სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ტიციანის "წითელი ქალიშვილი" და "ძველი საქართველოს ცოცხალი ფრესკა"
ტიციანის "წითელი ქალიშვილი" და "ძველი საქართველოს ცოცხალი ფრესკა"

"ნუ მოხ­ვალ, ნუ, იყავ შო­რე­უ­ლი, მი­უ­კა­რე­ბე­ლი. თო­რემ ვნე­ბით მგზნე­ბა­რე გული დაგწ­ვავს, დაგ­თუთ­ქავს..." "გა­ფი­ცებ მოს­ვლას! მე შენ არ გიც­ნობ­დი, ისე მიყ­ვარ­დი, შენ იყავ ჩრდი­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბი­სა, მე შენ გე­ძებ­დი, შენ­და­მი იყო ჩემი ლოც­ვა, ჩემი ვედ­რე­ბა. შენ არ გიც­ნობ­დი, ისე მიყ­ვარ­დი, რად­გან მა­შინ სულ­მა არ იცო­და ტან­ჯვა. განა თვით არ გა­უ­თხა­რე ლტოლ­ვათ საფ­ლა­ვი, რომ სა­მა­რი­დან კვლავ აღ­მედ­გი­ნა? მე შენ­ში მიყ­ვარ­და ჩე­მი­ვე სევ­და. ჩვენ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს ყოფ­ნის გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე და უნდა გავ­შო­რე­ბო­დით... მე ბევ­რი დავ­კარ­გე და­კარ­გუ­ლის, შო­რე­უ­ლის ნახ­ვით. ნუ ის­მენ, ნუ, ჩემ ძა­ხილს! ეს ჯო­ჯო­ხე­თი­დან ღა­ღა­დია სუ­ლის ტან­ჯვით მოკ­ლუ­ლის და გან­წი­რუ­ლის. ნუ მოხ­ვალ, ნუ, თო­რემ გული ვნე­ბით მგზნე­ბა­რე, ცე­ცხლის სული დას­წვავს, და­თუთ­ქავს, ფერ­ფლად აქ­ცევს შენ ყინ­ვით ნაკ­ვეთ მკერდს. მე უშე­ნო­დაც მეყ­ვა­რე­ბა ის, რაც შენ­ში მიყ­ვარ­და, რად­გან არ შე­უძ­ლია სულს, სიყ­ვა­რუ­ლით მოღ­ლილს, მო­ქან­ცულს სი­ძულ­ვი­ლი..." - ასე შე­ეძ­ლო სიყ­ვა­რუ­ლი ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეს... ასე გრძნობ­და. რო­გორ გა­მო­ხა­ტავ­და ამ ყვე­ლა­ფერს პო­ე­ტი, ამა­ზე ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, მწე­რა­ლი მუ­რად მთვა­რე­ლი­ძე გვი­ამ­ბობს...

- ტი­ცი­ა­ნის გაც­ნო­ბამ­დე ნინო მის პო­ე­ზი­ას თბი­ლის­ში სწავ­ლი­სას ეზი­ა­რა. პო­ე­ტი ჯერ მოს­კოვ­ში სწავ­ლობ­და, შემ­დეგ - ქუ­თა­ის­ში. ცის­ფერ­ყან­წე­ლებ­თან ერ­თად დე­და­ქა­ლაქ­ში 1917 წელს გად­მო­ვი­და. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტან­ტი­ნე ბალ­მონ­ტი ეს­ტუმ­რა. ის და ტი­ცი­ა­ნი ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ნინო მა­ყაშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ერთხელ, როცა ნინო სახ­ლში მი­დი­ო­და, გზა­ზე უცხო მა­მა­კა­ცი გად­მო­უხ­ტა და უთხრა: გო­გო­ნი, თუ გნე­ბავთ, ლექ­სებს წა­გი­კი­თხავთ. ნი­ნოს ჯერ შე­ე­შინ­და, მაგ­რამ რომ შე­ხე­და, მიხ­ვდა, უც­ნო­ბი პო­ე­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. გაც­ნო­ბის შემ­დეგ ნი­ნომ ბალ­მონ­ტი სახ­ლში და­პა­ტი­ჟა და მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. ნინო იგო­ნებს: როცა ბალ­მონ­ტის პო­ე­ზი­ი­თა და მა­ნე­რე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი მას გა­სა­ცი­ლებ­ლად ეზო­ში ჩავ­ყე­ვით, და­ვი­ნა­ხეთ, რომ ქუ­ჩა­ში, ხეს­თან მას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ელო­დე­ბო­და. თა­ვი­დან, გო­გო­ნებს ის სერ­გეი გო­რო­დეც­კი ეგო­ნათ, რო­მე­ლიც გა­ზე­თე­ბის ცნო­ბით, იმ დროს თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მაგ­რამ ბალ­მონტმა თქვა: გა­ი­ცა­ნით, ეს ჩემი მე­გო­ბა­რი, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეა. იმ­ხა­ნად ნი­ნო­სა და ტი­ცი­ა­ნის ნაც­ნო­ბო­ბა არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა.

- ეს ნაც­ნო­ბო­ბა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, 1917 წელს აღ­დგა და გან­ვი­თარ­და...

- დიახ, სწო­რედ იმ წელს ტი­ცი­ა­ნი ბა­ზარ­ში კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შეხ­ვდა, რო­მე­ლიც მეყ­ვა­ვი­ლის­გან მი­ხა­კე­ბის თა­ი­გულს ყი­დუ­ლობ­და. ტი­ცი­ა­ნის კი­თხვა­ზე, ვის­თვის უნ­დო­და ის თა­ი­გუ­ლი? კონ­სტან­ტი­ნემ უპა­სუ­ხა: "წი­თე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვი­სო". ნი­ნოს ასე ეძახ­დნენ, შე­საძ­ლოა იმი­ტომ, რომ მას წი­თე­ლი ფე­რის სა­მო­სი უყ­ვარ­და. რო­გორც ჩანს, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ნინო მოს­წონ­და. ტი­ცი­ან­მა თა­ი­გუ­ლი­დან ერთი მი­ხა­კი ამო­აძ­რო და კონ­სტან­ტი­ნეს უთხრა: ამ ერთ მი­ხაკს მე მი­ვარ­თმევ "წი­თელ ქა­ლიშ­ვილს" და ეს მე­ტად ძვირ­ფა­სი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე მთლი­ა­ნი თა­ი­გუ­ლიო. იმ დროს ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის, ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდო­ბის კა­ფე­ში შეკ­რე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ღა­მო­ე­ბის გა­მარ­თვა მო­დუ­რი გახ­ლდათ. სხვა­დას­ხვა მიზ­ნით მარ­თავ­დნენ საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ებს. ნინო ამ მხრივ აქ­ტი­უ­რობ­და და მსგავს სა­ღა­მო­ებს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რობ­და. კონ­სტან­ტი­ნემ ნი­ნოს თა­ი­გუ­ლი დი­ლით გა­უგ­ზავ­ნა, სა­ღა­მოს კი ჩა­ი­ხა­ნა­ში შე­იკ­რიბ­ნენ. რო­გორც იმ­ხა­ნად მო­დუ­რი იყო, ნი­ნომ მირ­თმე­უ­ლი თა­ი­გუ­ლი­დან ერთი მი­ხა­კი ამო­აძ­რო და სა­ღილ­კი­ლე­ში გა­ი­კე­თა. ჩა­ი­ხა­ნა­ში, მა­გი­დას­თან მჯდომს, ერთი მისი მე­გო­ბა­რი, ულა­მა­ზე­სი ბერ­ტა მა­ჩა­ბე­ლი გა­ე­ხუმ­რა, - მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ღილ­კი­ლე­დან მი­ხა­კი ამო­აძ­რო და გა­იქ­ცა. ნინო ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და და ბერ­ტას და­ე­დევ­ნა. მა­გი­დას­თან, სა­დაც ბერ­ტა მი­ვი­და, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იჯდა, ერთ-ერთი წა­მოდ­გა, ნი­ნოს თა­ვი­სი მი­ხა­კი მი­ა­წო­და და უთხრა: "ქა­ლიშ­ვი­ლო, ეს მი­ხა­კი თქვენ­თვის მინ­და, მე თქვენ გიც­ნობთ, თქვენ ნინო მა­ყაშ­ვი­ლი ხართ". ტი­ცი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბა­ში ორი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­შა­ნი იყო შე­სამ­ჩნე­ვი: მას ულა­მა­ზე­სი, დიდი, ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი და თლი­ლი თი­თე­ბი ჰქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტა­ნად საკ­მა­ოდ სრუ­ლი გახ­ლდათ. ნი­ნომ ეს მა­შინ­ვე შე­ნიშ­ნა და რო­გორც ჩანს, მო­ი­ხიბ­ლა. ამ შემ­თხვე­ვი­დან მე­ო­რე დღეს­ვე ნინო და ტი­ცი­ა­ნი გა­ნუყ­რელ მე­გობ­რე­ბად იქ­ცნენ. ტი­ცი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს პი­ე­როს უწო­დებ­და, პო­ე­ტის მე­გობ­რებ­მა ნინო მა­შინ­ვე კო­ლომ­ბი­ნად მო­ნათ­ლეს...

- მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ოჯა­ხის შექ­მნა­ში რო­დის გა­და­ი­ზარ­და?

- ისი­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­დნენ. ტი­ცი­ა­ნი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, რო­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ: ვა­ლე­რი­ან გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, კო­ლაუ ნა­დი­რა­ძე, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე, ალი არ­სე­ნიშ­ვი­ლი, ერთ ჯგუ­ფად, ბო­ჰე­მუ­რად ცხოვ­რობ­დნენ. ზოგ­ჯერ შუა რუს­თა­ველ­ზე გაშ­ლიდ­ნენ სუფ­რას. ეს არ იყო ქე­ი­ფი, არა­მედ პო­ე­ზი­ის დიდი ზე­ი­მი. მათი გა­ნუყ­რე­ლი მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ მსა­ხი­ო­ბი ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე. იმ­ხა­ნად ერთი დუქ­ნის გახ­სნა­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად ტი­ცი­ა­ნიც იყო მიწ­ვე­უ­ლი. ნინო და ტი­ცი­ა­ნი სულ ერ­თად და­დი­ოდ­ნენ... ნი­ნოს თურ­მე ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და აქ­ლე­მის ნახ­ვა - ტი­ცი­ა­ნი და ნინო შე­ი­თან ბა­ზარ­ში აქ­ლე­მე­ბის სა­ნა­ხავდ წა­ვიდ­ნენ. ტი­ცი­ან­მა გზა­ში ნი­ნოს ბრო­წე­უ­ლი უყი­და და დუ­ქან­ში მი­ვიდ­ნენ. პი­ე­როს და კო­ლომ­ბი­ნას მე­გობ­რე­ბი ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდნენ. იმ დღი­დან მათი ურ­თი­ერ­თო­ბა თით­ქოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­და. 1920 წელს ჯვა­რი და­ი­წე­რეს და ერ­თად 17 წელი იცხოვ­რეს...

- ...და მათი ოჯა­ხი ცნო­ბილ ქარ­თველ და უცხო­ელ კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­თა კე­რად იქცა...

