"თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, უარს ვიტყვით საქართველოს მოქალაქეობაზე"

"თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, უარს ვიტყვით საქართველოს მოქალაქეობაზე"

"ქართული ოცნების" აბაშელი აქტივისტების პროტესტი გრძელდება. ისინი ამ დრომდე რჩებიან ქალაქის ცენტრში და გიორგი გვილავას პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნას აპროტესტებენ, ასევე, ითხოვენ დამფუძნებული კრების ლეგიტიმაციის გაუქმებას.

"ახლა შევქმნით საინიციატივო ჯგუფს, წავალთ თბილისში და ბიძინა ივანიშვილის სახლთან დავიწყებთ მჯდომარე აქციებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, პირადად მას ჩავაბაროთ პირადობის მოწმობები და უარი ვთქვათ საქართველოს მოქალაქეობაზე, რადგან უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდით და თუ უფრო უარესი იქნებოდა, როგორ გვეგონა? არ გავჩერდებით მანამ, სანამ არ გაგვცემენ პასუხს, რატომ და ვის მიერ იქნა დანიშნული გვილავა პარტიის თავმჯდომარედ. როგორც ვხედავთ, ამ ქვეყანაში ნაცნობ-მეგობრობა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობა არ დამთავრდება არასოდეს. ცუდია, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელები არ რეაგირებენ ასეთ მოთხოვნებზე და არ ცდილობენ საკითხებში გარკვევას" - აცხადებს ”ქართული ოცნების” აქტივისტი ზურაბ ნინუა.

დღევანდელ აქციაზე არ გამოჩენილან "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები". თბილისში არ მიდის ასევე "ეროვნული ფორუმის" აბაშის ორგანიზაციის თავმჯდომარეც.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა