სირიაში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ CNN იუწყება. სირიის ადამიანთა უფლებების დამცველი ობსერვატორიის განცხადებით, აფეთქება ქალაქ ჰამას აღმოსავლეთით, ხალიჩების ძველ ფაბრიკაში მოხდა, სადაც მთავრობის მხარდამჭერი საბრძოლო დაჯგუფება იყო განლაგებული.

როგორც ობსერვატორია იუწყება, იმავე დღეს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა დამასკოს გარეუბანში, სადაც დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. თუმცა, ჯერჯერობით დაუდგენელია შემთხვევის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი.

უფლებადამცველების განცხადებით, 21 იანვრის ღამეს სირიის მასშტაბით მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 110 ადამიანი ემსხვერპლა.

გაერო-ს მონაცემებით, სირიაში ორი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად უკვე 60 ათასი ადამიანია დაღუპული.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა