ხომ სწორედ ის არის, განსხვავებული გმირები შექმნას, - სერიოზული, ცანცარა, მსუბუქი ყოფაქცევისა და კდემამოსილი ქალიც. ერთადერთი, რითაც ხანდახან კატოს ვემსგავსები, გულუბრყვილობაა, თუმცა იმდენად ვისწავლე ცხოვრება, ბოლო დროს ეს თვისებაც მივაძინე. ეს უფრო თინეიჯერობის ასაკში მახასიათებდა და ვფიქრობ, კატოც არ გამოსულა ამ ასაკიდან, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გათხოვდა და ქმარი ჰყავს, ირეალური სამყაროსა და ილუზიებშია. არ ვიცი, ჩემი პერსონაჟი რამდენად შეეგუება ოჯახურ ცხოვრებას, რადგან ჯერ კიდევ ბავშვია და პრინცზე ოცნებობს. სამწუხაროდ, ოცნების პრინცი ვერ იპოვა, მაგრამ მიახლოებული მაინც მონახა (იცინის).

- რამდენად რთულია, იყო მსახიობი საქართველოში. აქ ხშირად ვიზუალურ მხარეს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ინტელექტს.

- ეგ პრობლემა ჯერ არ შემქმნია. შეიძლება რეჟისორებმა, რომლებიც არ მიცნობენ და მხოლოდ ჩემს ფოტოებს ათვალიერებენ, შემაფასონ როგორც უბრალოდ მომხიბვლელი მსახიობი და იფიქრონ: ამან რა უნდა ითამაშოსო, მაგრამ... ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა არასამართლიანია. თუმცა თავს ზემსახიობად და ზეინტელექტუალად არ მივიჩნევ და მიმაჩნია, რომ სწავლა სიბერემდეა... ისე, ინტელექტთან დაკავშირებული პრობლემები არ მაწუხებს. სიმართლე გითხრათ, საქართველოში ქალებს სერიოზულ როლებს არ აძლევენ, რეჟისორებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცი უკეთესად შეასრულებს საპასუხისმგებლო როლს, რაც ძალიან არასწორია.

- ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ლიფონავას ჰონორარის გაორმაგება მოსთხოვეთ და დაემუქრეთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ფილმის ბოლო ეპიზოდში არ მიიღებდით მონაწილეობას...

- ეგ უკვე მოძველდა, მე სულ ახალი ჭორი გავიგე - მკერდი მაქვს გაკეთებული, რაზეც ბევრი ვიცინე. ვისაც ჩემს ბუნებრიობაში ეჭვი ეპარება, შემიძლია ჩემი თინეიჯერობის დროინდელი ფოტო ვუჩვენო, რითაც იმედია, დავაკმაყოფილებ მათ ცნობისმოყვარეობას. რაც შეეხება თქვენს ჭორს, ესეც დიდი სისულელეა. ბოლო ეპიზოდის გადაღების წინ ვინ აყენებს მსგავს პირობებს? როგორც წესი, მსახიობთან მოლაპარაკება ფილმის გადაღებამდე წყდება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება