სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მერილ სტრიპი: "არ შეიკავოთ ემოციები!"
მერილ სტრიპი: "არ შეიკავოთ ემოციები!"

დე­კემ­ბრის ბო­ლოს ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და კო­მე­დია "გა­ზა­ფხუ­ლის იმე­დე­ბი", რო­მელ­შიც მე­რილ სტრიპ­მა მთა­ვა­რი როლი ითა­მა­შა. რამ­დე­ნი­მეგ­ზის ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი ფილმში ქორ­წი­ნე­ბის რე­ა­ნი­მი­რე­ბას აპი­რებს. თა­ვად მსა­ხი­ობს არა მხო­ლოდ კა­რი­ე­რა აქვს სა­ა­თი­ვით აწყო­ბი­ლი, არა­მედ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობს ქმარ­სა და სამ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად.

"ჩემი ქორ­წი­ნე­ბა უღ­რუბ­ლო არ ყო­ფი­ლა"

ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ცოლ­ქმრუ­ლი წყვი­ლი, მე­რილ სტრი­პი­სა და ტომი ლი ჯონ­სის შეს­რუ­ლე­ბით, ექიმ ფელდს მი­მარ­თავს. ჰოდა, მო­უ­წევთ იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბა, რომ უწინ­დე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ასა­ღორ­ძი­ნებ­ლად ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა (ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რიც კი) გა­მოდ­გე­ბა!

- დღეს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ძი­რი­თა­დად მო­ზარ­დე­ბი და­დი­ან. თქვე­ნი აზ­რით, მათ­თვის თუ იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო "სტა­ჟი­ა­ნი" ცოლ-ქმრის ცხოვ­რე­ბის სცე­ნე­ბი?

- მგო­ნია, რომ ფილ­მი ისეთ სა­კი­თხებს ეხე­ბა, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ერ თა­ო­ბას აღელ­ვებს. ახლა ისე­თი სიჩ­ქა­რე აქვს აღე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბას, რომ ერ­თმა­ნე­თის­კენ ლტოლ­ვა შე­იძ­ლე­ბა სამ წე­ლი­წად­შიც კი და­ი­კარ­გოს. ამი­ტო­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ახალ­გაზ­რდო­ბი­დან ის­წავ­ლონ ყვე­ლა პრობ­ლე­მის გულ­წრფე­ლად, მო­უ­რი­დებ­ლად გან­ხილ­ვა.

- ანუ თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ეს ამ­ბა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის ტო­ტა­ლურ კრი­ზისს ეხე­ბა?

- დიახ და, სხვა­თა შო­რის, ახალ­გაზ­რდებ­ში ის გა­ცი­ლე­ბით მძაფ­რად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი. მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი მი­ვეჩ­ვი­ეთ, რომ არა­ფე­რი ჩა­ვიკ­ლათ და და­ვიგ­რო­ვოთ გულ­ში, თა­მა­მად და სა­ხალ­ხოდ ვლა­პა­რა­კობთ ყვე­ლა­ფერ­ზე. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ერ­თსა და იმა­ვე სა­კი­თხებს აწყდე­ბა: რო­გორ გამ­დიდ­რდეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­გორ გახ­დეს ისი­ნი უფრო ცო­ცხა­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორი­ვე პარტნი­ო­რის­თვის. ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­გორ შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფას მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვმარ­თოთ სა­კუ­თა­რი ბედი, იმის ნაც­ვლად, რომ ასაკ­თან ერ­თად მიმ­ქრა­ლი ინ­სტინ­ქტე­ბის დი­ნე­ბას მივ­ყვეთ. მინ­და, ჩემი ნა­მუ­შევ­რით ასე­თი გზავ­ნი­ლი გა­დავ­ცე მა­ყუ­რე­ბელს: საკ­მა­რი­სია ზე­და­პი­რუ­ლად ურ­თი­ერ­თო­ბა! მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ჩარ­ჩო­ებ­ში უკვე გვე­ში­ნია სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის, ყვე­ლა­ზე ახ­ლობ­ლე­ბი­საც კი. გარ­შე­მო მყო­ფე­ბი­სად­მი ში­შის გამო ერ­თმა­ნეთ­თან სიღ­რმი­სე­ულ კავ­შირს ვკარ­გავთ. და ამის გამო სა­შინ­ლად ვი­ტან­ჯე­ბით - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გუ­ლის­ხმი­ე­რი სა­უ­ბა­რი გვაკ­ლია. ასე რომ, ნუ­რა­ფერს და­ი­ტო­ვებთ გულ­ში, გა­მო­უშ­ვით ემო­ცი­ე­ბი!

- თქვე­ნი გმი­რი­ვით მრა­ვა­ლი წე­ლია გა­თხო­ვი­ლი ხართ - სა­მუ­შა­ოს თუ შე­უშ­ლია ხელი თქვე­ნი ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის?

- რომც შე­ე­შა­ლა ხან­და­ხან, მერე რა? ჩემი ქორ­წი­ნე­ბა უღ­რუბ­ლო არ ყო­ფი­ლა! იცით, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გვერ­დი­დან სა­ო­ცა­რი ჩან­დეს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს სირ­თუ­ლე­ე­ბი. მთა­ვა­რია გქონ­დეს უნა­რი, გა­და­ლა­ხო კრი­ზი­სე­ბი, იმის ნაც­ვლად, რომ თავი აა­რი­დო მათ და ყვე­ლა­ფერ­ზე თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭო. სა­ერ­თო­დაც, შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­ი­მე ამომ­წუ­რა­ვი რჩე­ვის მი­ცე­მა, უნი­ვერ­სა­ლუ­რი რე­ცეპ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. არა­და, გარ­შე­მო ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა: "რო­გორ გა­მოგ­დით ეს?" რა უნდა ით­ქვას... არც ისე იო­ლად. მაგ­რამ არ ვე­ლო­დე­ბი, რომ ვინ­მე მოვა და ჩემ ნაც­ვლად გა­და­წყვეტს პრობ­ლე­მებს.

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბედ­ნი­ე­რი ვარ!"

- თქვენ არ გაგ­ჩე­ნი­ათ სურ­ვი­ლი, საო­ჯახო ფსი­ქო­ლო­გის­თვის მი­გე­მარ­თათ?

- მად­ლო­ბა ღმერ­თს, არა. თუმ­ცა, სა­ერ­თო ჯამ­ში, ვერც ამა­ში ვხე­დავ რა­ი­მე სა­მარ­ცხვი­ნოს. გა­და­ღე­ბებ­ზე რე­ჟი­სორ­მა დე­ვიდ ფრენ­კელ­მა ასე­თი სტა­ტის­ტი­კა მოგ­ვიყ­ვა­ნა: წყვი­ლე­ბის 90%, რომ­ლე­ბიც ჰგვა­ნან ფილმში ნაჩ­ვე­ნებ ოჯახს, ვერ ახერ­ხებს გან­ქორ­წი­ნე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბას. მაგ­რამ მი­ზე­ზი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არ არი­ან - ადა­მი­ა­ნე­ბი მათ მე­ტის­მე­ტად გვი­ან მი­მარ­თა­ვენ, ქორ­წი­ნე­ბის აღ­დგე­ნა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც ვე­ცა­დეთ, სი­უ­ჟე­ტი უკი­დუ­რე­სო­ბე­ბამ­დე მიგ­ვეყ­ვა­ნა, გვე­ამ­ბა ცოლ­სა და ქმარ­ზე, რომ­ლე­ბიც ყვე­ლაფ­რის­თვის მზად არი­ან, ოღონდ კი ოჯა­ხი გა­და­არ­ჩი­ნონ.

- ალ­ბათ სი­უ­ჟეტ­ში, რო­გორც ყვე­ლგან, ღა­ლა­ტია ჩა­რე­უ­ლი?

- ეს მე­ტის­მე­ტად მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და! თუმ­ცა ნაჩ­ვე­ნებ მოვ­ლე­ნე­ბამ­დე ხუთი წლით ადრე წყვილ­მა მარ­თლაც და­ი­წყო ცალ­კე და­წო­ლა - მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მა­მა­კაცს მე­ტის­მე­ტად სტკი­ო­და ზურ­გი.

- შე­გიძ­ლი­ათ თქვათ, რა ის­წავ­ლეთ "გა­ზა­ფხუ­ლის იმე­დე­ბის" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე?

- იცით, ფილ­მის და­სას­რულს ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად პა­ტი­ე­ბა ვთხო­ვე ჩემს "ქმარს" ტომი ლი ჯონსს იმი­სათ­ვის, რომ არა­საკ­მა­რი­სად კარ­გად ვი­თა­მა­შე ერთ-ერთ სცე­ნა­ში. მან კი მი­პა­სუ­ხა: "სა­მა­გი­ე­როდ, მე და შენ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სია გვაქვს, ასე არ არის?" და უნე­ბუ­რად გა­ვი­ღი­მე - ამ სი­ტყვე­ბით და­მაბ­რუ­ნა იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის. მად­ლო­ბა მას!

- რა იყო თქვე­ნი სურ­ვი­ლი ახალ წელს?

- რა გი­თხრათ... მე ისე­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბედ­ნი­ე­რი ვარ. მხო­ლოდ იმის იმე­დი მაქვს, რომ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა!

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მერილ სტრიპი: "არ შეიკავოთ ემოციები!"

მერილ სტრიპი: "არ შეიკავოთ ემოციები!"

დეკემბრის ბოლოს ეკრანებზე გამოვიდა კომედია "გაზაფხულის იმედები", რომელშიც მერილ სტრიპმა მთავარი როლი ითამაშა. რამდენიმეგზის ოსკაროსანი მსახიობი ფილმში ქორწინების რეანიმირებას აპირებს. თავად მსახიობს არა მხოლოდ კარიერა აქვს საათივით აწყობილი, არამედ პირადი ცხოვრებაც. ის წლების განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობს ქმარსა და სამ ქალიშვილთან ერთად.

"ჩემი ქორწინება უღრუბლო არ ყოფილა"

ურთიერთობების გადასარჩენად ცოლქმრული წყვილი, მერილ სტრიპისა და ტომი ლი ჯონსის შესრულებით, ექიმ ფელდს მიმართავს. ჰოდა, მოუწევთ იმაში დარწმუნება, რომ უწინდელი სიყვარულის ასაღორძინებლად ყველა საშუალება (ყველაზე უცნაურიც კი) გამოდგება!

- დღეს კინოთეატრებში ძირითადად მოზარდები დადიან. თქვენი აზრით, მათთვის თუ იქნება საინტერესო "სტაჟიანი" ცოლ-ქმრის ცხოვრების სცენები?

- მგონია, რომ ფილმი ისეთ საკითხებს ეხება, რომლებიც ნებისმიერ თაობას აღელვებს. ახლა ისეთი სიჩქარე აქვს აღებული ცხოვრებას, რომ ერთმანეთისკენ ლტოლვა შეიძლება სამ წელიწადშიც კი დაიკარგოს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ახალგაზრდობიდან ისწავლონ ყველა პრობლემის გულწრფელად, მოურიდებლად განხილვა.

- ანუ თქვენი შეხედულებით, ეს ამბავი ურთიერთობის ტოტალურ კრი­ზისს ეხება?

- დიახ და, სხვათა შორის, ახალგაზრდებში ის გაცილებით მძაფრად არის გამოხატული. მე და ჩემი მეგობრები მივეჩვიეთ, რომ არაფერი ჩავიკლათ და დავიგროვოთ გულში, თამამად და სახალხოდ ვლაპარაკობთ ყველაფერზე. თითოეული ჩვენგანი ერთსა და იმავე საკითხებს აწყდება: როგორ გამდიდრდეს ურთიერთობები, როგორ გახდეს ისინი უფრო ცოცხალი და მნიშვნელოვანი ორივე პარტნიორისთვის. ბოლოს და ბოლოს, როგორ შევუნარჩუნოთ ყოველდღიურ ყოფას მნიშვნელობა, ვმართოთ საკუთარი ბედი, იმის ნაცვლად, რომ ასაკთან ერთად მიმქრალი ინსტინქტების დინებას მივყვეთ. მინდა, ჩემი ნამუშევრით ასეთი გზავნილი გადავცე მაყურებელს: საკმარისია ზედაპირულად ურთიერთობა! მეჩვენება, რომ დასავლური ცივილიზაციის ჩარჩოებში უკვე გვეშინია სხვა ადამიანების, ყველაზე ახლობლებისაც კი. გარშემო მყოფებისადმი შიშის გამო ერთმანეთთან სიღრმისეულ კავშირს ვკარგავთ. და ამის გამო საშინლად ვიტანჯებით - ჩვეულებრივი გულისხმიერი საუბარი გვაკლია. ასე რომ, ნურაფერს დაიტოვებთ გულში, გამოუშვით ემოციები!

- თქვენი გმირივით მრავალი წელია გათხოვილი ხართ - სამუშაოს თუ შეუშლია ხელი თქვენი ოჯახური ბედნიერებისთვის?

- რომც შეეშალა ხანდახან, მერე რა? ჩემი ქორწინება უღრუბლო არ ყოფილა! იცით, ურთიერთობები შეიძლება გვერდიდან საოცარი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის არსებობს სირთულეები. მთავარია გქონდეს უნარი, გადალახო კრიზისები, იმის ნაცვლად, რომ თავი აარიდო მათ და ყველაფერზე თვალები დახუჭო. საერთოდაც, შეუძლებელია რაიმე ამომწურავი რჩევის მიცემა, უნივერსალური რეცეპტები არ არსებობს. არადა, გარშემო ყველა მეკითხება: "როგორ გამოგდით ეს?" რა უნდა ითქვას... არც ისე იოლად. მაგრამ არ ველოდები, რომ ვინმე მოვა და ჩემ ნაცვლად გადაწყვეტს პრობლემებს.

"აბსოლუტურად ბედნიერი ვარ!"

- თქვენ არ გაგჩენიათ სურვილი, საო­ჯახო ფსიქოლოგისთვის მიგემართათ?

- მადლობა ღმერთს, არა. თუმცა, საერთო ჯამში, ვერც ამაში ვხედავ რაიმე სამარცხვინოს. გადაღებებზე რეჟისორმა დევიდ ფრენკელმა ასეთი სტატისტიკა მოგვიყვანა: წყვილების 90%, რომლებიც ჰგვანან ფილმში ნაჩვენებ ოჯახს, ვერ ახერხებს განქორწინებისთვის თავის არიდებას. მაგრამ მიზეზი სპეციალისტები არ არიან - ადამიანები მათ მეტისმეტად გვიან მიმართავენ, ქორწინების აღდგენა უკვე შეუძლებელია. ამიტომაც ვეცადეთ, სიუჟეტი უკიდურესობებამდე მიგვეყვანა, გვეამბა ცოლსა და ქმარზე, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, ოღონდ კი ოჯახი გადაარჩინონ.

- ალბათ სიუჟეტში, როგორც ყვე­ლგან, ღალატია ჩარეული?

- ეს მეტისმეტად მარტივი იქნებოდა! თუმცა ნაჩვენებ მოვლენებამდე ხუთი წლით ადრე წყვილმა მართლაც დაიწყო ცალკე დაწოლა - მაგრამ ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ მამაკაცს მეტისმეტად სტკიოდა ზურგი.

- შეგიძლიათ თქვათ, რა ისწავლეთ "გაზაფხულის იმედების" გადასაღებ მოედანზე?

- იცით, ფილმის დასასრულს ყველასთვის მოულოდნელად პატიება ვთხოვე ჩემს "ქმარს" ტომი ლი ჯონსს იმისათვის, რომ არასაკმარისად კარგად ვითამაშე ერთ-ერთ სცენაში. მან კი მიპასუხა: "სამაგიეროდ, მე და შენ მსოფლიოში საუკეთესო პროფესია გვაქვს, ასე არ არის?" და უნებურად გავიღიმე - ამ სიტყვებით დამაბრუნა იმ მდგომარეობაში, რომელიც აუცილებელია შემოქმედებისთვის. მადლობა მას!

- რა იყო თქვენი სურვილი ახალ წელს?

- რა გითხრათ... მე ისედაც აბსოლუტურად ბედნიერი ვარ. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდება!

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება