ნი­ნო ქა­და­გი­ძე: "ყო­ველ­თვის მინ­დო­და, პე­პის დავ­მსგავ­სე­ბო­დი"

ნი­ნო ქა­და­გი­ძე: "ყო­ველ­თვის მინ­დო­და, პე­პის დავ­მსგავ­სე­ბო­დი"

ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო ქა­და­გი­ძე მე­უღ­ლემ, ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პულ­მა პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ, სწო­რედ ინ­ტე­ლექ­ტი­თა და გა­ნათ­ლე­ბით მო­ხიბ­ლა. ნი­ნო ქა­და­გი­ძე დღე­საც გა­ო­ცე­ბით ლა­პა­რა­კობს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას წიგ­ნი­სად­მი სიყ­ვა­რულ­ზე... "რაც უნ­ადა დაღ­ლი­ლი მო­სუ­ლი­ყო შინ, სა­კითხ­ა­ვად მა­ინც პო­უ­ლობ­და ენერ­გი­ას", - იხ­სე­ნებს ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო და ნატ­რობს, მათ შვი­ლებ­საც ასე­ვე უყ­ვარ­დეთ წიგ­ნი.

- კითხ­ვა მშობ­ლებ­მა შე­მაყ­ვა­რეს. კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი არ მო­უ­ცი­ათ - ეს უნ­და წა­ი­კითხ­ო­ო, უამ­რა­ვი წიგ­ნი მოჰ­ქონ­დათ შინ და მეც მათ­ში ვი­ქე­ქე­ბო­დი. ბა­ბუ­ა­ჩე­მი, დე­დის მა­მა, ბიბ­ლი­ო­ფი­ლი იყო და "ვეფ­ხის­ტყა­ოს­ნის" გა­მო­ცე­მა­თა კო­ლექ­ცია ჰქონ­და. შინ უწიგ­ნოდ არ შე­მო­ვი­დო­და. პლე­ხა­ნოვ­ზე ვცხოვ­რობ­დით და სა­სე­ირ­ნოდ რომ წა­მიყ­ვან­და, აუ­ცი­ლებ­ლად შე­მიყ­ვან­და წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში და რა­მეს მი­ყი­დ­და.

საკ­მა­ოდ ად­რე და­ვიწყე კითხ­ვა. 5 წლი­სამ "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი" წა­ვი­კითხ­ე. დღე­საც მახ­სოვს ის გან­ცდა... ისე ცხა­დად წარ­მო­ვიდ­გი­ნე სა­საფ­ლა­ო­ზე მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი, რომ შე­მე­შინ­და და ოთა­ხი­დან თავ­პი­რის­მტვრე­ვით გა­მო­ვი­ქე­ცი. მახ­სოვს, "შვლის ნუკ­რის ნა­ამ­ბობს" რომ ვკითხ­უ­ლობ­დი, ვი­წე­ქი და ვტი­რო­დი... ჩემ­მა თა­ო­ბამ ძა­ლი­ან ად­რე ის­წავ­ლა წე­რა-­კითხ­ვა და ბევ­რსაც ვკითხ­უ­ლობ­დით, რად­გან მე­ტი გა­სარ­თო­ბი არ გვქონ­და. დღეს ბავ­შვე­ბი უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ ინ­ტერ­ნე­ტი­დან, ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან. თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნი თან­და­თან ვი­თარ­დე­ბა და გან­საზღ­ვრულ ასაკ­ში მა­ინც იწყ­ებს სე­რი­ო­ზუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვას, რად­გან გვერდს ვერ აუვ­ლის იმას, რაც რე­ა­ლუ­რად წა­სა­კითხ­ი­ა.

- ზღაპ­რე­ბი არ გიყ­ვარ­დათ?

- ვგიჟ­დე­ბო­დი "პე­პი გრძე­ლ­წინ­და­ზე", გა­უ­თა­ვებ­ლად ვკითხ­უ­ლობ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, პე­პის სამ­შობ­ლო­ში, შვე­დეთ­ში, არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ხში­რად მი­მოგ­ზა­უ­რია მის სამ­ყა­რო­ში. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, პე­პის დავ­მსგავ­სე­ბო­დი. ეს არის სუ­პე­რა­და­მი­ა­ნი, სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის პატ­რო­ნი, ხა­ლი­სი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლის­თვი­საც არ არ­სე­ბობს გა­და­უ­ლა­ხა­ვი დაბ­რკო­ლე­ბა და, ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი და გულ­ჩვი­ლი­ა.

მო­წა­ფე­ო­ბი­სას რუ­სულ­მა კლა­სი­კამ გა­მი­ტა­ცა. უფრო რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, ვკითხ­უ­ლობ­დი მარ­კესს, ბულ­გა­კოვს, ჰე­სეს...

- უცხ­ო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას რა ენა­ზე კითხ­უ­ლობთ?

- მი­ჭირს ინ­გლი­სურ ენა­ზე კითხ­ვა, ამი­ტომ მირ­ჩევ­ნი­ა, ქარ­თუ­ლად და რუ­სუ­ლად ვი­კითხ­ო. ქარ­თულ ენა­ზე ძა­ლი­ან ცო­ტაა კარ­გი თარ­გმა­ნი, ამი­ტომ უცხ­ო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვას რუ­სულ ენა­ზე ვამ­ჯო­ბი­ნებ. თუმ­ცა გვაქვს კარ­გი თარ­გმა­ნე­ბიც, მა­გა­ლი­თად, მა­ჩაბ­ლის ნა­თარგმნ შექ­სპირს არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა. მი­სი წყა­ლო­ბით რუ­სუ­ლად შექ­სპი­რი არც კი გა­და­მიშ­ლი­ა.

- ნა­წარ­მო­ე­ბის გმი­რებ­სა და სა­კუ­თარ თავს შო­რის სა­ერ­თო თუ გი­პო­ვი­ათ?

- ბო­ლოს ფე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი წა­ვი­კითხე და მის პერსო­ნა­ჟებ­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, კულ­ტუ­რა აქვთ, მა­ინც უამ­რა­ვი სა­ერ­თო ვი­პო­ვე. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი "ი­დე­ა­ლის­ტის დღი­ურ­სა" და "სიყ­ვა­რუ­ლი სა­მი წე­ლი გრძელ­დე­ბა­ში" და­ვი­ნა­ხე ჩე­მი თა­ვი.

- ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო რო­მელ ნა­წარ­მო­ებს გახ­სე­ნებთ?

- სა­ა­კაშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო მმარ­თვე­ლო­ბის დრო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჯორჯ ორუ­ე­ლის "ცხო­ველების ფერ­მას" ჰგავს. დღე­ვან­დელ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს გეტყ­ვით; ვნა­ხოთ, რას მო­უ­ტანს ქვე­ყა­ნას ახა­ლი მთავ­რო­ბა.

- თქვენ­მა გან­სვე­ნე­ბულ­მა მე­უღ­ლე­მაც, ალ­ბათ, უწი­ნა­რე­სად ინ­ტე­ლექ­ტით, გა­ნათ­ლე­ბით მოგ­ხიბ­ლათ...

- სწო­რედ ამით (ი­ღი­მის). ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზე ვმუ­შა­ობ­დი. სწო­რედ იქ, სა­მუ­შაო ვი­თა­რე­ბა­ში გა­ვი­ცა­ნი ზუ­რა და რო­დე­საც ალა­პა­რაკ­და, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ მო­აზ­როვ­ნე პი­როვ­ნე­ბა იყო. უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა გახ­ლდათ ზუ­რას­თან სა­უ­ბა­რი, მას­თან ერ­თად მსჯე­ლო­ბა...

- ვინ იყო მი­სი საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი?

- უც­ნა­უ­რი­ა, მაგ­რამ არ ვი­ცი... თუმ­ცა შინ ჯე­რალდ და­რე­ლის უამ­რა­ვი წიგ­ნი ჰქონ­და - უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ცხო­ველ­თა ქცე­ვას სწავ­ლობ­და.. ღა­მის 2-3 სა­ათ­ზე რომ მო­სუ­ლი­ყო შინ, წიგ­ნის­თვის მა­ინც პო­უ­ლობ­და ენერ­გი­ას. ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ზუ­რა ინ­გლი­სუ­რა­დაც თა­ვი­სუფ­ლად კითხ­უ­ლობ­და, 1-2 დღე ჰყოფ­ნი­და სქელ­ტა­ნი­ა­ნი წიგ­ნის წა­სა­კითხ­ა­ვად.

- თქვენ­თვის წიგ­ნი უჩუ­ქე­ბი­ა?

- ჩემ­თვის არა, მა­გრამ ბავ­შვებს რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩუქ­ნი­და. მახ­სოვს, ჩვენ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, ლი­ზამ, ახალ წელს თოვ­ლის ბა­ბუ­ას წე­რი­ლი მის­წე­რა, გა­მო­მიგ­ზავ­ნე, რაც შენ გა­გი­ხარ­დე­ბა, ოღონდ წიგ­ნი არაო (ი­ცი­ნის). ლი­ზამ სე­რი­ო­ზუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვა ცო­ტა გვი­ან, 15-16 წლი­სამ და­იწყ­ო, ბუ­სა­მაც - ამ ასაკ­ში, ოღონდ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით კითხ­უ­ლობს. მა­რიო პი­უ­ზოს "ნათ­ლი­ას" ყვე­ლა ტო­მი გა­და­ი­კითხა (ი­ცი­ნის). მთა­ვა­რი­ა, რომ კითხ­ვა ის­წავ­ლა, კითხ­ვის კულ­ტუ­რას ეზი­ა­რა. ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა­ზე მეტს ნა­ბო­ლა­რა ან­ჩო კითხ­უ­ლობს. ეს მი­სი სკო­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა, სა­დაც კითხ­ვის გაკ­ვე­თი­ლე­ბიც უტარ­დე­ბო­დათ. ჩე­მი შვი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ინ­გლი­სუ­რად კითხ­უ­ლო­ბენ.

- თქვენს გა­მორ­ჩე­ულ თა­რო­ზე რო­მელ წიგ­ნებს და­აწყ­ობთ?

- ვგიჟ­დე­ბი მა­ილს დე­ვი­სის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ზე, აგ­რეთ­ვე - ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა­ზე", პი­ლე­ვი­ნის "ჩა­პა­ე­ვის სი­ცა­რი­ე­ლე­ზე", რო­მე­ლიც რა­ღა­ცით ჰგავს ბულ­გა­კოვს.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბებს თუ ეც­ნო­ბით?

- თავ­და­პირ­ვე­ლად ძა­ლი­ან მო­ვი­ხიბ­ლე აკა მორ­ჩი­ლა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­ით, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მე­წო­ნა "გაფ­რე­ნა მა­და­თოვ­ზე", დი­დი იმე­დით შევ­ცქე­რო­დი, თუმ­ცა დღე­საც არ და­მი­კარ­გავს იმე­დი, რომ და­უბ­რუნ­დე­ბა თა­ვის სამ­ყა­როს და იქ ჩვენც დაგ­ვაბ­რუ­ნებს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს