სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართული უნივერსიტეტების უცხოელი სტუდენტები და მათი აქაური ცხოვრება
ქართული უნივერსიტეტების უცხოელი სტუდენტები და მათი აქაური ცხოვრება

სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი უცხო­ე­ლი ახალ­გაზ­რდა იღებს გა­ნათ­ლე­ბას და ახლა სწო­რედ მათ შე­სა­ხებ მინ­და, მო­გი­თხროთ. ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ გა­და­ა­წყვე­ტი­ნა თი­თო­ე­ულ მათ­განს აქ ჩა­მოს­ვლა? კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან თუ არა ჩვენს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლით? რო­გორ ცხოვ­რო­ბენ და სა­ერ­თოდ, რას ფიქ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი. ამის­თვის რამ­დე­ნი­მე მათ­განს შევ­ხვდი.

არაშ ღა­სემ­ლოუ, ირა­ნე­ლი სტუ­დენ­ტი:

- თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის ასა­წყო­ბად ჩა­მო­ვე­დი. მე და ჩემს ძმას ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია გვაქვს და ირა­ნე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბას ვთა­ვა­ზობთ. ამას­თან, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­შიც ვსწავ­ლობ... ისე, პრო­ფე­სი­ით ელექტრო­ინ­ჟი­ნე­რი ვარ, ეს ფა­კულ­ტე­ტი მა­ლა­ი­ზი­ა­ში და­ვამ­თავ­რე. სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­გის­ტრის ხა­რის­ხის დაც­ვა მინ­დო­და, მაგ­რამ ჩემი დიპ­ლო­მის აღი­ა­რე­ბა დრო­ში გა­ი­წე­ლა. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის მე­ნე­ჯმენ­ტი შე­მეს­წავ­ლა და სა­ბუ­თე­ბი ერთ-ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ვი­ტა­ნე. ნორ­მა­ლუ­რი სტუ­დენ­ტი არ ვარ, მუ­შა­ო­ბა და ლექ­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბა მიძ­ნელ­დე­ბა, მაგ­რამ ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი სა­გა­ნი არა­სო­დეს დამ­რჩე­ნია... სხვა­თა შო­რის, ირა­ნე­ლე­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნა გა­ნათ­ლე­ბა­ზე ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. ყვე­ლა მშო­ბელს შვი­ლი პრო­ფე­სო­რი უნდა, რომ ჰყავ­დეს (იღი­მის). ჩემი მშობ­ლე­ბიც ასე არი­ან.

- აღ­ნიშ­ნე, ნორ­მა­ლუ­რი სტუ­დენ­ტი არ ვარო...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ნორ­მა­ლუ­რი სტუ­დენ­ტი კი არა, ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნიც არ ვარ (იცი­ნის)... ქარ­თვე­ლე­ბი მა­გა­რი ხალ­ხი ხართ. სა­ქარ­თვე­ლოს გარ­შე­მო ყვე­ლა ქვე­ყა­ნა მაქვს შე­მოვ­ლი­ლი, მაგ­რამ თქვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სად შემ­ხვედ­რია. თავ­და­პირ­ვე­ლად კურ­სე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა მქონ­და, რა­ტომ­ღაც ყვე­ლა ისე მი­ყუ­რებ­და, თით­ქოს მათ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. თუ სად­მე მი­დი­ოდ­ნენ, არა­სო­დეს მა­ტყო­ბი­ნებ­დნენ. არც იმას მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ლექ­ცია თუ გვიც­დე­ბო­და. თით­ქოს მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა გვქონ­და. ეს ალ­ბათ, იმი­თაც იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ქარ­თვე­ლებს ინ­გლი­სუ­რად ლა­პა­რაკს, თა­ვის ენა­ზე სა­უ­ბა­რი ურ­ჩევ­ნი­ათ.

- ქარ­თუ­ლი ვერ ის­წავ­ლე?

- ცოტა-ცოტა (ქარ­თუ­ლად მპა­სუ­ხობს). წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვე­ნი ენა კარ­გად ვის­წავ­ლე... ისე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ლექ­ტო­რებ­თან, იმ­დე­ნად კარ­გი, რომ ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა და­ბა­დე­ბის დღე­ზეც კი დამ­პა­ტი­ჟა. სხვა­თა შო­რის, პე­და­გო­გე­ბი არ ცდი­ლო­ბენ, რომ ჩაგ­ჭრან, პი­რი­ქით, გეხ­მა­რე­ბი­ან. ამან გა­მაკ­ვირ­ვა. მახ­სოვს, მა­ლა­ი­ზი­ა­ში სწავ­ლი­სას ზედ­მე­ტი თან­ხის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სტუ­დენ­ტებს გა­მოც­და­ზე ხში­რად ჭრიდ­ნენ.

ნა­დიშ სა­მა­რა­ნა­ი­კე, შრი­ლან­კე­ლი სტუ­დენ­ტი:

- უკვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვსწავ­ლობ. სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი და სა­ზღვაო ფლოტ­ში ექი­მად ვიმ­სა­ხუ­რებ. ვეც­დე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღო და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ავი­მაღ­ლო.

- რო­გორც ვიცი, ბრი­ტა­ნეთ­შიც სწავ­ლობ­დი...

- კი, ლონ­დონ­ში ბიზ­ნე­სი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. თავ­და­პირ­ვე­ლად, ვფიქ­რობ­დი, ჩემი ძმის­თვის მი­მე­ბა­ძა, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პრო­ფე­სო­რია, მა­სა­ვით ხა­რის­ხის დაც­ვა­ზე მეზ­რუ­ნა, მაგ­რამ მერე გეგ­მა შევ­ცვა­ლე. შრი­ლან­კა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოა, რო­მე­ლიც მსურ­ველ სტუ­დენ­ტებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გზავ­ნის. მივ­მარ­თე იმ სა­ა­გენ­ტოს და მათი მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლა გა­დავ­წყვი­ტე.

- რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქარ­თველ სტუ­დენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით ორ­მაგ ფასს ვიხ­დით, სწავ­ლა მა­ინც ია­ფია. ასე რომ, სტუ­დენ­ტის­თვის, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სურს, სა­ქარ­თვე­ლო მი­სა­ღე­ბია... აქ ჩა­მოს­ვლამ­დე თქვენს ქვე­ყა­ნა­ზე არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ჩვენ­თვის აქ ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ენის უცო­დი­ნა­რო­ბაა. დღეს­დღე­ო­ბით ქარ­თუ­ლად ასე თუ ისე, ლა­პა­რაკს ვა­ხერ­ხებ, მაგ­რამ და­მერ­წმუ­ნეთ, რთუ­ლია, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თან, მე­დი­ცი­ნას სწავ­ლობ­დე და თან, ურ­თუ­ლეს ენას, ქარ­თულს ეუფ­ლე­ბო­დე. ხან­და­ხან თავს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლად ვგრძნობ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ტაქ­სის მძღო­ლებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბი (იცი­ნის).

- სწავ­ლა ხომ არ გი­ჭირს?

- სწავ­ლის ხა­რისხს რაც შე­ე­ხე­ბა, ბევ­რი კარ­გი ლექ­ტო­რი გვყავს, მაგ­რამ მა­ინც, სწავ­ლის დონე ფა­სის შე­სა­ბა­მი­სია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მეტს არც ვე­ლო­დი... ერთი ლექ­ტო­რი გვყავ­და, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს თა­ვი­სი და­წე­რი­ლი წიგ­ნით ას­წავ­ლი­და. ის წიგ­ნი ჩვენც ვი­ყი­დეთ, მაგ­რამ მას­ში იმ­დე­ნი გრა­მა­ტი­კუ­ლი შეც­დო­მა იყო, ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გეთ. ვის­ხე­დით კომ­პი­უ­ტერ­თან და იმ სა­განს ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ვსწავ­ლობ­დით. ხან­და­ხან კი ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან იო­ლია. ამას წი­ნათ ერთ-ერ­თმა ლექ­ტორ­მა ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რის სტუ­დენ­ტებს სა­გა­მოც­დო ტეს­ტის პა­სუ­ხე­ბი წი­ნას­წარ ჩა­ა­წე­რი­ნა. იმ ჯგუ­ფელ­მა გო­გო­ნებ­მა პა­სუ­ხე­ბი ჩვენც მოგ­ვცეს, მაგ­რამ ვერ მივ­ხვდი, რა­ტომ უნდა გა­და­მე­წე­რა პა­სუ­ხე­ბი იმ ფურ­ცლი­დან? სხვა­თა შო­რის, ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბი კარ­გად სწავ­ლო­ბენ, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში რომ შე­ი­ხე­დოთ, იქ 80 პრო­ცენ­ტი გო­გო­ნა ზის. ბი­ჭებ­ზე კი ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­ში დგო­მი­სა და სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის მეტს, არა­ფერს აკე­თე­ბენ. რო­გორც წესი, გა­მოც­დე­ბის დროს ისი­ნი გო­გო­ნე­ბის იმედ­ზე არი­ან.

- რო­გო­რია შენი თბი­ლი­სუ­რი ცხოვ­რე­ბა?

- საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი და ოდ­ნავ ძვი­რი, ვიდ­რე ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. რო­გორც წესი, ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბი­სას 20-30 პრო­ცენ­ტით მეტს ვიხ­დით, ვიდ­რე ქარ­თვე­ლე­ბი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქვე­ყა­ნა და ბუ­ნე­ბა გაქვთ. იმე­დი მაქვს, სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა...

- ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი თუ გყავს?

- კი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი მყავს, რომ­ლებ­საც უნ­დათ, რომ ქარ­თუ­ლი ენა მას­წავ­ლონ, თვი­თონ კი ინ­გლი­სუ­რად ლა­პა­რაკს ცდი­ლო­ბენ. ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბი თბი­ლე­ბი და კე­თი­ლე­ბი არი­ან.

კე­რო­ლა­ინ სრო­მეკ, გერ­მა­ნე­ლი სტუ­დენ­ტი:

- ბევ­რმა მირ­ჩია, რომ სწავ­ლა აქ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე აქ ნამ­ყოფ არა­ერთ ადა­მი­ანს ვე­ლა­პა­რა­კე. ყვე­ლა ისე­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო, მივ­ხვდი, სწორ არ­ჩე­ვანს ვა­კე­თებ­დი. დღეს თბი­ლის­ში არა­ერ­თი უცხო­ე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს. მათ შო­რის, ერთი მხო­ლოდ 2 კვი­რით აპი­რებ­და დარ­ჩე­ნას და უკვე 2 წე­ლია, აქ ცხოვ­რობს. დე­და­ჩე­მი პო­ლო­ნე­ლია და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დენ­ჯერ­მე სტუმ­რობ­და. მა­საც უყ­ვარს თქვე­ნი ქვე­ყა­ნა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი.

- გა­ა­მარ­თლა სა­ქარ­თვე­ლომ შენი იმე­დი?

- მო­ლო­დინ­საც კი გა­და­ა­ჭარ­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად ქარ­თულ ოჯახ­ში ერთი ოთა­ხი ვი­ქი­რა­ვე. იმ ადა­მი­ა­ნებ­მა ახ­ლო­ბე­ლი­ვით მი­მი­ღეს, მშობ­ლე­ბი­ვით მე­პყრო­ბოდ­ნენ. ცდი­ლობ­დნენ, გა­მო­ეკვლი­ათ, ვინ იყ­ვნენ ჩემი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი, სად ცხოვ­რობ­დნენ, რა ერ­ქვათ, რომ ჩემ­თვის რამე ზედ­მე­ტი არა­ვის გა­ე­ბე­და... როცა ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლისს ჩაი და ხი­ლიც კი შე­მოჰ­ქონ­და ჩემს ოთახ­ში. მათი სით­ბო­თი და მზრუნ­ვე­ლო­ბით გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. თურ­მე ჩემი ნაც­ნო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ზე სი­მარ­თლეს ამ­ბობ­დნენ. ქარ­თვე­ლებ­მა თან კარ­გი გარ­თო­ბა იცი­ან. არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ორ­შა­ბა­თია თუ შა­ბა­თი, ყო­ველ დღეს ყვე­ლა გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლი გა­და­ტე­ნი­ლია (იცი­ნის).

- სწავ­ლით კმა­ყო­ფი­ლი ხარ?

- ასეთ ხა­რისხს არც ვე­ლო­დი. ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ლექ­ტო­რებ­თან. ხან­და­ხან მათ­თან ერ­თად სტუ­დენ­ტე­ბი სა­ვახ­შმო­დაც კი დავ­დი­ვართ. მათ ჩვე­ნი პი­რა­დი ამ­ბე­ბიც კი იცი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცი­ლე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, ისე­ვე, რო­გორც ამე­რი­კა­ში. ლექ­ცი­ის დროს ყვე­ლას შე­უძ­ლია ოთახ­ში სი­ა­რუ­ლი (იღი­მის). ერთი წელი ამე­რი­კა­ში კო­ლე­ჯში ვსწავ­ლობ­დი და იქაც ზუს­ტად ასე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო.

- რა­მეს თუ გა­უკ­ვირ­ვე­ბი­ხარ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- (ფიქ­რობს) გა­მაკ­ვირ­ვა ბი­ჭე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გო­გო­ნე­ბი­სად­მი. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად ეპყრო­ბი­ან. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ბიჭს არ ვგუ­ლის­ხმობ, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის კა­მათს შე­ვეს­წა­რი და შოკი მი­ვი­ღე. გო­გო­ნებს უყ­ვი­რი­ან, ეჯი­კა­ვე­ბი­ან, აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან, ეს ალ­ბათ მათი ტემ­პე­რა­მენ­ტის ბრა­ლია. ასე­ვე გა­მიკ­ვირ­და, როცა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი ქალს არც სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში ეხ­მა­რე­ბა და არც ბავ­შვე­ბის მოვ­ლა­ში. ეს ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემ მი­მარ­თაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. რა­ტომ­ღაც მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გან ევ­რო­პე­ლი ვარ, ჩემი მო­ნა­დი­რე­ბა იო­ლია. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, მარ­ტო ვცხოვ­რობ თუ არა, რაც ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია, მაგ­რამ ზო­გა­დად, ხალ­ხი თბი­ლია. ერთხელ მახ­სოვს, სახ­ლში სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა და­მე­ზა­რა და საჭ­მე­ლად რეს­ტო­რან­ში წა­ვე­დი. გვერ­დით რამ­დე­ნი­მე მა­გი­და იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და მო­წი­ფუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ქე­ი­ფობ­დნენ. გა­მომ­კი­თხეს, სა­ი­დან ვი­ყა­ვი, მერე მა­გი­დას­თან მი­მი­პა­ტი­ჟეს, მაგ­რამ შემ­რცხვა და ვი­უ­ა­რე, მერე აი­ღეს ჩემი მა­გი­და და თა­ვი­სას შე­უ­ერ­თეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ მა­გი­დას­თან ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი ის­ხდნენ, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ას­წავ­ლი­და. მოკ­ლედ, ის სა­ღა­მო უჩ­ვე­უ­ლოდ და ხა­ლი­სი­ა­ნად გა­ვა­ტა­რე. სახ­ლში მთვრა­ლი დავ­ბრუნ­დი (იცი­ნის). წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ქა­ლა­ქის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად რომ წა­გიყ­ვა­ნონ? რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, ეს არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ მოხ­დე­ბა. მე და ჩემს მე­გობ­რებს ქარ­თველ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მთე­ლი თბი­ლი­სი შე­მოგ­ვა­ტა­რეს.

რო­ზე­ლინ ბა­ლე­ვა, ნი­გე­რი­ე­ლი სტუ­დენ­ტი:

- ჩემი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და აქ სწავ­ლა კუ­რი­ოზს უკავ­შირ­დე­ბა. ნი­გე­რი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მის უნი­ვერ­სი­ტეტს ურ­ჩევს. ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და ბიზ­ნე­სის შეს­წავ­ლა და ჩემი ოც­ნე­ბა იყო ამე­რი­კა­ში სწავ­ლა. ალ­ბათ იკი­თხავთ, ამე­რი­კა­ში თუ მინ­დო­და სწავ­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორ აღ­მოვ­ჩნდი? ეს ამ­ბა­ვი მეც ძა­ლი­ან მიკ­ვირს... ამე­რი­კის შტა­ტი ჯორ­ჯია და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თნა­ი­რი და­სა­ხე­ლე­ბის გამო ერ­თმა­ნეთ­ში ამე­რია და თავი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამოვ­ყა­ვი.

- სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არ იცოდ­ნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, ამე­რი­კა­ში გსურ­და სწავ­ლა?

- არა, როცა მათ პირ­ვე­ლად მი­ვა­კი­თხე, რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­მი­სა­ხე­ლეს, სა­დაც სწავ­ლა შე­მეძ­ლო. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე იაფი, ჯორ­ჯი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი აღ­მოჩ­ნდა. რა თქმა უნდა, მე თქვე­ნი ჯორ­ჯია ამე­რი­კუ­ლი ჯორ­ჯია მე­გო­ნა და არც კი მი­კი­თხავს, და­ბა­ლი ფა­სით გა­ხა­რე­ბულ­მა იმ სა­ა­გენ­ტოს და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­და­ვუ­ხა­დე მთე­ლი ჩემი და­ნა­ზო­გი. ისი­ნი ჩემი სწავ­ლის გა­და­სა­ხადს 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფა­რა­ვენ, რად­გან მათ თან­ხა წი­ნას­წარ მი­ვე­ცი. ახლა ამე­რი­კის ნაც­ვლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ვზი­ვარ და მშობ­ლე­ბის წვა­ლე­ბით ნა­შოვ­ნი და გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლით გა­ნათ­ლე­ბას ვი­ღებ...

როცა მივ­ხვდი, რაც და­მე­მარ­თა, ისე­თი იმედ­გაც­რუ­ე­ბა და­მე­უფ­ლა, სი­ცო­ცხლე აღარ მინ­დო­და, თან სა­ა­გენ­ტო ფულს უკან აღარ და­მიბ­რუ­ნებ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, თქვენს ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა­სა და სწავ­ლას შევ­გუ­ე­ბო­დი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, აღარც სწავ­ლა მინ­და და არც - აქ ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ სხვა გზა არ მაქვს. მთე­ლი ჩემი და­ნა­ზო­გი სწავ­ლა­ში გა­და­ვი­ხა­დე და სახ­ლში ვე­ღარ დავ­ბრუნ­დე­ბი.

- რო­გო­რია შენი ქარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტო­ბა?

- არც ისე იოლი. პირ­ველ რიგ­ში, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა მაქვს. ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლა რთუ­ლია, ცოტა კი ვიცი, მაგ­რამ ისე არა, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი და­უბ­რკო­ლებ­ლად შევ­ძლო. ამის გარ­და, სა­ა­გენ­ტო მპირ­დე­ბო­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე სამ­სა­ხურს იო­ლად ვი­შო­ვი­დი და სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემ­ნა­ი­რი გო­გო­ნა სამ­სა­ხურ­ში არა­ვის უნდა. ასე რომ, ისევ ჩემი ოჯა­ხი მი­ნა­ხავს.

- ძვი­რია თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა?

- ნი­გე­რი­ას­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით ძვი­რია. ამას­თან ერ­თად, მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ქარ­თვე­ლე­ბის­თვის უც­ნა­უ­რი ხალ­ხი ვართ და ჩვენ მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი არ არი­ან. მინ­და მათ ვუ­თხრა, აქ მხო­ლოდ სას­წავ­ლებ­ლად ვარ ჩა­მო­სუ­ლი და გა­უ­გებ­რო­ბის გამო მოვ­ხვდი. ხში­რად, ზურგს უკან, რა­სის­ტუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბიც მეს­მის, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვი­ზამ, უნდა ავი­ტა­ნო და შე­ვე­გუო. უნი­ვერ­სი­ტეტს რაც შე­ე­ხე­ბა, კარ­გი ლექ­ტო­რე­ბი მყავს და ამა­ში ნამ­დვი­ლად გა­მი­მარ­თლა. რა თქმა უნდა, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არ­სე­ბო­ბენ, ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბიც მყავს, მაგ­რამ - მხო­ლოდ გო­გო­ნე­ბი.

- რო­ზე­ლინ, ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მი შენს ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­გად­გე­ბა?

- ეგ სა­კი­თხი ჯერ კი­დევ გა­სარ­კვე­ვია, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რომ კი. წელს უკვე მე­ო­რე კურ­სზე ვარ და ერთი სული მაქვს, სწავ­ლას რო­დის და­ვას­რუ­ლებ, სახ­ლში წას­ვლა რომ შევ­ძლო. იმე­დია, სხვებს ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა გაკ­ვე­თი­ლად გა­მო­ად­გე­ბათ და სწავ­ლის და­წყე­ბის წინ კარ­გად გა­არ­კვე­ვენ, სად მი­დი­ან.

მი­კა­ელ ჰორ­ნი, შვე­დი სტუ­დენ­ტი:

- ყვე­ლა, ვი­საც ვე­უბ­ნე­ბი, რომ შვე­დი ვარ და თბი­ლის­ში ვსწავ­ლობ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი მი­ყუ­რებს. ზოგი პირ­და­პირ მე­უბ­ნე­ბა, ევ­რო­პი­დან აქ რამ ჩა­მო­გიყ­ვა­ნაო? თქვენს ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას გამო ჩა­მო­ვე­დი, რო­მე­ლიც დღეს უკვე ჩემი მე­უღ­ლეა. მინ­დო­და, ცოტა ხანს მის ქვე­ყა­ნა­ში მე­ცხოვ­რა, ტრა­დი­ცი­ებს გავ­ცნო­ბო­დი... ამი­ტო­მაც აქ სწავ­ლა გა­დავ­წყვი­ტე. შვე­დეთ­ში სწავ­ლა უფა­სოა, მაგ­რამ ჩემ­თვის გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, როცა სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვსწავ­ლობ. ვი­ცო­დი, ყვე­ლა­ფე­რი იოლი არ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამ გა­მოწ­ვე­ვის­თვის მზად ვი­ყა­ვი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლად იყო, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა.

- რა იყო რთუ­ლი?

- ენის არ­ცოდ­ნა. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მინ­დო­და, ადა­მი­ა­ნებს გავ­სა­უბ­რე­ბო­დი, მაგ­რამ არ შე­მეძ­ლო და თავს "ხე­იბ­რად" ვგრძნობ­დი. ახლა მონ­დო­მე­ბით ვსწავ­ლობ ქარ­თულს, მაგ­რამ სა­ნამ და­უბ­რკო­ლებ­ლად ვი­ლა­პა­რა­კებ, დრო დამ­ჭირ­დე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გვერ­დით ჩემი გოგო მყავს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში აქ ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.

- რო­გო­რია შენი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა?

- იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ, ოღონდ - არა სწავ­ლის ხა­რის­ხის გამო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სწავ­ლის ხა­რის­ხმა ჩემს მო­ლო­დინ­საც კი გა­და­ა­ჭარ­ბა, მაგ­რამ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბი­სად­მი სრუ­ლი­ად სხვა წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და. სწავ­ლა პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს აერ­თი­ა­ნებს, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბა, ერ­თობ­ლი­ვად უმკლავ­დე­ბი­ან პრობ­ლე­მებს... მაგ­რამ აქ არ არის მსგავ­სი კულ­ტუ­რა. შვე­დეთ­ში ყვე­ლამ იცის, რომ სტუ­დენ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე გა­ჭირ­ვე­ბუ­ლად ცხოვ­რო­ბენ, რად­გან მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად აქვთ და ყვე­ლა სტუ­დენ­ტი ერ­თნა­ი­რად შრო­მობს სწავ­ლის­თვის, მაგ­რამ ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რო­გორც წესი, სწავ­ლის ქი­რას სტუ­დენ­ტებს მშობ­ლე­ბი უხ­დი­ან. ამი­ტომ ჩემს კურ­სე­ლებს წარ­მოდ­გე­ნაც არა აქვთ, ფული რო­გო­რი მო­სა­პო­ვე­ბე­ლია... აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი სწავ­ლის მხრივ გან­სხვავ­დე­ბი­ან. გო­გო­ნე­ბი ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თით­ქმის მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან და­ნიშ­ნუ­ლე­ბი. არა­და, წე­სით, გა­ცი­ლე­ბით მეტი ქალ­ბა­ტო­ნი უნდა მუ­შა­ობ­დეს მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. დრო დამ­ჭირ­და იმის მი­სახ­ვედ­რად, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ამა თუ იმ საქ­მეს შენი ჩა­რე­ვის გა­რე­შე მო­გიგ­ვა­რებს. ვინც ბევ­რს ყვი­რის, მეტს იღებს, ვინც არა - არა­ფე­რი ხვდე­ბა (იცი­ნის). შენი საქ­მის გა­სა­კე­თებ­ლად ბევ­რი უნდა იწ­ვა­ლო, რომ არ და­გი­ვი­წყონ და გა­მორ­ჩეთ. შვე­დეთ­ში ვინ­მემ ასე რომ იაქ­ტი­უ­როს, ცუდ ტო­ნად ით­ვლე­ბა. აქ კი სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბას თუ არ მი­ვაქ­ცევთ, სა­ქარ­თვე­ლო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც მშვე­ნი­ე­რი ბუ­ნე­ბა და ამინ­დია. შვე­დეთ­თან შე­და­რე­ბით აქ თავს გა­ცი­ლე­ბით თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ. თა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი უფრო ია­ფია, მაგ­რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით ძვი­რია, ვიდ­რე პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ებ­ში. რო­გორც წესი, ევ­რო­პა­ში პი­რი­ქი­თაა. ზო­გა­დად კი, თუ ამ უჩ­ვე­უ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ეჩ­ვე­ვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა მარ­თლაც სა­სი­ა­მოვ­ნოა.

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართული უნივერსიტეტების უცხოელი სტუდენტები და მათი აქაური ცხოვრება

ქართული უნივერსიტეტების უცხოელი სტუდენტები და მათი აქაური ცხოვრება

საქართველოში არაერთი უცხოელი ახალგაზრდა იღებს განათლებას და ახლა სწორედ მათ შესახებ მინდა, მოგითხროთ. ალბათ საინტერესოა, რამ გადააწყვეტინა თითოეულ მათგანს აქ ჩამოსვლა? კმაყოფილები არიან თუ არა ჩვენს უნივერსიტეტებში სწავლით? როგორ ცხოვრობენ და საერთოდ, რას ფიქრობენ საქართველოში უცხო ქვეყნებიდან სასწავლებლად ჩამოსული ახალგაზრდები. ამისთვის რამდენიმე მათგანს შევხვდი.

არაშ ღასემლოუ, ირანელი სტუდენტი:

- თავდაპირველად საქართველოში ბიზნესის ასაწყობად ჩამოვედი. მე და ჩემს ძმას ტურისტული კომპანია გვაქვს და ირანელებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებას ვთავაზობთ. ამასთან, უმაღლეს სასწავლებელშიც ვსწავლობ... ისე, პროფესიით ელექტროინჟინერი ვარ, ეს ფაკულტეტი მალაიზიაში დავამთავრე. საქართველოში მაგისტრის ხარისხის დაცვა მინდოდა, მაგრამ ჩემი დიპლომის აღიარება დროში გაიწელა. ამიტომაც გადავწყვიტე, საქართველოში ბიზნესის მენეჯმენტი შემესწავლა და საბუთები ერთ-ერთ საერთაშორისო უნივერსიტეტში შევიტანე. ნორმალური სტუდენტი არ ვარ, მუშაობა და ლექციებზე დასწრება მიძნელდება, მაგრამ ჩასაბარებელი საგანი არასოდეს დამრჩენია... სხვათა შორის, ირანელებისა და ქართველების წარმოდგენა განათლებაზე ერთმანეთს ემთხვევა. ყველა მშობელს შვილი პროფესორი უნდა, რომ ჰყავდეს (იღიმის). ჩემი მშობლებიც ასე არიან.

- აღნიშნე, ნორმალური სტუდენტი არ ვარო...

- (მაწყვეტინებს) ნორმალური სტუდენტი კი არა, ნორმალური ადამიანიც არ ვარ (იცინის)... ქართველები მაგარი ხალხი ხართ. საქართველოს გარშემო ყველა ქვეყანა მაქვს შემოვლილი, მაგრამ თქვენნაირი ადამიანები არსად შემხვედრია. თავდაპირველად კურსელებთან ურთიერთობის პრობლემა მქონდა, რატომღაც ყველა ისე მიყურებდა, თითქოს მათგან განსხვავებული ვიყავი. თუ სადმე მიდიოდნენ, არასოდეს მატყობინებდნენ. არც იმას მეუბნებოდნენ, ლექცია თუ გვიცდებოდა. თითქოს მეგობრები ვიყავით, მაგრამ კომუნიკაციის პრობლემა გვქონდა. ეს ალბათ, იმითაც იყო გამოწვეული, რომ ქართველებს ინგლისურად ლაპარაკს, თავის ენაზე საუბარი ურჩევნიათ.

- ქართული ვერ ისწავლე?

- ცოტა-ცოტა (ქართულად მპასუხობს). წელიწად-ნახევრის განმავლობაში თქვენი ენა კარგად ვისწავლე... ისე, არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ლექტორებთან, იმდენად კარგი, რომ ერთ-ერთმა მათგანმა დაბადების დღეზეც კი დამპატიჟა. სხვათა შორის, პედაგოგები არ ცდილობენ, რომ ჩაგჭრან, პირიქით, გეხმარებიან. ამან გამაკვირვა. მახსოვს, მალაიზიაში სწავლისას ზედმეტი თანხის მიღების მიზნით, სტუდენტებს გამოცდაზე ხშირად ჭრიდნენ.

ნადიშ სამარანაიკე, შრილანკელი სტუდენტი:

- უკვე წელიწადზე მეტია, საქართველოში ვსწავლობ. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დავბრუნდები და საზღვაო ფლოტში ექიმად ვიმსახურებ. ვეცდები, გამოცდილება მივიღო და პროფესიონალიზმი ავიმაღლო.

- როგორც ვიცი, ბრიტანეთშიც სწავლობდი...

- კი, ლონდონში ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი დავამთავრე. თავდაპირველად, ვფიქრობდი, ჩემი ძმისთვის მიმებაძა, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესორია, მასავით ხარისხის დაცვაზე მეზრუნა, მაგრამ მერე გეგმა შევცვალე. შრილანკაში სპეციალური სააგენტოა, რომელიც მსურველ სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში გზავნის. მივმართე იმ სააგენტოს და მათი მეშვეობით საქართველოში სწავლა გადავწყვიტე.

- რატომ მაინცდამაინც საქართველოში?

- მთავარი მიზეზი სწავლის საფასური იყო. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებთან შედარებით ორმაგ ფასს ვიხდით, სწავლა მაინც იაფია. ასე რომ, სტუდენტისთვის, რომელსაც განათლების მიღება სურს, საქართველო მისაღებია... აქ ჩამოსვლამდე თქვენს ქვეყანაზე არაფერი ვიცოდი. ჩვენთვის აქ ყველაზე დიდი პრობლემა ენის უცოდინარობაა. დღესდღეობით ქართულად ასე თუ ისე, ლაპარაკს ვახერხებ, მაგრამ დამერწმუნეთ, რთულია, უნივერსიტეტში თან, მედიცინას სწავლობდე და თან, ურთულეს ენას, ქართულს ეუფლებოდე. ხანდახან თავს უცხოპლანეტელად ვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტაქსის მძღოლებს ველაპარაკები (იცინის).

- სწავლა ხომ არ გიჭირს?

- სწავლის ხარისხს რაც შეეხება, ბევრი კარგი ლექტორი გვყავს, მაგრამ მაინც, სწავლის დონე ფასის შესაბამისია. სიმართლე გითხრათ, მეტს არც ველოდი... ერთი ლექტორი გვყავდა, რომელიც სტუდენტებს თავისი დაწერილი წიგნით ასწავლიდა. ის წიგნი ჩვენც ვიყიდეთ, მაგრამ მასში იმდენი გრამატიკული შეცდომა იყო, ვერაფერი გავიგეთ. ვისხედით კომპიუტერთან და იმ საგანს ინტერნეტის საშუალებით ვსწავლობდით. ხანდახან კი ყველაფერი ძალიან იოლია. ამას წინათ ერთ-ერთმა ლექტორმა ქართული სექტორის სტუდენტებს საგამოცდო ტესტის პასუხები წინასწარ ჩააწერინა. იმ ჯგუფელმა გოგონებმა პასუხები ჩვენც მოგვცეს, მაგრამ ვერ მივხვდი, რატომ უნდა გადამეწერა პასუხები იმ ფურცლიდან? სხვათა შორის, ქართველი გოგონები კარგად სწავლობენ, ბიბლიოთეკაში რომ შეიხედოთ, იქ 80 პროცენტი გოგონა ზის. ბიჭებზე კი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, უნივერსიტეტის ეზოში დგომისა და სიგარეტის მოწევის მეტს, არაფერს აკეთებენ. როგორც წესი, გამოცდების დროს ისინი გოგონების იმედზე არიან.

- როგორია შენი თბილისური ცხოვრება?

- საკმაოდ დატვირთული და ოდნავ ძვირი, ვიდრე ქართველებისთვის. როგორც წესი, ბინის დაქირავებისას 20-30 პროცენტით მეტს ვიხდით, ვიდრე ქართველები. არაჩვეულებრივი ქვეყანა და ბუნება გაქვთ. იმედი მაქვს, საქართველო საერთაშორისო სტანდარტების ქვეყანა გახდება...

- ქართველი მეგობრები თუ გყავს?

- კი, არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს, რომლებსაც უნდათ, რომ ქართული ენა მასწავლონ, თვითონ კი ინგლისურად ლაპარაკს ცდილობენ. ქართველი გოგონები თბილები და კეთილები არიან.

კეროლაინ სრომეკ, გერმანელი სტუდენტი:

- ბევრმა მირჩია, რომ სწავლა აქ გამეგრძელებინა. საქართველოში ჩამოსვლამდე აქ ნამყოფ არაერთ ადამიანს ველაპარაკე. ყველა ისეთი აღფრთოვანებული იყო, მივხვდი, სწორ არჩევანს ვაკეთებდი. დღეს თბილისში არაერთი უცხოელი მეგობარი მყავს. მათ შორის, ერთი მხოლოდ 2 კვირით აპირებდა დარჩენას და უკვე 2 წელია, აქ ცხოვრობს. დედაჩემი პოლონელია და საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა. მასაც უყვარს თქვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი.

- გაამართლა საქართველომ შენი იმედი?

- მოლოდინსაც კი გადააჭარბა. თავდაპირველად ქართულ ოჯახში ერთი ოთახი ვიქირავე. იმ ადამიანებმა ახლობელივით მიმიღეს, მშობლებივით მეპყრობოდნენ. ცდილობდნენ, გამოეკვლიათ, ვინ იყვნენ ჩემი ქართველი მეგობრები, სად ცხოვრობდნენ, რა ერქვათ, რომ ჩემთვის რამე ზედმეტი არავის გაებედა... როცა ვმეცადინეობდი, ოჯახის დიასახლისს ჩაი და ხილიც კი შემოჰქონდა ჩემს ოთახში. მათი სითბოთი და მზრუნველობით გაოგნებული ვიყავი. თურმე ჩემი ნაცნობები საქართველოზე სიმართლეს ამბობდნენ. ქართველებმა თან კარგი გართობა იციან. არა აქვს მნიშვნელობა, ორშაბათია თუ შაბათი, ყოველ დღეს ყველა გასართობი ადგილი გადატენილია (იცინის).

- სწავლით კმაყოფილი ხარ?

- ასეთ ხარისხს არც ველოდი. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ლექტორებთან. ხანდახან მათთან ერთად სტუდენტები სავახშმოდაც კი დავდივართ. მათ ჩვენი პირადი ამბებიც კი იციან. საქართველოში გაცილებით თავისუფალი სტუდენტები არიან, ისევე, როგორც ამერიკაში. ლექციის დროს ყველას შეუძლია ოთახში სიარული (იღიმის). ერთი წელი ამერიკაში კოლეჯში ვსწავლობდი და იქაც ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო.

- რამეს თუ გაუკვირვებიხარ საქართველოში?

- (ფიქრობს) გამაკვირვა ბიჭების დამოკიდებულებამ გოგონებისადმი. ძალიან უცნაურად ეპყრობიან. რა თქმა უნდა, ყველა ბიჭს არ ვგულისხმობ, მაგრამ რამდენჯერმე უნივერსიტეტში შეყვარებულების კამათს შევესწარი და შოკი მივიღე. გოგონებს უყვირიან, ეჯიკავებიან, აგრესიულები არიან, ეს ალბათ მათი ტემპერამენტის ბრალია. ასევე გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ქართველი მამაკაცი ქალს არც საოჯახო საქმეებში ეხმარება და არც ბავშვების მოვლაში. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. მათი დამოკიდებულება ჩემ მიმართაც განსხვავებულია. რატომღაც მიიჩნევენ, რადგან ევროპელი ვარ, ჩემი მონადირება იოლია. ხშირად მეკითხებიან, მარტო ვცხოვრობ თუ არა, რაც ჩემთვის შეურაცხმყოფელია, მაგრამ ზოგადად, ხალხი თბილია. ერთხელ მახსოვს, სახლში სადილის მომზადება დამეზარა და საჭმელად რესტორანში წავედი. გვერდით რამდენიმე მაგიდა იყო გაერთიანებული და მოწიფული ადამიანები ქეიფობდნენ. გამომკითხეს, საიდან ვიყავი, მერე მაგიდასთან მიმიპატიჟეს, მაგრამ შემრცხვა და ვიუარე, მერე აიღეს ჩემი მაგიდა და თავისას შეუერთეს. აღმოჩნდა, რომ იმ მაგიდასთან ქართველი ექიმები ისხდნენ, რამდენიმე მათგანი ჩემს უნივერსიტეტშიც ასწავლიდა. მოკლედ, ის საღამო უჩვეულოდ და ხალისიანად გავატარე. სახლში მთვრალი დავბრუნდი (იცინის). წარმოგიდგენიათ, რომელიმე ქვეყანაში პოლიციელებმა ქალაქის დასათვალიერებლად რომ წაგიყვანონ? რა თქმა უნდა, საქართველოს გარდა, ეს არც ერთ ქვეყანაში არ მოხდება. მე და ჩემს მეგობრებს ქართველმა პოლიციელებმა მთელი თბილისი შემოგვატარეს.

როზელინ ბალევა, ნიგერიელი სტუდენტი:

- ჩემი საქართველოში ჩამოსვლა და აქ სწავლა კურიოზს უკავშირდება. ნიგერიაში სპეციალური სააგენტოა, რომელიც მომავალ სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უნივერსიტეტს ურჩევს. ბავშვობიდან მინდოდა ბიზნესის შესწავლა და ჩემი ოცნება იყო ამერიკაში სწავლა. ალბათ იკითხავთ, ამერიკაში თუ მინდოდა სწავლა, საქართველოში როგორ აღმოვჩნდი? ეს ამბავი მეც ძალიან მიკვირს... ამერიკის შტატი ჯორჯია და საქართველო ერთნაირი დასახელების გამო ერთმანეთში ამერია და თავი საქართველოში ამოვყავი.

- სააგენტოს წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, რომ საქართველოში კი არა, ამერიკაში გსურდა სწავლა?

- არა, როცა მათ პირველად მივაკითხე, რამდენიმე უნივერსიტეტი დამისახელეს, სადაც სწავლა შემეძლო. მათ შორის ყველაზე იაფი, ჯორჯიის უნივერსიტეტი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მე თქვენი ჯორჯია ამერიკული ჯორჯია მეგონა და არც კი მიკითხავს, დაბალი ფასით გახარებულმა იმ სააგენტოს დაუფიქრებლად გადავუხადე მთელი ჩემი დანაზოგი. ისინი ჩემი სწავლის გადასახადს 4 წლის განმავლობაში დაფარავენ, რადგან მათ თანხა წინასწარ მივეცი. ახლა ამერიკის ნაცვლად საქართველოში ვზივარ და მშობლების წვალებით ნაშოვნი და გამოგზავნილი ფულით განათლებას ვიღებ...

როცა მივხვდი, რაც დამემართა, ისეთი იმედგაცრუება დამეუფლა, სიცოცხლე აღარ მინდოდა, თან სააგენტო ფულს უკან აღარ დამიბრუნებდა და იძულებული გავხდი, თქვენს ქვეყანაში ცხოვრებასა და სწავლას შევგუებოდი. სიმართლე გითხრათ, აღარც სწავლა მინდა და არც - აქ ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. მთელი ჩემი დანაზოგი სწავლაში გადავიხადე და სახლში ვეღარ დავბრუნდები.

- როგორია შენი ქართული სტუდენტობა?

- არც ისე იოლი. პირველ რიგში, კომუნიკაციის პრობლემა მაქვს. ქართული ენის სწავლა რთულია, ცოტა კი ვიცი, მაგრამ ისე არა, რომ ადამიანებთან კონტაქტი დაუბრკოლებლად შევძლო. ამის გარდა, სააგენტო მპირდებოდა, რომ ქვეყანაში ჩასვლისთანავე სამსახურს იოლად ვიშოვიდი და სწავლის პარალელურად, მუშაობის საშუალებაც მექნებოდა, მაგრამ საქართველოში ჩემნაირი გოგონა სამსახურში არავის უნდა. ასე რომ, ისევ ჩემი ოჯახი მინახავს.

- ძვირია თბილისში ცხოვრება?

- ნიგერიასთან შედარებით, ყველაფერი გაცილებით ძვირია. ამასთან ერთად, მეჩვენება, რომ ქართველებისთვის უცნაური ხალხი ვართ და ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილები არ არიან. მინდა მათ ვუთხრა, აქ მხოლოდ სასწავლებლად ვარ ჩამოსული და გაუგებრობის გამო მოვხვდი. ხშირად, ზურგს უკან, რასისტული შეძახილებიც მესმის, მაგრამ ვერაფერს ვიზამ, უნდა ავიტანო და შევეგუო. უნივერსიტეტს რაც შეეხება, კარგი ლექტორები მყავს და ამაში ნამდვილად გამიმართლა. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობენ, ქართველი მეგობრებიც მყავს, მაგრამ - მხოლოდ გოგონები.

- როზელინ, ქართული დიპლომი შენს ქვეყანაში გამოგადგება?

- ეგ საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კი. წელს უკვე მეორე კურსზე ვარ და ერთი სული მაქვს, სწავლას როდის დავასრულებ, სახლში წასვლა რომ შევძლო. იმედია, სხვებს ჩემი გამოცდილება გაკვეთილად გამოადგებათ და სწავლის დაწყების წინ კარგად გაარკვევენ, სად მიდიან.

მიკაელ ჰორნი, შვედი სტუდენტი:

- ყველა, ვისაც ვეუბნები, რომ შვედი ვარ და თბილისში ვსწავლობ, გაოგნებული მიყურებს. ზოგი პირდაპირ მეუბნება, ევროპიდან აქ რამ ჩამოგიყვანაო? თქვენს ქვეყანაში ქართველი გოგონას გამო ჩამოვედი, რომელიც დღეს უკვე ჩემი მეუღლეა. მინდოდა, ცოტა ხანს მის ქვეყანაში მეცხოვრა, ტრადიციებს გავცნობოდი... ამიტომაც აქ სწავლა გადავწყვიტე. შვედეთში სწავლა უფასოა, მაგრამ ჩემთვის გაცილებით საინტერესოა, როცა სხვა ქვეყანაში ვსწავლობ. ვიცოდი, ყველაფერი იოლი არ იქნებოდა, მაგრამ ამ გამოწვევისთვის მზად ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გაცილებით რთულად იყო, ვიდრე წარმომედგინა.

- რა იყო რთული?

- ენის არცოდნა. იყო შემთხვევები, როცა მინდოდა, ადამიანებს გავსაუბრებოდი, მაგრამ არ შემეძლო და თავს "ხეიბრად" ვგრძნობდი. ახლა მონდომებით ვსწავლობ ქართულს, მაგრამ სანამ დაუბრკოლებლად ვილაპარაკებ, დრო დამჭირდება. საბედნიეროდ, გვერდით ჩემი გოგო მყავს, რომელიც ყველაფერში მეხმარება. სხვა შემთხვევაში აქ ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა.

- როგორია შენი სტუდენტური ცხოვრება?

- იმედგაცრუებული ვარ, ოღონდ - არა სწავლის ხარისხის გამო. შეიძლება ითქვას, რომ სწავლის ხარისხმა ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა, მაგრამ ჩემს ქვეყანაში სტუდენტური ცხოვრებისადმი სრულიად სხვა წარმოდგენა მქონდა. სწავლა პროცესია, რომელიც ადამიანებს აერთიანებს, ყველა ერთმანეთს ეხმარება, ერთობლივად უმკლავდებიან პრობლემებს... მაგრამ აქ არ არის მსგავსი კულტურა. შვედეთში ყველამ იცის, რომ სტუდენტები ყველაზე გაჭირვებულად ცხოვრობენ, რადგან მუშაობის საშუალება ნაკლებად აქვთ და ყველა სტუდენტი ერთნაირად შრომობს სწავლისთვის, მაგრამ ჩემს უნივერსიტეტში როგორც წესი, სწავლის ქირას სტუდენტებს მშობლები უხდიან. ამიტომ ჩემს კურსელებს წარმოდგენაც არა აქვთ, ფული როგორი მოსაპოვებელია... აღმოვაჩინე, რომ გოგონები და ბიჭები სწავლის მხრივ განსხვავდებიან. გოგონები ძალიან მოტივირებულები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა მაღალ თანამდებობაზე თითქმის მამაკაცები არიან დანიშნულები. არადა, წესით, გაცილებით მეტი ქალბატონი უნდა მუშაობდეს მაღალ თანამდებობაზე. დრო დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ საქართველოში არ არის სისტემა, რომელიც ამა თუ იმ საქმეს შენი ჩარევის გარეშე მოგიგვარებს. ვინც ბევრს ყვირის, მეტს იღებს, ვინც არა - არაფერი ხვდება (იცინის). შენი საქმის გასაკეთებლად ბევრი უნდა იწვალო, რომ არ დაგივიწყონ და გამორჩეთ. შვედეთში ვინმემ ასე რომ იაქტიუროს, ცუდ ტონად ითვლება. აქ კი სხვანაირად არც შეიძლება. ამ ყველაფერს ყურადღებას თუ არ მივაქცევთ, საქართველო არაჩვეულებრივი და დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა, სადაც მშვენიერი ბუნება და ამინდია. შვედეთთან შედარებით აქ თავს გაცილებით თავისუფლად ვგრძნობ. თანაც ყველაფერი უფრო იაფია, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ დიდ სუპერმარკეტებში ყველაფერი გაცილებით ძვირია, ვიდრე პატარა მაღაზიებში. როგორც წესი, ევროპაში პირიქითაა. ზოგადად კი, თუ ამ უჩვეულო მდგომარეობას შეეჩვევი, საქართველოში ცხოვრება მართლაც სასიამოვნოა.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"