- დიახ, მათ­თან ცხოვ­რობ­დნენ სერ­გეი ესე­ნი­ნი, ვლა­დი­მირ მა­ი­ა­კოვ­სკი. პას­ტერ­ნა­კი, მან­დელშტა­მი და ტოლსტოი ამ ოჯა­ხის დიდი მე­გობ­რე­ბი გახ­ლდნენ. თუკი ვინ­მე უცხო­ე­ლი კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­დო­და, ყვე­ლა ტი­ცი­ა­ნი­სა და ნი­ნოს ოჯახ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ხოლ­მე. ნინო იგო­ნებს: ერთხელ, სახ­ლში მარ­ტო ვი­ყა­ვი, გა­ზე­თებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი. უცებ, ასეთ ცნო­ბას წა­ვა­წყდი: დღეს, სა­ღა­მოს 5 სა­ათ­ზე, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის ბი­ნა­ზე იმარ­თე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც სერ­გეი გო­რო­დეც­კი მარ­თავს. ეს ამ­ბა­ვი ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. როცა სერ­გეი სახ­ლში შე­მო­ვი­და, დაბ­ნე­უ­ლი მივ­ვარ­დი და ვუ­თხა­რი: ეს რო­გორ გა­ა­კე­თეთ ჩემ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად, სკა­მე­ბი და პუ­რიც კი არ მაქვს, რომ სტუმ­რებს გა­ვუ­მას­პინ­ძლდე. მან და­მამ­შვი­და: ნინო, სკა­მებს ვი­თხო­ვებთ, რაც შე­ე­ხე­ბა ფულს, დამ­შვიდ­დი, ფული არც მე მაქ­ვსო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. ოვა­ნეს თუ­მა­ნი­ან­მა ნინო გან­ზე გა­იხ­მო თურ­მე და უთხრა, რომ არა­ფერ­ზე ენერ­ვი­უ­ლა. ერთ სა­ათ­ში კი ფან­ჯრი­დან გა­და­ა­წო­და სა­ნო­ვა­გით დატ­ვირ­თუ­ლი კა­ლა­თე­ბი...

- და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ ნინო რას საქ­მი­ა­ნობ­და?

- ტი­ცი­ა­ნის მე­უღ­ლე­ო­ბი­სას არ­სად მუ­შა­ობ­და, მან მთე­ლი თა­ვი­სი დრო და სი­ცო­ცხლე პო­ეტს მი­უ­ძღვნა.

- რას გვე­ტყვით ნი­ნოს უც­ნა­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მე­უღ­ლის ცნო­ბი­ლი მუ­ზე­ბის მი­მართ?

- ტი­ცი­ა­ნის პირ­ვე­ლი მუზა ისია ნა­ზა­რო­ვა გახ­ლდათ. მისი მამა ცნო­ბი­ლი ექი­მი იყო. ისია ქუ­თა­ის­ში ერთ-ერთ ულა­მა­ზეს ქა­ლიშ­ვი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, მისი და კი პა­ო­ლოს მუზა გახ­ლდათ. ისია ნა­ზა­რო­ვას, რო­მე­ლიც სხვა არა­ერ­თი პო­ე­ტის მუ­ზაც იყო, ტი­ცი­ან­მა ლექ­სიც მი­უ­ძღვნა. პო­ე­ტის მე­ო­რე მუ­ზაა მე­ლი­ტა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ტი­ცი­ა­ნი ერთ-ერთ ლექსში "კა­ხე­თის გამ­ტყდარ გვირ­გვი­ნად" მო­იხ­სე­ნი­ებს. მე­ლი­ტა 1921 წელს სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და და საფ­რან­გეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ე­ტის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მუ­ზას, თა­მუ­ნია წე­რე­თელს, ის აკა­კი წე­რეთ­ლის ახლო ნა­თე­სა­ვის, ბეჟან წე­რეთ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო - აკა­კის ნათ­ლუ­ლი და მის­სა­ვე კალ­თა­ზე გაზ­რდი­ლი. თა­მუ­ნი­ას დედა, ნიცა ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლი, ერეკ­ლე მე­ფის შთა­მო­მა­ვა­ლი, ნი­ცას და, ტასო კი ივა­ნე მა­ჩაბ­ლის მე­უღ­ლე გახ­ლდათ. მე­ლი­ტა სა­ჩხე­რე­ში და­ი­ბა­და. 1921 წელს, როცა ქვე­ყა­ნას მძი­მე პე­რი­ო­დი და­უდ­გა, ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ლუკ­მა­პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად თბი­ლის­ში წა­მო­სუ­ლი­ყო. მისი ოჯა­ხის ზოგი წევ­რი დახ­ვრი­ტეს, ზოგ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. თბი­ლის­ში მარ­ტოდ დარ­ჩე­ნი­ლი დედა-შვი­ლი უმ­ძი­მეს მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ჩა. სწო­რედ იმ დროს ინ­ჟი­ნერ­მა ქე­ბა­ძემ მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის მა­ღა­ზია გახ­სნა და რო­გორც ჩანს, კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნით, ხალ­ხის მი­სა­ზი­დად, იქ სა­მუ­შა­ოდ სამი ულა­მა­ზე­სი ასუ­ლი მი­იწ­ვია, მათ შო­რის, თა­მუ­ნია. მა­ღა­ზია რუს­თა­ველ­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. თა­მუ­ნია, დღე­ვან­დე­ლი გა­გე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მო­ლა­რე იყო. ერთხე­ლაც, მა­ღა­ზი­ა­ში ტი­ცი­ა­ნი შე­ვი­და. ნინო და ბავ­შვი იმ დროს ბორ­ჯომ­ში ის­ვე­ნებ­დნენ. იმა­ვე სა­ღა­მოს, ტი­ცი­ან­მა ნი­ნოს დე­პე­შა გა­უგ­ზავ­ნა და და­უ­რე­კა კი­დეც, სას­წრა­ფოდ ჩა­მო­დიო. ნი­ნოს თქმით, ის გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა, როცა სახ­ლში მი­ვი­და და ტი­ცი­ა­ნი არ დახ­ვდა, მა­გი­და­ზე კი ერთი რვე­უ­ლი იდო და მას­ში თა­მუ­ნია წე­რეთ­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ლექ­სი ეწე­რა. რო­გორც იქნა, ტი­ცი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა და ნი­ნოს უთხრა: ნინო, იცი, რა­ტომ და­გი­ბა­რე? თბი­ლის­ში გა­მოჩ­ნდა სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის ქალი და მინ­და, გაჩ­ვე­ნო. პო­ეტ­მა მე­ო­რე დღეს­ვე აჩ­ვე­ნა ნი­ნოს თა­მუ­ნია. ნინო თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში ამ­ბობს, რომ თა­მუ­ნია მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზის იყო და მას ქურ­ციკს ადა­რებს. მა­ღა­ზი­ა­ში მი­სულ­მა ნი­ნომ ტი­ცი­ანს მი­მარ­თა: ეს ქალ­ბა­ტო­ნი მარ­თლაც ძა­ლი­ან მშვე­ნი­ე­რია, მაგ­რამ მე აქ რაღა სა­ჭი­რო ვარ? ტი­ცი­ან­მა, თურ­მე, მე­უღ­ლეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ძი­ვუ­რი ჩან­თა უყი­და და ნინო ისევ ბორ­ჯომ­ში დაბ­რუნ­და. უკვე შემ­დეგ, დაბ­რუ­ნე­ბულ ნი­ნოს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ლექ­სე­ბი დახ­ვდა თა­მუ­ნი­ა­სად­მი მი­ძღვნი­ლი. თურ­მე, ტი­ცი­ანს მე­გობ­რე­ბი ურ­ჩევ­დნენ, და­ე­მა­ლა ნი­ნოს­თვის, ეს რვე­უ­ლი - არ ეწყი­ნო­სო. ნინო კი წერს: რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, ეს ლექ­სე­ბი და­ე­მა­ლა და ხალ­ხს მათ შე­სა­ხებ არ გა­ე­გოო?!

- თა­ვად თა­მუ­ნია წე­რეთ­ლის გან­წყო­ბი­ლე­ბა თუ არის ცნო­ბი­ლი ტი­ცი­ა­ნის მი­მართ?

- ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და შო­რე­უ­ლი. თა­მუ­ნი­ას ბევ­რი ეტ­რფო­და, მაგ­რამ თვი­თონ მო­რი­დე­ბუ­ლი იყო. რო­გორც მისი ქა­ლიშ­ვი­ლი იგო­ნებს, თა­მუ­ნია ხში­რად ამ­ბობ­და თურ­მე: ქუ­ჩა­ში ვცდი­ლობ­დი, ჩი­ხე­ბით მევ­ლო, რომ ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მექ­ცი­აო. იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი იგო­ნებს, როცა თა­მუ­ნია რუს­თა­ველ­ზე ჩა­ივ­ლი­და, ხალ­ხი ჩერ­დე­ბო­და და პირ­ჯვარს იწერ­დაო... კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ მას თა­ვი­სი წიგ­ნი, "დი­ო­ნი­სოს ღი­მი­ლი" მი­არ­თვა წარ­წე­რით: "ძვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ცო­ცხალ ფრეს­კას, თა­მუ­ნია წე­რე­თელს". გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძემ კი სა­კუ­თარ წიგნს ასე­თი წარ­წე­რა გა­უ­კე­თა: "თუ შევ­ძე­ლი ამ წიგნ­ში ქარ­თვე­ლი ქა­ლის ასახ­ვა, მა­შინ ვი­ფიქ­რებ, რომ ჩემს ნაც­ნო­ბო­ბას თქვენ­თან ტყუ­ი­ლად არ ჩა­უვ­ლია". თა­მუ­ნი­ას­ვე ეძღვნე­ბა გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის ლექ­სი - "ღამე ივე­რი­ი­სა", სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ­სად არ არის მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ თა­მუ­ნი­ას ქა­ლიშ­ვილ­თან ინა­ხე­ბა ავ­ტოგ­რა­ფი, სა­დაც პირ­და­პირ წე­რია: "თა­მუ­ნია წე­რე­თელს".

- მაგ­რამ ამ ქალ­ბა­ტო­ნის ცხოვ­რე­ბა არ­ცთუ "ლა­მა­ზად" წა­რი­მარ­თა...

- ნამ­დვი­ლად. ის ცო­ლად გაჰ­ყვა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პი­როვ­ნე­ბას, იუ­რისტს, სა­ტი­რი­სა და იუ­მო­რის თე­ატ­რის და­მა­არ­სე­ბელს, ნი­კო­ლოზ კა­ხი­ძეს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ადა­მი­ა­ნის ღვაწ­ლი სა­თა­ნა­დოდ შეს­წავ­ლი­ლი არ არის. მშო­ბი­ა­რო­ბი­დან 15 დღის შემ­დეგ თა­მუ­ნი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და მისი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით, ექი­მე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, მის­თვის ფეხი მო­ეკ­ვე­თათ. ასე დას­რულ­და ამ სი­ლა­მა­ზის ლე­გენ­და. ტი­ცი­ან­ზე ამ ფაქ­ტმა სა­ოც­რად იმოქ­მე­და. თა­მუ­ნია სა­ა­ვად­მყო­ფო­დან დე­ი­დაშ­ვი­ლებ­მა გა­მო­იყ­ვა­ნეს. ივა­ნე მა­ჩაბ­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა, ელე­ნემ ის თა­ვის სახ­ლში წა­იყ­ვა­ნა. სწო­რედ იქ ინა­ხუ­ლა ტი­ცი­ან­მა თა­ვი­სი მუზა. ეს იყო მათი პირ­ვე­ლი პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა. ამ შეხ­ვედ­რი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბით და­წე­რა პო­ეტ­მა ლექ­სი - "რა და­მა­ვი­წყებს ამ შავ გა­ზა­ფხულს" და "ანა­ნურ­თან". 1934 წელს ტი­ცი­ა­ნი სა­კავ­ში­რო ყრი­ლო­ბა­ზე მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც იყი­და ლევ ტოლსტო­ის წიგ­ნი, წარ­წე­რა გა­უ­კე­თა და თა­მუ­ნი­ას ჩა­მო­უ­ტა­ნა.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ ფაქ­ტმა თა­ვად თა­მუ­ნი­ა­ზეც იმოქ­მე­და, მას სა­ერ­თოდ აღარ უნ­დო­და ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა.

- აღარ უნ­დო­და და აღარც შე­ეძ­ლო. სხვა­თა შო­რის, ძლი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი აღ­მოჩ­ნდა. მისი მე­უღ­ლე 1937 წელს გა­და­ა­სახ­ლეს. თა­მუ­ნია, ხე­ი­ბა­რი, ცალი ფე­ხით და ყა­ვარ­ჯნე­ბით, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვით, შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქმრის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად წა­ვი­და. 68 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა.

- რო­გორ გაგ­რძელ­და ნი­ნოს ცხოვ­რე­ბა ტი­ცი­ა­ნის დახ­ვრე­ტის შემ­დეგ?

- როცა ტი­ცი­ა­ნი დახ­ვრი­ტეს, ნიტა უკვე 16 წლის იყო. ტი­ცი­ა­ნი რომ წა­იყ­ვა­ნეს, ნი­ნოს ბინა ჩა­მო­არ­თვეს, სხვა­გან შე­ა­სახ­ლეს. მათ­თან მის­ვლას ვე­რა­ვინ ბე­დავ­და. ნი­ნოს მხრებ­ზე ათას­გვარ­მა ქა­რიშ­ხალ­მა გა­და­ი­ა­რა. მაგ­რამ ის არ მი­ა­ტო­ვეს მე­გობ­რებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით, პას­ტერ­ნა­კის ოჯახ­მა. მე თა­ვად ვარ მოწ­მე, რომ ამ ოჯა­ხის შთა­მო­მავ­ლე­ბი დღემ­დე აგ­რძე­ლე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბას. როცა პას­ტერ­ნა­კი ავად გახ­და, მო­ი­თხო­ვა მას­თან ნინო ჩა­სუ­ლი­ყო, რად­გან ძა­ლი­ან ენატ­რე­ბო­და. ნინო მარ­თლაც ჩა­ვი­და და სა­სიკ­ვდი­ლო სა­რე­ცელ­ზე მყოფ პას­ტერ­ნაკს მისი სიკ­ვდი­ლი­სა და დაკ­რძალ­ვის დღემ­დე, გვერ­დი­დან არ მო­შო­რე­ბია. ძა­ლი­ან ღრმა და ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ ნინო მა­ყაშ­ვი­ლი.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ტიციანის "წითელი ქალიშვილი" და "ძველი საქართველოს ცოცხალი ფრესკა"

ტიციანის "წითელი ქალიშვილი" და "ძველი საქართველოს ცოცხალი ფრესკა"

"ნუ მოხვალ, ნუ, იყავ შორეული, მიუკარებელი. თორემ ვნებით მგზნებარე გული დაგწვავს, დაგთუთქავს..." "გაფიცებ მოსვლას! მე შენ არ გიცნობდი, ისე მიყვარდი, შენ იყავ ჩრდილი ჩემი ცხოვრებისა, მე შენ გეძებდი, შენდამი იყო ჩემი ლოცვა, ჩემი ვედრება. შენ არ გიცნობდი, ისე მიყვარდი, რადგან მაშინ სულმა არ იცოდა ტანჯვა. განა თვით არ გაუთხარე ლტოლვათ საფლავი, რომ სამარიდან კვლავ აღმედგინა? მე შენში მიყვარდა ჩემივე სევდა. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ყოფნის გზაჯვარედინზე და უნდა გავშორებოდით... მე ბევრი დავკარგე დაკარგულის, შორეულის ნახვით. ნუ ისმენ, ნუ, ჩემ ძახილს! ეს ჯოჯოხეთიდან ღაღადია სულის ტანჯვით მოკლულის და განწირულის. ნუ მოხვალ, ნუ, თორემ გული ვნებით მგზნებარე, ცეცხლის სული დასწვავს, დათუთქავს, ფერფლად აქცევს შენ ყინვით ნაკვეთ მკერდს. მე უშენოდაც მეყვარება ის, რაც შენში მიყვარდა, რადგან არ შეუძლია სულს, სიყვარულით მოღლილს, მოქანცულს სიძულვილი..." - ასე შეეძლო სიყვარული ტიციან ტაბიძეს... ასე გრძნობდა. როგორ გამოხატავდა ამ ყველაფერს პოეტი, ამაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი მურად მთვარელიძე გვიამბობს...

- ტიციანის გაცნობამდე ნინო მის პოეზიას თბილისში სწავლისას ეზიარა. პოეტი ჯერ მოსკოვში სწავლობდა, შემდეგ - ქუთაისში. ცისფერყანწელებთან ერთად დედაქალაქში 1917 წელს გადმოვიდა. იმ პერიოდში საქართველოს კონსტანტინე ბალმონტი ესტუმრა. ის და ტიციანი ახლო მეგობრები იყვნენ. ნინო მაყაშვილის მოგონების მიხედვით, ერთხელ, როცა ნინო სახლში მიდიოდა, გზაზე უცხო მამაკაცი გადმოუხტა და უთხრა: გოგონი, თუ გნებავთ, ლექსებს წაგიკითხავთ. ნინოს ჯერ შეეშინდა, მაგრამ რომ შეხედა, მიხვდა, უცნობი პოეტი უნდა ყოფილიყო. გაცნობის შემდეგ ნინომ ბალმონტი სახლში დაპატიჟა და მართლაც არაჩვეულებრივი პოეზიის საღამო გაიმართა. ნინო იგონებს: როცა ბალმონტის პოეზიითა და მანერებით აღფრთოვანებული გოგონები მას გასაცილებლად ეზოში ჩავყევით, დავინახეთ, რომ ქუჩაში, ხესთან მას ახალგაზრდა მამაკაცი ელოდებოდა. თავიდან, გოგონებს ის სერგეი გოროდეცკი ეგონათ, რომელიც გაზეთების ცნობით, იმ დროს თბილისში იმყოფებოდა. მაგრამ ბალმონტმა თქვა: გაიცანით, ეს ჩემი მეგობარი, ტიციან ტაბიძეა. იმხანად ნინოსა და ტიციანის ნაცნობობა არ გაგრძელებულა.

- ეს ნაცნობობა, როგორც ცნობილია, 1917 წელს აღდგა და განვითარდა...

- დიახ, სწორედ იმ წელს ტიციანი ბაზარში კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა, რომელიც მეყვავილისგან მიხაკების თაიგულს ყიდულობდა. ტიციანის კითხვაზე, ვისთვის უნდოდა ის თაიგული? კონსტანტინემ უპასუხა: "წითელი ქალიშვილისთვისო". ნინოს ასე ეძახდნენ, შესაძლოა იმიტომ, რომ მას წითელი ფერის სამოსი უყვარდა. როგორც ჩანს, კონსტანტინე გამსახურდიას ნინო მოსწონდა. ტიციანმა თაიგულიდან ერთი მიხაკი ამოაძრო და კონსტანტინეს უთხრა: ამ ერთ მიხაკს მე მივართმევ "წითელ ქალიშვილს" და ეს მეტად ძვირფასი იქნება, ვიდრე მთლიანი თაიგულიო. იმ დროს ინტელიგენციის, ნიჭიერი ახალგაზრდობის კაფეში შეკრება და საინტერესო საღამოების გამართვა მოდური გახლდათ. სხვადასხვა მიზნით მართავდნენ საქველმოქმედო საღამოებს. ნინო ამ მხრივ აქტიურობდა და მსგავს საღამოებს ორგანიზატორობდა. კონსტანტინემ ნინოს თაიგული დილით გაუგზავნა, საღამოს კი ჩაიხანაში შეიკრიბნენ. როგორც იმხანად მოდური იყო, ნინომ მირთმეული თაიგულიდან ერთი მიხაკი ამოაძრო და საღილკილეში გაიკეთა. ჩაიხანაში, მაგიდასთან მჯდომს, ერთი მისი მეგობარი, ულამაზესი ბერტა მაჩაბელი გაეხუმრა, - მოულოდნელად საღილკილედან მიხაკი ამოაძრო და გაიქცა. ნინო ძალიან გაბრაზდა და ბერტას დაედევნა. მაგიდასთან, სადაც ბერტა მივიდა, რამდენიმე ადამიანი იჯდა, ერთ-ერთი წამოდგა, ნინოს თავისი მიხაკი მიაწოდა და უთხრა: "ქალიშვილო, ეს მიხაკი თქვენთვის მინდა, მე თქვენ გიცნობთ, თქვენ ნინო მაყაშვილი ხართ". ტიციანის გარეგნობაში ორი განსაკუთრებული ნიშანი იყო შესამჩნევი: მას ულამაზესი, დიდი, ცისფერი თვალები და თლილი თითები ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ტანად საკმაოდ სრული გახლდათ. ნინომ ეს მაშინვე შენიშნა და როგორც ჩანს, მოიხიბლა. ამ შემთხვევიდან მეორე დღესვე ნინო და ტიციანი განუყრელ მეგობრებად იქცნენ. ტიციანი საკუთარ თავს პიეროს უწოდებდა, პოეტის მეგობრებმა ნინო მაშინვე კოლომბინად მონათლეს...

- მათი ურთიერთობა ოჯახის შექმნაში როდის გადაიზარდა?

- ისინი ძალიან საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ტიციანი მეგობრებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ: ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გიორგი ლეონიძე, ალი არსენიშვილი, ერთ ჯგუფად, ბოჰემურად ცხოვრობდნენ. ზოგჯერ შუა რუსთაველზე გაშლიდნენ სუფრას. ეს არ იყო ქეიფი, არამედ პოეზიის დიდი ზეიმი. მათი განუყრელი მეგობარი გახლდათ მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე. იმხანად ერთი დუქნის გახსნაზე მეგობრებთან ერთად ტიციანიც იყო მიწვეული. ნინო და ტიციანი სულ ერთად დადიოდნენ... ნინოს თურმე ძალიან აინტერესებდა აქლემის ნახვა - ტიციანი და ნინო შეითან ბაზარში აქლემების სანახავდ წავიდნენ. ტიციანმა გზაში ნინოს ბროწეული უყიდა და დუქანში მივიდნენ. პიეროს და კოლომბინას მეგობრები ოვაციებით შეხვდნენ. იმ დღიდან მათი ურთიერთობა თითქოს ოფიციალური გახდა. 1920 წელს ჯვარი დაიწერეს და ერთად 17 წელი იცხოვრეს...

