ესპანელი კინემატოგრაფი ჩემა დე ლა პენა პედრო ალმადოვარზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს.
სურათს "პედროდან ალმადოვარამდე" ერქმევა. ფილმში 1968-1980 წლებში მომხდარი მოვლენები იქნება მოთხრობილი. სწორედ 1980 წელს ალმადოვარმა მაყურებლებს საკუთარი სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ნამუშევარი - "პეპი, ლიუსი, ბომი და დანარჩენი გოგონები" ("Pepi, Luci, Bom y otras chicas del monton") წარუდგინა. მოკლემეტრაჟიან ფილმებს იგი 70-იან წლებში იღებდა.
სურათს საფუძვლად თავად ალმადოვართან 4-საათიანი საუბრის ჩანაწერი უდევს. გარდა ამისა, სურათში - "პეპი, ლიუსი, ბომი და დანარჩენი გოგონები" მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებთან - კარმენ მაურასთან და ოლვიდო გარასთან ინტერვიუცაა გამოყენებული.
დე ლა პენას ფილმი "პედროდან ალმადოვარამდე" კინოგაქირავებაში 2013 წლის ივნისში ხუთ ქალაქში ჩაეშვება.
მომზადებულია Variety-ის მიხედვით.