დავით ზურაბიშვილი - "ვალერი ხაბურძანიამ ხომ ვთქვა ჩამოვდივარო? "ზნაჩიტ", შევსულვართ ესენგე-ში და ეგაა"

დავით ზურაბიშვილი - "ვალერი ხაბურძანიამ ხომ ვთქვა ჩამოვდივარო? "ზნაჩიტ", შევსულვართ ესენგე-ში და ეგაა"

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების თემას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაო, პარლამენტის თავმჯდომარემ არაო, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ არაო, რეინტეგრაციის მინისტრმა არაო, მაგრამ ვალერი ხაბურძანიამ ხომ ვთქვა ჩამოვდივარო? ზნაჩიტ შევსულვართ ესენგეში და ეგაა...", - წერს ზურაბიშვილი.

საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ ევდოკიმოვმა გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე კონტაქტები უკვე დაწყებულია. თუმცა, ოფიციალურმა თბილისმა ევდოკიმოვის აღნიშნული განცხადება კატეგორიულად უარყო.

საქართველომ დსთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს