ჰოლივუდის ვარსკვლავები ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრით თაყვანისმცემლებს არც ისე ხშირად ანებივრებენ. თუმცა ამჯერად თავად ანჯელინა ჯოლიმ მისცა ინტერვიუ ჟურნალ Us Magazine-ს, რომელშიც ბავშვების აღზრდაზე საკუარი შეხედულებები გაამხილა.
"ამდენი შვილის ყოლა ყველაზე კარგი იმიტომ არის, რომ ისინი გამუდმებით გახსენებენ - შენ ხარ ადამიანი, ვინც მათ ჰბანს და ტუალეტში დაჰყავს, - ღიმილით ამბობს ჯოლი, - ამის გაცნობიერების შემდეგ მაშინვე ციდან მიწაზე ეშვები".
მსახიობის თქმით, გიჟური გრაფიკის, სუპერვარსკვლავის სტატუსისა და პაპარაცების მუდმივი დევნის მიუხედავად, ის და ბრედ პიტი ცდილობენ, მათ შვილებს ნორმალური ცხოვრება ჰქონდეთ, ისეთი, როგორიც მათ თანატოლებს აქვთ.
"ჩვენ ყველანი მეგობრები ვართ. ერთად ვთამაშობთ და ვმხიარულობთ", - ამბობს ჯოლი.
როგორც ანჯელინამ აღნიშნა, ბრედთან ერთად ხშირად იხსენებს 2005 წელს, "მისტერ და მისის სმიტების" გადასაღებ მოედანს, სადაც ერთმანეთი გაიცნეს. მათ მიაჩნიათ, რომ ცხოვრებამ ისინი შემთხვევით არ შეახვედრა.
"მათ რიცხვს არ განვეკუთვნები, ვისაც ბედის სჯერა, მაგრამ როდესაც რაღაც ხდება, ვგრძნობ, რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია. ასეა ბავშვების შემთხვევაშიც. ისინი უნიკალურები არიან, სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ თითოეული მათგანი თითქოს სწორედ მე მელოდებოდა. მე ვხედავავ ამას, როდესაც ჩემს შვილებს ვუყურებ. ვფიქრობ, ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო. ადრე ძნელად წარმომედგინა, რომ ეს ყველაფერი ასე მშვენიერი იქნებოდა".
ამჟამად წყვილს ექვსი შვილი ჰყავს. ანჯელინა ამბობს, რომ ეს ჯერჯერობით საკმარისია. თუმცა დასავლურ პრესაში ბოლო დროს წერენ, რომ მსახიობი მეშვიდე შვილს ელოდება. ჟურნალ Star-ის თებერვლის ნომრის გარეკანზე ჯოლის ფოტოც დაბეჭდეს წარწერით, "მე ისევ ფეხმძიმედ ვარ!". გამოცემის ინფორმაციით, მსახიობი ოთხი თვის ფეხმძიმეა და ის ბიჭს ელოდება. თუმცა ეს ერთადერთი გარეკანი არ არის, რომელიც ამ თემას ეძღვნება. ჯერჯერობით უცნობია, ნამდვილად ფეხმძიმედ არის თუ არა კინოვარსკვლავი. მის პრეს-მდივანს ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
მომზადებულია Us Magazine-ის მიხედვით.
ასევე იხილეთ:
- ანჯელინა ჯოლიმ სირიელ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, საუბრისას იტირა
-ანჯელინა ჯოლი "ბოროტი დედოფლის" როლში - პირველი ფოტო ფილმიდან