მიხეილ სააკაშვილი - "მე ვარ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის მომხრე, მხოლოდ აფხაზეთის დეოკუპაციის პარალელურად"

 მიხეილ სააკაშვილი - "მე ვარ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის მომხრე, მხოლოდ აფხაზეთის დეოკუპაციის პარალელურად"

მე ვარ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის მომხრე, მხოლოდ ერთი პირობით - აფხაზეთის დეოკუპაციის პარალელურად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებსა და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, სხვა შემთხვევაში რკინიგზის გახსნა აფხაზეთის ოკუპაციას დააკანონებს. "სად დგება ქართველი მესაზღვრე? სანამ ამ კითხვაზე არ გაიცემა პასუხი, ეს რკინიგზა იქნება რუსეთისთვის პლაცდარმი კავკასიის დაპყრობის, სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის მოპოვებისა და ირანზე გასვლისთვის. რატომ ვართ ჩვენ პაიკი ჩვენთვის ძალიან მძიმე და რუსეთისთვის ძალიან გასაგებ, იაფფასიან თამაშში?! რატომ აქცევენ საქართველოს პაიკად, როცა ის ხდება დიდი სტრატეგიული მოთამაშე ახალი რკინიგზით, რომელიც საქართველოს აკავშირებს თურქეთთან, ევროპასთან?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველოს მთავრობამ "ამაზე უნდა იფიქროს". "ეს პროექტი უკვე პრაქტიკულად მზადაა, მაგრამ როგორც, თავის დროზე, ვიღაცებმა სამტრედიაში გადაკეტეს რკინიგზა, ისე ახლა გამოუშვეს ჩვენი დროის ახალი გადამკეტავები ახალქალაქისთვის. აი, ესა რუსული თამაში. ეს არაა შეთქმულების თეორია. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ამაზე უნდა იფიქროს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?