სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნიკა გრიგოლიას მეორედ დაოჯახება ცოლის მშობლებმა არ მიულოცეს
ნიკა გრიგოლიას მეორედ დაოჯახება ცოლის მშობლებმა არ მიულოცეს

2012 წელი ნიკა გრი­გო­ლი­ას­თვის ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მოდ­გა. იუ­მო­რის­ტი არა­ერ­თხელ დად­გა პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე. "კო­მე­დი ჯგუ­ფი­დან" ორ­ჯერ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მისი და ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­გობ­რო­ბა­ზეც ბევ­რი ილა­პა­რა­კეს. იჭო­რა­ვეს მის აზარ­ტუ­ლო­ბა­ზეც. პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზა­დაც სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელს ასა­ხე­ლებ­დნენ, თუმ­ცა თა­ვად სხვა ვერ­სია აქვს.

მი­უ­ხე­და­ვად სხვა­დას­ხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის არა­ერ­თი შე­თა­ვა­ზე­ბი­სა, გრი­გო­ლია "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ხედ რჩე­ბა. ახალ იუ­მო­რის­ტულ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს და მალე ეკ­რან­ზეც გა­მოჩ­ნდე­ბა. მა­ნამ­დე კი იუ­მო­რის­ტმა მე­ო­რედ და­ო­ჯა­ხე­ბა მო­ას­წრო. მისი რჩე­უ­ლი ბა­თუ­მე­ლი 19 წლის მა­რი­ამ ფა­ღა­ვა გახ­ლავთ. წყვილს შინ ვეს­ტუმ­რეთ და მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბის მო­ყო­ლა ვთხო­ვეთ. გვერ­დი ვერც ნი­კას ქა­ო­სურ კა­რი­ე­რულ ცვლი­ლე­ბებს ავუ­ა­რეთ.

ნიკა:

- მა­რი­ა­მი ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ინ­ტუ­რის­ტში" გა­ვი­ცა­ნი. იქ მუ­შა­ობ­და. და­ვი­ნა­ხე თუ არა ვიგ­რძე­ნი, რომ მინ­დო­და, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო.

- მა­შინ პირ­ველ ცოლ­თან უკვე და­შო­რე­ბუ­ლი იყა­ვი?

- რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ერთი წლის და­შო­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით.

- შე­იძ­ლე­ბა და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი გკი­თხო?

- რა ვიცი, გა­და­ვუყ­ვარ­დი რა... სი­მარ­თლე გი­თხრა, მე და­შო­რე­ბა არ მინ­დო­და, მაგ­რამ არ­სე­ბობ­და ამის მი­ზე­ზი.

- ერთ-ერთ მი­ზე­ზად იმა­საც ასა­ხე­ლე­ბენ, ნიკა ბოლო დროს ცუდი ბიჭი გახ­და და ფულ­ზე თა­მა­შობ­დაო.

- ბოლო დროს კი არა, იქამ­დეც ვთა­მა­შობ­დი.

- იმა­საც ამ­ბო­ბენ, ბინა წა­ა­გო, რო­მე­ლიც ცოლ-ქმარ­მა ერ­თად შე­ი­ძი­ნაო.

- ეს ტყუ­ი­ლია. ჩემს ყო­ფილ ცოლ­საც რომ ჰკი­თხოთ, გე­ტყვით, რომ ეს ტყუ­ი­ლია. ბინა არ მქო­ნია და რო­გორ წა­ვა­გებ­დი? მშე­ნე­ბა­რე ბი­ნა­ში მქონ­და ფული შე­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც არ აშენ­და. მარ­თა­ლი გი­თხრა, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, რა­ტომ აღარ უნ­დო­და ჩემს ცოლს ჩემ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა, აღარ უნ­დო­და და მორ­ჩა.

- ახალ სიყ­ვა­რულს და­ვუბ­რუნ­დეთ, მა­რი­ა­მი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ცო­ლის ამ­პლუ­ა­ში წარ­მო­იდ­გი­ნე?

- არა, ცო­ლის ამ­პლუ­ა­ში პირ­ვე­ლი ცო­ლიც არ წარ­მო­მიდ­გე­ნია. კი, გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, ვი­ყა­ვით ერ­თად, მაგ­რამ ცოლ­ქმრო­ბა იმან შე­მომ­თა­ვა­ზა, ბა­რემ ხომ არ დავ­ქორ­წინ­დე­თო (იცი­ნის).

- მა­რი­ამ­მაც თვი­თონ შე­მოგ­თა­ვა­ზა და­ქორ­წი­ნე­ბა?

- არა, მა­რი­ამს დიდი ხანი თა­ვად ვთა­ვა­ზობ­დი, ერ­თად ვი­ყოთ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა-მეთ­ქი და ბო­ლოს და­ვი­ყო­ლიე. სამ­სა­ხუ­რი იმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და, რომ ყო­ველ­დღე ბა­თუმ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფალ დროს გა­მოვ­ნა­ხავ­დი, მა­რი­ამ­თან გავ­რბო­დი. ეს გრძელ­დე­ბო­და იან­ვრი­დან 26 მა­ი­სამ­დე. ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ჩავ­დი­ო­დი, ხან მო­ტო­თი, ხან მან­ქა­ნით, მა­ტა­რებ­ლი­თაც წავ­სულ­ვარ, "მარ­შრუტ­კი­თაც", ვერ­ტმფრე­ნი­თაც, თვითმფრი­ნა­ვი­თაც. მისი მშობ­ლე­ბის­გან სა­ი­დუმ­ლოდ ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ხან პლაჟ­ზე დავ­დი­ო­დით, ხან მე­გობ­რებ­თან.

- გა­ვი­გე, მა­რი­ა­მის მშობ­ლე­ბი თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ყო­ფი­ლან...

- ისი­ნი მა­რი­ა­მის არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბით არ იყ­ვნენ კმა­ყო­ფი­ლი, არც ჩე­მამ­დე და არც მერე. მა­რი­ა­მის მა­მამ თა­ვი­დან არა­ფე­რი იცო­და, პირ­ვე­ლად დე­დამ შე­ი­ტყო და თან ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რიც რომ გა­ი­გო... არც მო­ე­თხო­ვე­ბო­და, სე­რი­ო­ზუ­ლად აღექ­ვა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

- რას გი­წუ­ნებ­დნენ?

ნიკა:

- მე ვიცი, რას მი­წუ­ნებ­და, სა­ყუ­რეს (იცი­ნის). ერთი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და ახლა. როცა ბა­თუმ­ში ვერ ჩავ­დი­ო­დი, სულ ტე­ლე­ფონ­ზე ვი­ყა­ვი ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ან მე­სი­ჯებს ვწერ­დი. ერთხელ მო­ბი­ლურ­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, მა­რი­ამს ყურ­სას­მე­ნე­ბი ეკე­თა, ვი­თომ მუ­სი­კას უს­მენ­და, გვერ­დით დე­და­მი­სი მიჰ­ყვე­ბო­და. მოკ­ლედ, მი­დი­ან მა­რი­ა­მი და დე­და­მი­სი და სა­უბ­რო­ბენ, მე ჩარ­თუ­ლი ვარ ტე­ლე­ფო­ნით. მა­რი­ა­მი ჩემ­ზე ეკი­თხე­ბა, რა­ტომ არ მოგ­წონ­სო. არ მინ­და ასე­თი სიძე, სა­ყუ­რით რომ და­დის და სა­ოც­რე­ბებს იც­ვამ­სო. დღემ­დე რომ ვნა­ხუ­ლობ, მაგ დი­ა­ლოგს ვახ­სე­ნებ, რო­გორ ვერ ჩავ­ჯე­ქი თქვენს სტან­დარ­ტებ­ში-მეთ­ქი. მისი ხმა შო­რი­დან რომ მეს­მო­და, გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­მექ­მნა მა­რი­ა­მის დე­და­ზე, ვგრძნობ­დი, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო და მას­თან დაძ­მა­კა­ცე­ბა მინ­დო­და. არ მინ­დო­და, ჩემი სი­მამ­რი და სი­დედ­რი ჩვე­ნი გა­პარ­ვის შემ­დეგ გა­მეც­ნო. მაგ­რამ რად­გან ვი­ცო­დი, წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ, ძა­ლით ხომ არ მი­ვეჭ­რე­ბო­დი, სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბას ვე­რი­დე­ბო­დი.

- ვარ­ცხნი­ლო­ბა­საც გი­წუ­ნებ­და სა­სი­დედ­რო?

- ვარ­ცხნი­ლო­ბას ვინ არ მი­წუ­ნებ­და, შენ ეგ მკი­თხე, დე­და­ჩე­მით და­წყე­ბუ­ლი, მე­გობ­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ჩემი ძმა მაკ­რატ­ლით დამ­დევ­და. ბი­ძა­ჩე­მიც ბრა­ზობ­და, ხან სა­ყუ­რეს მაძ­რობ­დნენ და ხან ყელ­სა­ბამს.

- მა­რი­ამ, რო­გორ მოგ­ხიბ­ლა ნი­კამ?

- გულ­წრფე­ლი იყო, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, სულ ცდი­ლობ­და, კავ­შირ­ზე ყო­ფი­ლი­ყო, პირ­და­პირ­ზე თუ არა, სა­ტე­ლე­ფო­ნო­ზე მა­ინც.

ნიკა:

- იმ პე­რი­ოდ­ში ბევრ გო­გოს­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად არც ერ­თზე არ მი­ფიქ­რია. მა­რი­ა­მზე 12 წლით უფ­რო­სი ვარ. ამ ასა­კის გოგო შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლა­დაც ვერ აღიქ­ვა ადა­მი­ან­მა, მაგ­რამ მეტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა რაღა გინ­და, ცო­ლია ჩემი. იმან გა­მაკ­ვირ­ვა, რომ 18 წლის გოგო ასე­თი პრინ­ცი­პუ­ლი იყო. მომ­წონ­და, რომ მი­მი­ღო ისე­თი, რო­გო­რიც ვარ, ჩემი ხა­სი­ა­თით, სა­ყუ­რით თუ ვარ­ცხნი­ლო­ბით.

- ნიკა, რო­დის გა­და­წყვი­ტე, რომ ერ­თად უნდა გე­ცხოვ­რათ?

- როცა მივ­ხვდი, რომ მა­საც ვუყ­ვარ­დი. მინ­დო­და, ერ­თად გვე­ცხოვ­რა, ერ­თად გაგ­ვეღ­ვი­ძა, ერ­თად დაგ­ვე­ძი­ნა, ერ­თად გვე­სა­დი­ლა, გვევ­ლო მე­გობ­რებ­თან თუ სხვა ქვე­ყა­ნა­ში. ამ ყვე­ლაფ­რის იუ­რი­დი­ულ ფორ­მას ცოლ­ქმრო­ბა ჰქვია ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში. უბ­რა­ლოდ, ასე მალე არ ვგეგ­მავ­დი. მა­შინ პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა­საც დრო სჭირ­დე­ბო­და.

- ეს პრობ­ლე­მე­ბი სამ­სა­ხურს უკავ­შირ­დე­ბო­და თუ სახ­ლს, სა­დაც ერ­თად უნდა გე­ცხოვ­რათ?

- მა­შინ ცხოვ­რე­ბის და­ლა­გე­ბის პრო­ცეს­ში ვი­ყა­ვი. ზე­მოთ თა­მა­ში ვახ­სე­ნეთ. ესეც იყო პრობ­ლე­მა. თან ასე ად­ვი­ლი არ იყო იმის "გა­და­ხარ­შვა", რომ მარ­ტო დავ­რჩი. რომ მე­გო­ნა, ად­ვი­ლად და­ვი­ვი­წყებ­დი ყვე­ლა­ფერს, ასეც არ აღ­მოჩ­ნდა. ნა­წყე­ნი ვი­ყა­ვი და დღემ­დე ნა­წყე­ნი ვარ იმ ადა­მი­ან­ზე. ნა­წყე­ნი რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, არც დავ­შორ­დე­ბო­დი. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის დრო მჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად დაჩ­ქარ­და.

მა­რი­ა­მი:

- 26 მა­ისს წა­ვე­დი ქუ­თა­ის­ში, სახ­ლში ვთქვი, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მივ­დი­ო­დი 26 მა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. აღ­ლუ­მის მო­საწ­ვე­ვე­ბი ჰქონ­და ნი­კას და იქ მე­ლო­დე­ბო­და. იმ­დე­ნი ვი­ბო­დი­ა­ლეთ ქუ­თა­ის­ში, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა და­მაგ­ვი­ან­და. რად­გან მშობ­ლე­ბი უკვე გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, გა­დავ­წყვი­ტეთ, თბი­ლის­ში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით.

ნიკა:

- ქუ­თა­ის­ში­ვე და­ი­წყეს ტე­ლე­ფონ­ზე რეკ­ვა. პირ­ველ­მა მა­რი­ა­მის ბი­ძამ და­მი­რე­კა. სხვა­თა შო­რის, მშვი­დად გა­მე­სა­უბ­რა. ერთი-ორი შე­კი­თხვა და­მის­ვა და რომ მიხ­ვდა, არ ვსუ­ლე­ლობ­დით, ბედ­ნი­ე­რე­ბა გვი­სურ­ვა ორი­ვეს. მერე სხვე­ბიც გვი­რე­კავ­დნენ, გვი­ლო­ცავ­დნენ. მარ­ტო მა­რი­ა­მის მშობ­ლებს არ მო­უ­ლო­ცავთ (იცი­ნი­ან).

- რო­გორ შე­რიგ­დით?

- მა­რი­ა­მის მშობ­ლე­ბი ჩვენ­ზე ნა­წყე­ნე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ცოტა მათი ბრა­ლიც არის, ასე რომ მოხ­და. მე მინ­დო­და მა­რი­ა­მის დე­დას­თან მე­გობ­რო­ბა, მაგ­რამ ის არ მე­მე­გობ­რე­ბო­და. ჩემ­თან რომ ემე­გობ­რა, ისიც ეცო­დი­ნე­ბო­და, ქუ­თა­ის­ში ჩემ­თან ერ­თად რომ იყო მა­რი­ა­მი და ერ­თად ჩა­ვი­დო­დით ბა­თუმ­ში, მე მი­ვა­ცი­ლებ­დი სახ­ლში... მერე შევ­რიგ­დით და ჩვენ ჩა­ვე­დით ბა­თუმ­ში. წა­ვიყ­ვა­ნე ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი, რო­გორც ჩემი მე­გობ­რე­ბი­დან ერთ-ერთი მსმე­ლი. ორ­მეტ­რი­ა­ნი სი­მამ­რი მყავს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს ქე­ი­ფი და მოლ­ხე­ნა.

- აჯო­ბა ბი­ჭი­კაშ­ვილს?

- ვერა, შე­აკ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, ისე გა­ხურ­დნენ... ბო­ლოს ჩემს სი­მამრს ვე­უბ­ნე­ბო­დი, ეგ არ არის შენი სიძე, მე ვარ-მეთ­ქი.

- რო­გო­რია თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ყოფა ოჯახ­ში, რო­გორ გა­და­ი­ნა­წი­ლეთ ფუნ­ქცი­ე­ბი?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­ნამ­დე მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი და სრულ იდი­ლი­ა­ში ვი­ყა­ვი სა­კუ­თარ თავ­თან. ჭურ­ჭე­ლიც კი არ მქონ­და სახ­ლში. ქუ­თა­ის­ში რომ მივ­დი­ო­დი, იმა­საც არ ვფიქ­რობ­დი, რომ იქი­დან მა­რი­ამს სახ­ლში წა­მო­ვიყ­ვან­დი. ამი­ტომ ცოტა მე­ში­ნო­და, რო­გორ შე­ე­გუ­ე­ბო­და თბი­ლისს, ახალ სახ­ლს, მაგ­რამ აქეთ მა­წყნა­რებ­და. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი ჩვენს სახ­ლში არ არის. საჭ­მე­ლი არ გვიყ­ვარს. ვჭამთ ხილს, სა­ლა­თებს, რო­მე­ლიც მა­რი­ამს კარ­გად გა­მოს­დის.

- შენ რაში ეხ­მა­რე­ბი მა­რი­ამს?

- მტვერ­სას­რუ­ტით სახ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა­ში. სა­რე­ცხს მან­ქა­ნა­ში რო­მე­ლი ჩაყ­რის, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ისე, მე უკეთ ვიცი ჩემი მან­ქა­ნის ფუნ­ქცი­ე­ბი. თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე თუ მაქვს, ჩემი შვი­ლი ნიკო მოგ­ვყავს ჩვენ­თან, ხან ტყის­კენ მივ­დი­ვართ, ხან მე­გობ­რებ­თან.

- გა­ვი­გე, ნიკო მა­რი­ამს ძა­ლი­ან და­უ­მე­გობ­რდა.

- კი, და ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა უნდა მექ­ნა. ალ­ბათ ვერ ვი­ცხოვ­რებ­დი ისეთ ადა­მი­ან­თან, ვინც ჩემს შვილს ვერ გა­უ­გებ­და. ყვე­ლა მა­მას უყ­ვარს თა­ვი­სი შვი­ლი, მაგ­რამ ჩემი შემ­თხვე­ვა სულ სხვაა, მგო­ნია, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მე­კის­რე­ბა იმის გამო, რომ მას­თან ერ­თად არ ვცხოვ­რობ. უნდა ნა­ხოთ, რო­გორ იმ­ხობს სახ­ლს თავ­ზე ეს ორი ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! (იცი­ნის).

- ერ­თობ­ლივ შვი­ლებ­ზე არ ფიქ­რობთ?

- თა­ვი­დან ვფიქ­რობ­დი, ჯობ­და, მა­რი­ამს ჯერ ეს­წავ­ლა, იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და ბა­თუმ­ში. ახლა თბი­ლის­ში გად­მო­აქვს სა­ბუ­თე­ბი, აქ გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, დე­დობ­რივ­მა ინ­სტინ­ქტებ­მა გა­იღ­ვი­ძა მას­ში და... ვა­ტყობ, რომ უნდა შვი­ლი, მეც მინ­და, ოღონდ გოგო მინ­და.

- ნიკა, "კო­მე­დი შო­უ­ში" აღარ ხარ, მაგ­რამ "რუს­თა­ვი 2"-ში რჩე­ბი... ვიცი, რომ ბე­რას­გა­ნაც გქონ­და საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბა

- კი, იყო კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, ჯერ კი­დევ მა­ნამ, სა­ნამ ფაქო და ამი­კო წა­ვი­დოდ­ნენ ჩვენ­გან. გე­ტყვი კონ­კრე­ტულ სა­ხელ­სა და გვარს, ვის გა­მოც მა­შინ "რუს­თა­ვი 2"-ში დავ­რჩი. ეს იყო ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გოგი გე­გე­ში­ძე. მე რომ პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და, ეს ადა­მი­ა­ნი მე­გო­ბა­რი­ვით და­მიდ­გა გვერ­დში. და­მი­ბა­რა, მი­თხრა, გა­ვი­გე, პრობ­ლე­მე­ბი გქო­ნია და მინ­და და­გეხ­მა­როო. მა­შინ ჯერ ბერა და მისი ტე­ლე­ვი­ზია ჩა­ნა­ფიქ­რშიც არ იყო. როცა ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი გვერ­დით და­გიდ­გე­ბა, მერე ვერ უღა­ლა­ტებ. თან, მგო­ნია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ში და­ვი­ბა­დე. 2000 წელს მი­ვე­დი ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, კომ­ფორ­ტუ­ლად ვი­ყა­ვი იქ. ბერა ბევ­რად კარგ პი­რო­ბებს მთა­ვა­ზობ­და, მად­ლო­ბაც გა­და­ვუ­ხა­დე ამის­თვის, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ში­ნაც გაშ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სამ­სა­ხუ­რი­დან, "კო­მე­დი შო­უ­ში" აღარ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ გოგი გე­გე­ში­ძე ხელ­ფასს მა­ინც მიხ­დი­და. მერე ჩემი არა­მე­გო­ბა­რი დი­რექ­ტო­რი და­ე­ლა­პა­რა­კა ჩემს 10 წლის მე­გობ­რებს და აუხ­სნა, რომ ნიკა "კო­მე­დი შო­უს­თვის" სა­ჭი­რო იყო. მე­გობ­რე­ბიც და­ე­თან­ხმნენ და და­მაბ­რუ­ნეს. მერე ისევ გა­მიშ­ვეს, შემ­ცი­რე­ბა­ში მოვ­ყე­ვი.

- დღეს რას აკე­თებ?

- "კო­მე­დი შო­უ­დან" რომ გა­მიშ­ვეს, "კო­მე­დი არ­ხის" დი­რექ­ტორ­მა ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, ჩვენ­თან იმუ­შა­ვეო, არა­და, "კო­მე­დი ჯგუ­ფის" დი­რექ­ტორ­მა, იმა­ვე ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­მა ერთი კვი­რის წინ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მიშ­ვა. უარი ვთქვი. ჭრე­ლო პე­პე­ლა ხომ არ ვარ, ნურც გაფ­რინ­დე­ბი, ნურც მოფ­რინ­დე­ბიო.

- რას აპი­რებ?

- ახალ იუ­მო­რის­ტულ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობთ გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას­თან ერ­თად. ჯერ დე­ტა­ლებს ვერ გა­გიმ­ხელთ, ამის დროც დად­გე­ბა.

- სი­მარ­თლე გი­თხრა, გული მწ­ყდე­ბა, რომ "კო­მე­დი შო­უ­ში" აღარ ხარ...

- მეც მწყდე­ბა გული. მი­მაჩ­ნია, რომ მაგ გა­და­ცე­მა­ში უნდა ვიყო. არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს იმის, რომ არ ვარ, პირ­ვე­ლად უდის­ციპ­ლი­ნო­ბის გამო გა­მო­მიშ­ვეს. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცა­ზე მეტ­ჯერ და­მიგ­ვი­ა­ნია სამ­სა­ხურ­ში, მაგ­რამ არ ვფიქ­რობ, რომ რო­მე­ლი­მე­ზე ნაკ­ლე­ბი საქ­მე გა­მი­კე­თე­ბია ამ გა­და­ცე­მის­თვის. თა­ნაც, რაც და­მიგ­ვი­ა­ნია, 5-ჯერ დიდი ჯა­რი­მით ამი­ნა­ზღა­უ­რე­ბია, ვიდ­რე სხვა ანა­ზღა­უ­რებ­და.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნიკა გრიგოლიას მეორედ დაოჯახება ცოლის მშობლებმა არ მიულოცეს

ნიკა გრიგოლიას მეორედ დაოჯახება ცოლის მშობლებმა არ მიულოცეს

2012 წელი ნიკა გრიგოლიასთვის ხმაურიანი გამოდგა. იუმორისტი არაერთხელ დადგა პროფესიული არჩევანის წინაშე. "კომედი ჯგუფიდან" ორჯერ გაათავისუფლეს. მისი და ბაჩო ახალაიას მეგობრობაზეც ბევრი ილაპარაკეს. იჭორავეს მის აზარტულობაზეც. პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზადაც სწორედ ამ უკანასკნელს ასახელებდნენ, თუმცა თავად სხვა ვერსია აქვს.

მიუხედავად სხვადასხვა ტელეკომპანიის არაერთი შეთავაზებისა, გრიგოლია "რუსთავი 2"-ის სახედ რჩება. ახალ იუმორისტულ პროექტზე მუშაობს და მალე ეკრანზეც გამოჩნდება. მანამდე კი იუმორისტმა მეორედ დაოჯახება მოასწრო. მისი რჩეული ბათუმელი 19 წლის მარიამ ფაღავა გახლავთ. წყვილს შინ ვესტუმრეთ და მათი სიყვარულის ამბის მოყოლა ვთხოვეთ. გვერდი ვერც ნიკას ქაოსურ კარიერულ ცვლილებებს ავუარეთ.

ნიკა:

- მარიამი ბათუმში, სასტუმრო "ინტურისტში" გავიცანი. იქ მუშაობდა. დავინახე თუ არა ვიგრძენი, რომ მინდოდა, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელებულიყო.

- მაშინ პირველ ცოლთან უკვე დაშორებული იყავი?

- რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ერთი წლის დაშორებული ვიყავით.

- შეიძლება დაშორების მიზეზი გკითხო?

- რა ვიცი, გადავუყვარდი რა... სიმართლე გითხრა, მე დაშორება არ მინდოდა, მაგრამ არსებობდა ამის მიზეზი.

- ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებენ, ნიკა ბოლო დროს ცუდი ბიჭი გახდა და ფულზე თამაშობდაო.

- ბოლო დროს კი არა, იქამდეც ვთამაშობდი.

- იმასაც ამბობენ, ბინა წააგო, რომელიც ცოლ-ქმარმა ერთად შეიძინაო.

- ეს ტყუილია. ჩემს ყოფილ ცოლსაც რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ეს ტყუილია. ბინა არ მქონია და როგორ წავაგებდი? მშენებარე ბინაში მქონდა ფული შეტანილი, რომელიც არ აშენდა. მართალი გითხრა, ბევრი არ მიფიქრია, რატომ აღარ უნდოდა ჩემს ცოლს ჩემთან ერთად ცხოვრება, აღარ უნდოდა და მორჩა.

- ახალ სიყვარულს დავუბრუნდეთ, მარიამი დანახვისთანავე ცოლის ამპლუაში წარმოიდგინე?

- არა, ცოლის ამპლუაში პირველი ცოლიც არ წარმომიდგენია. კი, გვიყვარდა ერთმანეთი, ვიყავით ერთად, მაგრამ ცოლქმრობა იმან შემომთავაზა, ბარემ ხომ არ დავქორწინდეთო (იცინის).

- მარიამმაც თვითონ შემოგთავაზა დაქორწინება?

- არა, მარიამს დიდი ხანი თავად ვთავაზობდი, ერთად ვიყოთ მთელი ცხოვრება-მეთქი და ბოლოს დავიყოლიე. სამსახური იმის საშუალებას არ მაძლევდა, რომ ყოველდღე ბათუმში ვყოფილიყავი, მაგრამ როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავდი, მარიამთან გავრბოდი. ეს გრძელდებოდა იანვრიდან 26 მაისამდე. ყოველ შაბათ-კვირას ჩავდიოდი, ხან მოტოთი, ხან მანქანით, მატარებლითაც წავსულვარ, "მარშრუტკითაც", ვერტმფრენითაც, თვითმფრინავითაც. მისი მშობლებისგან საიდუმლოდ ვხვდებოდით ერთმანეთს. ხან პლაჟზე დავდიოდით, ხან მეგობრებთან.

- გავიგე, მარიამის მშობლები თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი ყოფილან...

- ისინი მარიამის არანაირი ურთიერთობით არ იყვნენ კმაყოფილი, არც ჩემამდე და არც მერე. მარიამის მამამ თავიდან არაფერი იცოდა, პირველად დედამ შეიტყო და თან ჩემი სახელი და გვარიც რომ გაიგო... არც მოეთხოვებოდა, სერიოზულად აღექვა ჩვენი ურთიერთობა.

- რას გიწუნებდნენ?

ნიკა:

- მე ვიცი, რას მიწუნებდა, საყურეს (იცინის). ერთი ამბავი გამახსენდა ახლა. როცა ბათუმში ვერ ჩავდიოდი, სულ ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული ან მესიჯებს ვწერდი. ერთხელ მობილურზე ველაპარაკებოდი, მარიამს ყურსასმენები ეკეთა, ვითომ მუსიკას უსმენდა, გვერდით დედამისი მიჰყვებოდა. მოკლედ, მიდიან მარიამი და დედამისი და საუბრობენ, მე ჩართული ვარ ტელეფონით. მარიამი ჩემზე ეკითხება, რატომ არ მოგწონსო. არ მინდა ასეთი სიძე, საყურით რომ დადის და საოცრებებს იცვამსო. დღემდე რომ ვნახულობ, მაგ დიალოგს ვახსენებ, როგორ ვერ ჩავჯექი თქვენს სტანდარტებში-მეთქი. მისი ხმა შორიდან რომ მესმოდა, გარკვეული წარმოდგენა შემექმნა მარიამის დედაზე, ვგრძნობდი, რომ კარგი ადამიანი იყო და მასთან დაძმაკაცება მინდოდა. არ მინდოდა, ჩემი სიმამრი და სიდედრი ჩვენი გაპარვის შემდეგ გამეცნო. მაგრამ რადგან ვიცოდი, წინააღმდეგი იყვნენ, ძალით ხომ არ მივეჭრებოდი, სიტუაციის გამწვავებას ვერიდებოდი.

- ვარცხნილობასაც გიწუნებდა სასიდედრო?

- ვარცხნილობას ვინ არ მიწუნებდა, შენ ეგ მკითხე, დედაჩემით დაწყებული, მეგობრებით დამთავრებული. ჩემი ძმა მაკრატლით დამდევდა. ბიძაჩემიც ბრაზობდა, ხან საყურეს მაძრობდნენ და ხან ყელსაბამს.

- მარიამ, როგორ მოგხიბლა ნიკამ?

- გულწრფელი იყო, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, სულ ცდილობდა, კავშირზე ყოფილიყო, პირდაპირზე თუ არა, სატელეფონოზე მაინც.

ნიკა:

- იმ პერიოდში ბევრ გოგოსთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ სერიოზულად არც ერთზე არ მიფიქრია. მარიამზე 12 წლით უფროსი ვარ. ამ ასაკის გოგო შეიძლება სერიოზულადაც ვერ აღიქვა ადამიანმა, მაგრამ მეტი სერიოზულობა რაღა გინდა, ცოლია ჩემი. იმან გამაკვირვა, რომ 18 წლის გოგო ასეთი პრინციპული იყო. მომწონდა, რომ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ, ჩემი ხასიათით, საყურით თუ ვარცხნილობით.

- ნიკა, როდის გადაწყვიტე, რომ ერთად უნდა გეცხოვრათ?

- როცა მივხვდი, რომ მასაც ვუყვარდი. მინდოდა, ერთად გვეცხოვრა, ერთად გაგვეღვიძა, ერთად დაგვეძინა, ერთად გვესადილა, გვევლო მეგობრებთან თუ სხვა ქვეყანაში. ამ ყველაფრის იურიდიულ ფორმას ცოლქმრობა ჰქვია ყველა ქვეყანაში. უბრალოდ, ასე მალე არ ვგეგმავდი. მაშინ პრობლემები მქონდა, რომლის მოგვარებასაც დრო სჭირდებოდა.

- ეს პრობლემები სამსახურს უკავშირდებოდა თუ სახლს, სადაც ერთად უნდა გეცხოვრათ?

- მაშინ ცხოვრების დალაგების პროცესში ვიყავი. ზემოთ თამაში ვახსენეთ. ესეც იყო პრობლემა. თან ასე ადვილი არ იყო იმის "გადახარშვა", რომ მარტო დავრჩი. რომ მეგონა, ადვილად დავივიწყებდი ყველაფერს, ასეც არ აღმოჩნდა. ნაწყენი ვიყავი და დღემდე ნაწყენი ვარ იმ ადამიანზე. ნაწყენი რომ არ ვყოფილიყავი, არც დავშორდებოდი. მოკლედ, ამ ყველაფრისთვის დრო მჭირდებოდა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანაცხოვრება ბუნებრივად დაჩქარდა.

მარიამი:

- 26 მაისს წავედი ქუთაისში, სახლში ვთქვი, რომ უნივერსიტეტიდან მივდიოდი 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. აღლუმის მოსაწვევები ჰქონდა ნიკას და იქ მელოდებოდა. იმდენი ვიბოდიალეთ ქუთაისში, სახლში დაბრუნება დამაგვიანდა. რადგან მშობლები უკვე გაბრაზებულები იყვნენ, გადავწყვიტეთ, თბილისში წამოვსულიყავით.

ნიკა:

- ქუთაისშივე დაიწყეს ტელეფონზე რეკვა. პირველმა მარიამის ბიძამ დამირეკა. სხვათა შორის, მშვიდად გამესაუბრა. ერთი-ორი შეკითხვა დამისვა და რომ მიხვდა, არ ვსულელობდით, ბედნიერება გვისურვა ორივეს. მერე სხვებიც გვირეკავდნენ, გვილოცავდნენ. მარტო მარიამის მშობლებს არ მოულოცავთ (იცინიან).

- როგორ შერიგდით?

- მარიამის მშობლები ჩვენზე ნაწყენები იყვნენ, მაგრამ ცოტა მათი ბრალიც არის, ასე რომ მოხდა. მე მინდოდა მარიამის დედასთან მეგობრობა, მაგრამ ის არ მემეგობრებოდა. ჩემთან რომ ემეგობრა, ისიც ეცოდინებოდა, ქუთაისში ჩემთან ერთად რომ იყო მარიამი და ერთად ჩავიდოდით ბათუმში, მე მივაცილებდი სახლში... მერე შევრიგდით და ჩვენ ჩავედით ბათუმში. წავიყვანე ვახო ბიჭიკაშვილი, როგორც ჩემი მეგობრებიდან ერთ-ერთი მსმელი. ორმეტრიანი სიმამრი მყავს, რომელსაც ძალიან უყვარს ქეიფი და მოლხენა.

- აჯობა ბიჭიკაშვილს?

- ვერა, შეაკვდნენ ერთმანეთს, ისე გახურდნენ... ბოლოს ჩემს სიმამრს ვეუბნებოდი, ეგ არ არის შენი სიძე, მე ვარ-მეთქი.

- როგორია თქვენი ყოველდღიური ყოფა ოჯახში, როგორ გადაინაწილეთ ფუნქციები?

- მოგეხსენებათ, მანამდე მარტო ვცხოვრობდი და სრულ იდილიაში ვიყავი საკუთარ თავთან. ჭურჭელიც კი არ მქონდა სახლში. ქუთაისში რომ მივდიოდი, იმასაც არ ვფიქრობდი, რომ იქიდან მარიამს სახლში წამოვიყვანდი. ამიტომ ცოტა მეშინოდა, როგორ შეეგუებოდა თბილისს, ახალ სახლს, მაგრამ აქეთ მაწყნარებდა. სამზარეულოში ფუსფუსი ჩვენს სახლში არ არის. საჭმელი არ გვიყვარს. ვჭამთ ხილს, სალათებს, რომელიც მარიამს კარგად გამოსდის.

- შენ რაში ეხმარები მარიამს?

- მტვერსასრუტით სახლის დასუფთავებაში. სარეცხს მანქანაში რომელი ჩაყრის, რა მნიშვნელობა აქვს. ისე, მე უკეთ ვიცი ჩემი მანქანის ფუნქციები. თავისუფალი დღე თუ მაქვს, ჩემი შვილი ნიკო მოგვყავს ჩვენთან, ხან ტყისკენ მივდივართ, ხან მეგობრებთან.

- გავიგე, ნიკო მარიამს ძალიან დაუმეგობრდა.

- კი, და ასე რომ არ ყოფილიყო, ვერც წარმომიდგენია, რა უნდა მექნა. ალბათ ვერ ვიცხოვრებდი ისეთ ადამიანთან, ვინც ჩემს შვილს ვერ გაუგებდა. ყველა მამას უყვარს თავისი შვილი, მაგრამ ჩემი შემთხვევა სულ სხვაა, მგონია, მეტი პასუხისმგებლობა მეკისრება იმის გამო, რომ მასთან ერთად არ ვცხოვრობ. უნდა ნახოთ, როგორ იმხობს სახლს თავზე ეს ორი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! (იცინის).

- ერთობლივ შვილებზე არ ფიქრობთ?

- თავიდან ვფიქრობდი, ჯობდა, მარიამს ჯერ ესწავლა, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა ბათუმში. ახლა თბილისში გადმოაქვს საბუთები, აქ გააგრძელებს სწავლას, მაგრამ, როგორც ჩანს, დედობრივმა ინსტინქტებმა გაიღვიძა მასში და... ვატყობ, რომ უნდა შვილი, მეც მინდა, ოღონდ გოგო მინდა.

- ნიკა, "კომედი შოუში" აღარ ხარ, მაგრამ "რუსთავი 2"-ში რჩები... ვიცი, რომ ბერასგანაც გქონდა საქმიანი წინადადება

- კი, იყო კარგი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფაქო და ამიკო წავიდოდნენ ჩვენგან. გეტყვი კონკრეტულ სახელსა და გვარს, ვის გამოც მაშინ "რუსთავი 2"-ში დავრჩი. ეს იყო ამ ტელევიზიის გენერალური დირექტორი გოგი გეგეშიძე. მე რომ პრობლემები მქონდა, ეს ადამიანი მეგობარივით დამიდგა გვერდში. დამიბარა, მითხრა, გავიგე, პრობლემები გქონია და მინდა დაგეხმაროო. მაშინ ჯერ ბერა და მისი ტელევიზია ჩანაფიქრშიც არ იყო. როცა ასეთ დროს ადამიანი გვერდით დაგიდგება, მერე ვერ უღალატებ. თან, მგონია, რომ "რუსთავი 2"-ში დავიბადე. 2000 წელს მივედი ამ ტელევიზიაში, კომფორტულად ვიყავი იქ. ბერა ბევრად კარგ პირობებს მთავაზობდა, მადლობაც გადავუხადე ამისთვის, მაგრამ უარი ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც გაშვებული ვიყავი სამსახურიდან, "კომედი შოუში" აღარ ვიყავი, მაგრამ გოგი გეგეშიძე ხელფასს მაინც მიხდიდა. მერე ჩემი არამეგობარი დირექტორი დაელაპარაკა ჩემს 10 წლის მეგობრებს და აუხსნა, რომ ნიკა "კომედი შოუსთვის" საჭირო იყო. მეგობრებიც დაეთანხმნენ და დამაბრუნეს. მერე ისევ გამიშვეს, შემცირებაში მოვყევი.

- დღეს რას აკეთებ?

- "კომედი შოუდან" რომ გამიშვეს, "კომედი არხის" დირექტორმა ალეკო მალხაზიშვილმა შემომთავაზა, ჩვენთან იმუშავეო, არადა, "კომედი ჯგუფის" დირექტორმა, იმავე ალეკო მალხაზიშვილმა ერთი კვირის წინ სამსახურიდან გამიშვა. უარი ვთქვი. ჭრელო პეპელა ხომ არ ვარ, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო.

- რას აპირებ?

- ახალ იუმორისტულ პროექტზე ვმუშაობთ გიორგი ხაბურზანიასთან ერთად. ჯერ დეტალებს ვერ გაგიმხელთ, ამის დროც დადგება.

- სიმართლე გითხრა, გული მწ­ყდება, რომ "კომედი შოუში" აღარ ხარ...

- მეც მწყდება გული. მიმაჩნია, რომ მაგ გადაცემაში უნდა ვიყო. არანაირი მიზეზი არ არსებობს იმის, რომ არ ვარ, პირველად უდისციპლინობის გამო გამომიშვეს. შეიძლება, ვიღაცაზე მეტჯერ დამიგვიანია სამსახურში, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რომელიმეზე ნაკლები საქმე გამიკეთებია ამ გადაცემისთვის. თანაც, რაც დამიგვიანია, 5-ჯერ დიდი ჯარიმით ამინაზღაურებია, ვიდრე სხვა ანაზღაურებდა.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება