ოლეგ იაძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ინციდენტი მოხდა

ოლეგ იაძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ინციდენტი მოხდა

კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მუნიციპალიტეტის გამგებლის ოლეგ იაძის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა იკამათეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოშიმშილე მანდილოსნებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნინო დალაქიშვილი ხვდებოდა. როგორც ცნობილია, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის ოლეგ იაძის გადადგომის მოთხოვნით გამგეობის შენობაში 6 მანდილოსანი შიმშილობდა, მაგრამ რამდენიმე მოშიმშილეს ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს შენობა. სახალხო დამცველი ამ ფაქტის შესასწავლად კასპში ჩავიდა.

"ქართული ოცნების" წევრი რუსუდან ზაქარაშვილი ამბობს, რომ მოშიმშილეები სინამდვილეში არ შიმშილობენ. მან მაჟორიტარის ბიუროში შეკრებილ აქციის წევრებს სამედიცინო დასკვნის წარდგენა მოსთხოვა. საუბარი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა