ბენ აფლეკი შვილების პოპულარობას ვერ აიტანს

ბენ აფლეკი შვილების პოპულარობას ვერ აიტანს

მსახიობი ბენ აფლეკი აცხადებს, რომ შვილების პოპულარობას ვერ აიტანს. მსახიობი ამბობს, რომ იმ სტრესსა და იმედგაცრუებას, რომელიც ჰოლივუდის ყველა მსახიობს გარანტირებული აქვს, მის შვილებს არ უსურვებს.

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათში მსახიობობის სურვილი ჩავახშო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილები ნიჭიერები და წარმატებული ადამიანები იქნებიან, მაგრამ ამისთვის ჟურნალ-გაზეთების მათი ფოტოსურათებით აჭრელება არაა საჭირო", - განაცხადა მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ვარსკვლავს და მის მეუღლეს, მსახიობ ჯენიფერ გარნერს 3 შვილი: 7 წლის ვიოლეტი, 4 წლის სერაფინა და 11 თვის სამუელი ჰყავთ.

მომზადებულია eonline.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება