ზაზა გაბუნიამ, სავარაუდოდ, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა, პარტიიდან გაბუნიას წასვლას ამ ეტაპზე ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს. თუმცა, მისი თქმით, ზაზა გაბუნიას გარკვეული გეგმები აქვს და ყველაფერი მომავალ კვირას გაირკვევა.
გიორგი თარგამაძე დეტალების დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს. თავად ზაზა გაბუნიასთან დაკავშირება კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება.