გიორგი ღვინიაშვილი: "სიბაშვილის პასუხისგებაში მიცემა მე მიკავშირდება"

გიორგი ღვინიაშვილი: "სიბაშვილის პასუხისგებაში მიცემა მე მიკავშირდება"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის გიორგი სიბაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მას უკავშირდება და ხელისუფლება ამით მასზე ზეწოლას ცდილობს.

"გაახილოს ჩვენმა ხელისუფლებამ თვალები, რამდენი რამ გაკეთდა კახეთში და თუ ვინმე იქ ფულს ფლანგავდა, ამდენი რამ ვერ გაკეთდებოდა. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ჩემზე, რომელიც არაერთხელ განხორციელდა და განმეორდა 2 დღის წინ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. 2 დღის წინ გამომიგზავნეს ადამიანი, რომელმაც გადმომცა მათი მუქარა, რომ გადავსულიყავი მათ მხარეზე. რაც ეკადრებოდათ, ის პასუხი მიიღეს და ამის გამოძახილია, რომ ზუსტად მეორე დღეს პასუხისგებაში აძლევენ აბსურდული ბრალდებით ჩემს ყოფილ პირველ მოადგილეს", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა