სად დადიან ერთად ელენე სხირტლაძე და ოლგა კურილენკო

სად დადიან ერთად ელენე სხირტლაძე და ოლგა კურილენკო

ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობის შესახებ ადრეც ვწერდით. ელენა სატინი სინამდვილეში ელენე სხირტლაძეა და საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. ამ დღეებში ინტერნეტში ელენეს ახალი, შიშველი ფოტოები გამოქვეყნდა ფილმიდან. ფოტოებს ინტერნეტმომხმარებლების კომენტარებიც ახლდა. ამბობდნენ, რა მაგარია და როგორ დაგლიჯა შიშველი ელენეს კადრებმაო.

როგორც აღმოჩნდა, ეს კადრები არის ცნობილი სერიალიდან "ჯადოსნური ქალაქი" (Magic city), რომელშიც ელენე მონაწილეობს. ფილმში მთავარ როლებს ოლგა კურილენკო და ჯეფრი მორგანი ასრულებენ. მოქმედებები 1960-იანი წლების მაიამიში ვითარდება. ელენეს გმირი მეძავია, სახელად ჯუდი სილვერი, რომელიც დიდ ამბებს ატრიალებს. ფილმისთვის ელენეს თმა ქერად შეუღებეს და ნამდვილ "ნაშას" დაამსგავსეს, ახლა კი ასეთი "ტკბილი" კადრებიც გამოჩნდა.

ელენეს ადრეც ჰქონდა რამდენჯერმე გულახდილი სცენები, ფოტოსესიების დროსაც რამდენჯერმე წელს ზევით შიშველს გადაუღია სურათები. ჰოლივუდში კარიერა ამის გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია და ეს ელენესაც გათავისებული აქვს, მით უმეტეს, რომ მშვენიერი გარეგნობა აქვს და რატომ უნდა დამალოს?..

ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ელენე 1987 წელს თბილისშია დაბადებუ­ლი. მოგვიანებით სოჭში გადავიდა საცხოვრებლად. პროფესიული კარიერა 6 წლისამ დაიწყო, მაშინ ცნობილი გადაცემა "უტრენნაია ზვეზდა" რომ იყო, იქ. 9 წლისა უკვე საერთაშორისო კინოფესტივალ "კინოტავრის" ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო.

1998 წელს ნიუ-იორკში გაემგზავრა, ხელოვნების პროფესიონალურ საშემსრულებლო სკოლაში ჩააბარა გამოცდები და სწავლა დაიწყო. მერე რუსეთში გააგრძელა სწავლა, მოგვიანებით კი ლონდონის სამეფო დრამატული აკადემიის საერთაშორისო სტიპენდია მიიღო.

ელენე ამბობს, რომ შემოქმედებითი ნიჭი დედისგან გამოჰყვა, რომელიც ოპერის მომღერალი, ყოფილი მსახიობი და მოდელია. "მამას კი სცენასთან არაფერი აკავშირებს, საფეიქრო ბიზნესი აქვს, თუმცა სულ მხარში მიდგას. ჩემთვის და ჩემი ძმისთვის არასდროს დაუშლიათ პროფესიის არჩევა", - ამბობს ელენე ინტერვიუებში.

მას შემდეგ, რაც ამერიკაში ცხოვრობს, უკვე ბევრ ფილმში მოასწრო მონაწილეობა. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავი იყო სერიალი "სმოლვილის საიდუმლოებები" - ელენე ეკრანზე უმთავრესად საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ჩნდებოდა და შესანიშნავი სხეულის დემონსტრირებას ახდენდა, რასაც სპორტისა და ცეკვის სიყვარულსაც უნდა უმადლოდეს. "ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მოძრაობის გარეშე. ვგიჟდები ჩოგბურთზე, გორგოლაჭებზე, ცეკვა კი ჩემი მთავარი ვნებაა. "ჯადოსნური ქალაქის" გადაღებების შემდეგ მე და ოლგა კურილენკო ხშირად დავდივართ საცეკვაოდ".

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: ელენე სხირტლაძე - ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი და ბონდის გოგონა სერიალში "ჯადოსნური ქალაქი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება