მამუკა ღლონტი: "არ მომწონს, როცა ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს პატარა ბავშვივით სჯიან"

მამუკა ღლონტი: "არ მომწონს, როცა ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს პატარა ბავშვივით სჯიან"

ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადაყენების საკითხს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ეხმაურება.

"მე არ მომწონს, როცა ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს პატარა ბავშვივით სჯიან, მე არ მომწონს, რომ ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ეპუება სასჯელს",- დაწერა ღლონტმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობა 23 იანვარს შეუწყდა. მოგვიანებით ამ საკითხს დავოსში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა.

ივანიშვილის თქმით, ირაკლი ალასანიას "პატარა შეცდომა მოუვიდა, როდესაც თავის გუნდთან დაიწყო განხილვა, შეიძლებოდა თუ არა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტად".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს