ბრაზილიაში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 90 ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ხანძარი ბრაზილიის სამხრეთში, ქალაქ სანტა-მარიას ერთ-ერთ ღამის კლუბში გაჩნდა. პირველადი ვერსიით, ხანძრის მიზეზი პიროტექნიკა გახდა.
ღამის კლუბში დაახლოებით 2000 ადამიანი იმყოფებოდა. არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.