- ...და მათი ოჯახი ცნობილ ქართველ და უცხოელ კულტურის მოღვაწეთა კერად იქცა...

- დიახ, მათთან ცხოვრობდნენ სერგეი ესენინი, ვლადიმირ მაიაკოვსკი. პასტერნაკი, მანდელშტამი და ტოლსტოი ამ ოჯახის დიდი მეგობრები გახლდნენ. თუკი ვინმე უცხოელი კულტურის მოღვაწე თბილისში ჩამოვიდოდა, ყველა ტიციანისა და ნინოს ოჯახში აღმოჩნდებოდა ხოლმე. ნინო იგონებს: ერთხელ, სახლში მარტო ვიყავი, გაზეთებს ვათვალიერებდი. უცებ, ასეთ ცნობას წავაწყდი: დღეს, საღამოს 5 საათზე, ტიციან ტაბიძის ბინაზე იმართება ლიტერატურული შეხვედრა, რომელსაც სერგეი გოროდეცკი მართავს. ეს ამბავი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. როცა სერგეი სახლში შემოვიდა, დაბნეული მივვარდი და ვუთხარი: ეს როგორ გააკეთეთ ჩემთან შეუთანხმებლად, სკამები და პურიც კი არ მაქვს, რომ სტუმრებს გავუმასპინძლდე. მან დამამშვიდა: ნინო, სკამებს ვითხოვებთ, რაც შეეხება ფულს, დამშვიდდი, ფული არც მე მაქვსო. არაჩვეულებრივი საღამო გაიმართა. ოვანეს თუმანიანმა ნინო განზე გაიხმო თურმე და უთხრა, რომ არაფერზე ენერვიულა. ერთ საათში კი ფანჯრიდან გადააწოდა სანოვაგით დატვირთული კალათები...

- დაოჯახების შემდეგ ნინო რას საქმიანობდა?

- ტიციანის მეუღლეობისას არსად მუშაობდა, მან მთელი თავისი დრო და სიცოცხლე პოეტს მიუძღვნა.

- რას გვეტყვით ნინოს უცნაური დამოკიდებულების შესახებ მეუღლის ცნობილი მუზების მიმართ?

- ტიციანის პირველი მუზა ისია ნაზაროვა გახლდათ. მისი მამა ცნობილი ექიმი იყო. ისია ქუთაისში ერთ-ერთ ულამაზეს ქალიშვილად მიიჩნეოდა, მისი და კი პაოლოს მუზა გახლდათ. ისია ნაზაროვას, რომელიც სხვა არაერთი პოეტის მუზაც იყო, ტიციანმა ლექსიც მიუძღვნა. პოეტის მეორე მუზაა მელიტა ჩოლოყაშვილი, რომელსაც ტიციანი ერთ-ერთ ლექსში "კახეთის გამტყდარ გვირგვინად" მოიხსენიებს. მელიტა 1921 წელს საზღვარგარეთ წავიდა და საფრანგეთში გარდაიცვალა. რაც შეეხება პოეტის ყველაზე მნიშვნელოვან მუზას, თამუნია წერეთელს, ის აკაკი წერეთლის ახლო ნათესავის, ბეჟან წერეთლის ქალიშვილი იყო - აკაკის ნათლული და მისსავე კალთაზე გაზრდილი. თამუნიას დედა, ნიცა ბაგრატიონ-დავითაშვილი, ერეკლე მეფის შთამომავალი, ნიცას და, ტასო კი ივანე მაჩაბლის მეუღლე გახლდათ. მელიტა საჩხერეში დაიბადა. 1921 წელს, როცა ქვეყანას მძიმე პერიოდი დაუდგა, ოჯახი იძულებული გახდა, ლუკმაპურის საშოვნელად თბილისში წამოსულიყო. მისი ოჯახის ზოგი წევრი დახვრიტეს, ზოგმა გაქცევა მოახერხა. თბილისში მარტოდ დარჩენილი დედა-შვილი უმძიმეს მატერიალურ მდგომარეობაში დარჩა. სწორედ იმ დროს ინჟინერმა ქებაძემ მინერალური წყლების მაღაზია გახსნა და როგორც ჩანს, კომერციული მიზნით, ხალხის მისაზიდად, იქ სამუშაოდ სამი ულამაზესი ასული მიიწვია, მათ შორის, თამუნია. მაღაზია რუსთაველზე მდებარეობდა. თამუნია, დღევანდელი გაგებით, შეიძლება ითქვას, მოლარე იყო. ერთხელაც, მაღაზიაში ტიციანი შევიდა. ნინო და ბავშვი იმ დროს ბორჯომში ისვენებდნენ. იმავე საღამოს, ტიციანმა ნინოს დეპეშა გაუგზავნა და დაურეკა კიდეც, სასწრაფოდ ჩამოდიო. ნინოს თქმით, ის გაოგნებული დარჩა, როცა სახლში მივიდა და ტიციანი არ დახვდა, მაგიდაზე კი ერთი რვეული იდო და მასში თამუნია წერეთლისადმი მიძღვნილი ლექსი ეწერა. როგორც იქნა, ტიციანი გამოჩნდა და ნინოს უთხრა: ნინო, იცი, რატომ დაგიბარე? თბილისში გამოჩნდა საოცარი სილამაზის ქალი და მინდა, გაჩვენო. პოეტმა მეორე დღესვე აჩვენა ნინოს თამუნია. ნინო თავის მოგონებებში ამბობს, რომ თამუნია მართლაც არაჩვეულებრივი სილამაზის იყო და მას ქურციკს ადარებს. მაღაზიაში მისულმა ნინომ ტიციანს მიმართა: ეს ქალბატონი მართლაც ძალიან მშვენიერია, მაგრამ მე აქ რაღა საჭირო ვარ? ტიციანმა, თურმე, მეუღლეს არაჩვეულებრივი მომძივური ჩანთა უყიდა და ნინო ისევ ბორჯომში დაბრუნდა. უკვე შემდეგ, დაბრუნებულ ნინოს არაჩვეულებრივი ლექსები დახვდა თამუნიასადმი მიძღვნილი. თურმე, ტიციანს მეგობრები ურჩევდნენ, დაემალა ნინოსთვის, ეს რვეული - არ ეწყინოსო. ნინო კი წერს: როგორ შეიძლებოდა, ეს ლექსები დაემალა და ხალხს მათ შესახებ არ გაეგოო?!

- თავად თამუნია წერეთლის განწყობილება თუ არის ცნობილი ტიციანის მიმართ?

- ძალიან მოკრძალებული და შორეული. თამუნიას ბევრი ეტრფოდა, მაგრამ თვითონ მორიდებული იყო. როგორც მისი ქალიშვილი იგონებს, თამუნია ხშირად ამბობდა თურმე: ქუჩაში ვცდილობდი, ჩიხებით მევლო, რომ ხალხის ყურადღება არ მიმექციაო. იოსებ გრიშაშვილი იგონებს, როცა თამუნია რუსთაველზე ჩაივლიდა, ხალხი ჩერდებოდა და პირჯვარს იწერდაო... კონსტანტინე გამსახურდიამ მას თავისი წიგნი, "დიონისოს ღიმილი" მიართვა წარწერით: "ძველი საქართველოს ცოცხალ ფრესკას, თამუნია წერეთელს". გრიგოლ რობაქიძემ კი საკუთარ წიგნს ასეთი წარწერა გაუკეთა: "თუ შევძელი ამ წიგნში ქართველი ქალის ასახვა, მაშინ ვიფიქრებ, რომ ჩემს ნაცნობობას თქვენთან ტყუილად არ ჩაუვლია". თამუნიასვე ეძღვნება გიორგი ლეონიძის ლექსი - "ღამე ივერიისა", სამწუხაროდ, ეს არსად არ არის მინიშნებული, მაგრამ თამუნიას ქალიშვილთან ინახება ავტოგრაფი, სადაც პირდაპირ წერია: "თამუნია წერეთელს".

- მაგრამ ამ ქალბატონის ცხოვრება არცთუ "ლამაზად" წარიმართა...

- ნამდვილად. ის ცოლად გაჰყვა არაჩვეულებრივ პიროვნებას, იურისტს, სატირისა და იუმორის თეატრის დამაარსებელს, ნიკოლოზ კახიძეს. სამწუხაროდ, ამ ადამიანის ღვაწლი სათანადოდ შესწავლილი არ არის. მშობიარობიდან 15 დღის შემდეგ თამუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და მისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, ექიმები იძულებულები გახდნენ, მისთვის ფეხი მოეკვეთათ. ასე დასრულდა ამ სილამაზის ლეგენდა. ტიციანზე ამ ფაქტმა საოცრად იმოქმედა. თამუნია საავადმყოფოდან დეიდაშვილებმა გამოიყვანეს. ივანე მაჩაბლის ქალიშვილმა, ელენემ ის თავის სახლში წაიყვანა. სწორედ იქ ინახულა ტიციანმა თავისი მუზა. ეს იყო მათი პირველი პირისპირ შეხვედრა. ამ შეხვედრიდან გამოყოლილი განწყობილებით დაწერა პოეტმა ლექსი - "რა დამავიწყებს ამ შავ გაზაფხულს" და "ანანურთან". 1934 წელს ტიციანი საკავშირო ყრილობაზე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც იყიდა ლევ ტოლსტოის წიგნი, წარწერა გაუკეთა და თამუნიას ჩამოუტანა.

- როგორც ცნობილია, ამ ფაქტმა თავად თამუნიაზეც იმოქმედა, მას საერთოდ აღარ უნდოდა ხალხთან ურთიერთობა.

- აღარ უნდოდა და აღარც შეეძლო. სხვათა შორის, ძლიერი ქალბატონი აღმოჩნდა. მისი მეუღლე 1937 წელს გადაასახლეს. თამუნია, ხეიბარი, ცალი ფეხით და ყავარჯნებით, მცირეწლოვანი ბავშვით, შორეულ აღმოსავლეთში ქმრის მოსანახულებლად წავიდა. 68 წლისა გარდაიცვალა.

- როგორ გაგრძელდა ნინოს ცხოვრება ტიციანის დახვრეტის შემდეგ?

- როცა ტიციანი დახვრიტეს, ნიტა უკვე 16 წლის იყო. ტიციანი რომ წაიყვანეს, ნინოს ბინა ჩამოართვეს, სხვაგან შეასახლეს. მათთან მისვლას ვერავინ ბედავდა. ნინოს მხრებზე ათასგვარმა ქარიშხალმა გადაიარა. მაგრამ ის არ მიატოვეს მეგობრებმა, განსაკუთრებით, პასტერნაკის ოჯახმა. მე თავად ვარ მოწმე, რომ ამ ოჯახის შთამომავლები დღემდე აგრძელებენ ურთიერთობას. როცა პასტერნაკი ავად გახდა, მოითხოვა მასთან ნინო ჩასულიყო, რადგან ძალიან ენატრებოდა. ნინო მართლაც ჩავიდა და სასიკვდილო სარეცელზე მყოფ პასტერნაკს მისი სიკვდილისა და დაკრძალვის დღემდე, გვერდიდან არ მოშორებია. ძალიან ღრმა და ღირსეული ადამიანი გახლდათ ნინო მაყაშვილი.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს