სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მარიამ საჯაია - ევროსაბჭოს კომიტეტების წარმომადგენლები ამნისტიის კანონის გამო შეშფოთებულნი არიან
მარიამ საჯაია - ევროსაბჭოს კომიტეტების წარმომადგენლები ამნისტიის კანონის გამო შეშფოთებულნი არიან

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რმა, პარ­ლა­მენ­ტარ­მა მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ამ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სტრას­ბურ­გში იმ­ყო­ფე­ბა, "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის მი­მართ ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის იუ­რი­დი­უ­ლი და მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­აც­ნო.

"სტრას­ბურ­გში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს ევ­რო­საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შეხ­ვედ­რა ატა­რებს გაც­ნო­ბით ხა­სი­ათს, ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის იუ­რი­დი­უ­ლი და მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შეშ­ფო­თე­ბა ვერ და­ფა­რეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ ე.წ პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის მი­მართ.

მათი თქმით, პარ­ლა­მენ­ტმა ცალ­კე­ულ პი­რებს შე­საძ­ლოა მი­ა­ნი­ჭოს პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი, მაგ­რამ დუშ­ვე­ბე­ლია პარ­ლა­მენ­ტმა გა­და­ხე­დოს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ეს პი­რე­ბი.

გაკ­ვირ­ვე­ბის და შეშ­ფო­თე­ბის საგ­ნად იქცა ასე­ვე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ სა­სა­მარ­თლო არის ოპო­ზი­ცი­ა­ში. წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ხაზი გა­უს­ვეს, რომ ასე­თი გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არის სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთავ­რო­ბა­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის მცდე­ლო­ბა." - და­წე­რა მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ამ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი 2012 წლის 28 დე­კემ­ბერს მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მარიამ საჯაია - ევროსაბჭოს კომიტეტების წარმომადგენლები ამნისტიის კანონის გამო შეშფოთებულნი არიან

მარიამ საჯაია - ევროსაბჭოს კომიტეტების წარმომადგენლები ამნისტიის კანონის გამო შეშფოთებულნი არიან

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პარლამენტარმა მარიამ საჯაიამ, რომელიც ამჟამად სტრასბურგში იმყოფება, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საზოგადოებას ამნისტიის კანონის მიმართ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელთა დამოკიდებულება გააცნო.

"სტრასბურგში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ატარებს გაცნობით ხასიათს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებმა შეშფოთება ვერ დაფარეს საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ პოლიტიკური ამნისტიის კანონის მიმართ.

მათი თქმით, პარლამენტმა ცალკეულ პირებს შესაძლოა მიანიჭოს პოლიტპატიმრის სტატუსი, მაგრამ დუშვებელია პარლამენტმა გადახედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავისი გადაწყვეტილებით გაათავისუფლოს ეს პირები.

გაკვირვების და შეშფოთების საგნად იქცა ასევე იუსტიციის მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ სასამართლო არის ოპოზიციაში. წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ასეთი განზოგადებული განცხადებები არის სასამართლო ხელისუფლების მთავრობაზე დაქვემდებარების მცდელობა." - დაწერა მარიამ საჯაიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი 2012 წლის 28 დეკემბერს მიიღო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს