სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჰოლივუდში ქალები "უმცირესობაში" არიან
ჰოლივუდში ქალები "უმცირესობაში" არიან

2012 წლის ჰო­ლი­ვუ­დის 250 ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ფილ­მის რე­ჟი­სო­რე­ბის მხო­ლოდ 9% იყო ქალი, - აცხა­დებს "ქა­ლე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და ფილ­მებ­ში" შემ­სწავ­ლე­ლი ცენ­ტრი.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად მწი­რი რა­ო­დე­ნო­ბი­სა, ცენ­ტრის კვლე­ვის თა­ნახ­მად, 2011 წელ­თან შე­და­რე­ბით ეს რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც 4%-ით არის გაზ­რდი­ლი.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბით, ქა­ლე­ბი, სა­ერ­თო ჯამ­ში, რე­ჟი­სო­რე­ბის, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბის, სცე­ნა­რის­ტე­ბის, კი­ნო­ო­პე­რა­ტო­რე­ბი­სა და მე­მონ­ტა­ჟე­ე­ბის 18%-ს შე­ად­გენ­დნენ.

ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა კი დო­კუ­მენ­ტურ, ანი­მა­ცი­ურ და დრა­მა­ტუ­ლი ჟან­რის ფილმზე მუ­შა­ობ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2011 წელ­თან შე­და­რე­ბით, უმ­ნიშ­ვნე­ლო მა­ტე­ბა არის, "ოს­კა­რის" "სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში არც ერთი ქალი რე­ჟი­სო­რი არ მოხ­ვდა. თუმ­ცა, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო ფილ­მი" და­სა­ხელ­და ოს­კა­რო­სა­ნი რე­ჟი­სო­რის კეტ­რინ ბი­გე­ლო­უს Dark thirty ("მი­ზა­ნი ნო­მე­რი ერთი").

მსგავს თე­მა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც სან­დენ­სის ინ­სტი­ტუტს ეკუთ­ვნის, ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კი­ნოს სექ­ტორ­ში ავ­ლენს.

გა­სუ­ლი წელს კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მო­ექ­ცნენ, რად­გან სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა­ში წარ­დგე­ნი­ლი 22-ივე ფილ­მის რე­ჟი­სო­რი კაცი იყო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჰოლივუდში ქალები "უმცირესობაში" არიან

ჰოლივუდში ქალები "უმცირესობაში" არიან

2012 წლის ჰოლივუდის 250 ყველაზე შემოსავლიანი ფილმის რეჟისორების მხოლოდ 9% იყო ქალი, - აცხადებს "ქალები ტელევიზიასა და ფილმებში" შემსწავლელი ცენტრი.

თუმცა, მიუხედავად მწირი რაოდენობისა, ცენტრის კვლევის თანახმად, 2011 წელთან შედარებით ეს რაოდენობა მაინც 4%-ით არის გაზრდილი.

კვლევის შედეგებით, ქალები, საერთო ჯამში, რეჟისორების, აღმასრულებელი პროდიუსერების, სცენარისტების, კინოოპერატორებისა და მემონტაჟეების 18%-ს შეადგენდნენ.

ქალების უმრავლესობა კი დოკუმენტურ, ანიმაციურ და დრამატული ჟანრის ფილმზე მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელთან შედარებით, უმნიშვნელო მატება არის, "ოსკარის" "საუკეთესო რეჟისორის" ნომინაციაში არც ერთი ქალი რეჟისორი არ მოხვდა. თუმცა, ნომინაციაში "საუკეთესო ფილმი" დასახელდა ოსკაროსანი რეჟისორის კეტრინ ბიგელოუს Dark thirty ("მიზანი ნომერი ერთი").

მსგავს თემაზე ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც სანდენსის ინსტიტუტს ეკუთვნის, ქალების უმრავლესობა საკუთარ შესაძლებლობებს დამოუკიდებელი კინოს სექტორში ავლენს.

გასული წელს კანის ფესტივალის ორგანიზატორები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ, რადგან საკონკურსო პროგრამაში წარდგენილი 22-ივე ფილმის რეჟისორი კაცი იყო.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება