ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო 14 მსჯავდებული გათავისუფლდა. ეს გადაწყვეტილება სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგ სხდომაზე მიიღეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე, სულ, კომისიის გადაწყვეტილებით სასჯელის მოხდისგან 27 მსჯავდებული გათავისუფლდა, მათ შორის 22 მსჯავდებული გათავისუფლდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ხოლო ხუთი ხანდაზმული ასაკის გამო.
2007-2012 წლებში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო კომისიამ სულ 11 მსჯავდებული გაათავისუფლა.
საჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მუდმივმოქმედი კომისია თვეში მინიმუმ ერთხელ შეიკრიბება.