178 142 ლარიანი უფუნქციო ხიდი, რომელიც ჭაობში სრულდება

178 142 ლარიანი უფუნქციო ხიდი, რომელიც ჭაობში სრულდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟოლიეთის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას ხიდის აგებას თხოვდა. მათ "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამგებელს, ლელა იმედაშვილს და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს, ზაურ ოსეფაიშვილს სთხოვეს, ხიდი აგებულიყო იქ, სადაც ადრე იყო. დაპირებები მიიღეს, თუმცა ამაოდ.

ხიდი, რომლის აშენებაზე 178 142 ლარი დაიხარჯა, იმ ადგილზე აიგო, სადაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა - ხიდი ჭაობში სრულდება და  საცალფეხო გზა მისგან დაახლოებით ერთ კილომეტრში იწყება. ხიდის ზუსტი დანიშნულება სოფელშიც არ იციან.

"მოსახლეობის ერთ ნაწილს ზევით უნდოდა, მეორე ნაწილს კი ქვევით. როგორც ჩანს, მიაგნეს "ჭკვიანურ" გამოსავალს და ააგეს შუაში, ჭაობში და მთის ძირას. თუმცა, ამ ადგილზე ვის სჭირდება, ნამდვილად არ ვიცით", -ამბობენ ბჟოლიეთში.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა