რატომ არ შედგა გუბერნატორისა და სახალხო დარბაზის შეხვედრა?!

რატომ არ შედგა გუბერნატორისა და სახალხო დარბაზის შეხვედრა?!

გორის სახალხო დარბაზის წევრებმა შიდა ქართლის გუბერნატორის, ანდრო ბარნოვის მიწვევა არ მიიღეს და მასთან შესახვედრად არ მივიდნენ. ამის შესახებ წერილობითი განცხადება თავდაპირველად სახალხო დარბაზის გამგეობამ გაავრცელა, რაც ანდრო ბარნოვმაც დაადასტურა.

გუბერნატორი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დათქმულ დროზე მაინც მივიდა. მან დაადასტურა, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა, თუმცა უარის მიზეზი გაუგებარი დარჩა. "როგორ შეიძლება დამოუკიდებელი ორგანიზაცია გუბერნატორს არ შეხვდეს" - ამბობს ბარნოვი.

"ჯერ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან რაც ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა. ხოლო ანდრო ბარნოვი სწორედ ამ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელია" - აცხადებს გორის გამგეობის წევრი თამაზ მაყაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა