გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე: "გუ­ან­ტა­ნა­მო­ღა დამ­რჩა მო­სავ­ლე­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხე"

გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე: "გუ­ან­ტა­ნა­მო­ღა დამ­რჩა მო­სავ­ლე­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხე"

სა­ხე­ლო­ვან­მა ფეხ­ბურ­თელ­მა გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძემ სა­პა­ტიმ­როს კედ­ლე­ბი და­ტო­ვა. დე­მემ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით 2,6 წე­ლი გა­ა­ტა­რა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, თუმ­ცა დღეს იმ 190 შეწყ­ა­ლე­ბულ პო­ლიტ­პა­ტი­მარს შო­რი­სა­ა, რომ­ლებ­მაც წარ­სულ­ში და­ტო­ვეს პა­ტიმ­რის კოშ­მა­რუ­ლი ხვედ­რი. რო­გორც დე­მე ამ­ბობს, ჯერ "თა­ვი­სუფ­ლე­ბით ტკბე­ბა", ახ­ლო მო­მა­ვალ­ში კი შე­უდ­გე­ბა ბრძო­ლას სა­კან­ში დარ­ჩე­ნი­ლი მე­გობ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის.

- გი­ორ­გი, გი­ლო­ცავ. რა გან­ცდა გქონ­და, რო­დე­საც საპყ­რო­ბი­ლის რკი­ნის კა­რი გა­ი­ღო და ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდი?

- ბედ­ნი­ე­რი ვარ... რო­გორც ვცხოვ­რობ­დი, ისე გან­ვაგ­რძობ ცხოვ­რე­ბას. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი. კი იყო მძი­მე 2,6 წე­ლი ცი­ხე­ში ყოფ­ნა, მაგ­რამ რა გა­ეწყ­ო­ბა, ასე მოხ­და. ეს­-ე­საა გა­მო­ვე­დი და უკ­ვე მოვ­ში­ნა­ურ­დი (ი­ცი­ნის). არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა იმის გან­ცდას, რომ თა­ვი­სუფ­ლდე­ბი და ოჯახს უბ­რუნ­დე­ბი. წი­ნა დღეს ისე ვი­ნერ­ვი­უ­ლე, მარ­თლი გითხ­რათ, ღა­მით წე­სი­ე­რად არ მძი­ნე­ბი­ა.

- ვინ დაგ­ხვდა გა­რეთ?

- იმ­დე­ნი ვინ­მე დამ­ხვდა, მე­ში­ნი­ა, არა­ვინ გა­მომ­რჩეს (ი­ცი­ნის).

- რო­გორ გექ­ცე­ოდ­ნენ, გა­უ­საძ­ლი­სი იყო პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნა?

- ზო­გი­ერ­თი პა­ტივს მცემ­და, ჯა­ლა­თე­ბი­სა და სუ­ლით მა­ხინ­ჯი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ვინ ხარ - ადა­მი­ა­ნად არ გთვლი­ან...

- მა­ინც რა და­გა­მახ­სოვ­რდა ყვე­ლა­ზე ცუ­დად ან კარ­გად?

- ყვე­ლა­ზე ცუ­დად მე-6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და ე.წ. კრი­ტი და­მა­მახ­სოვ­რდა, სა­დაც ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არც სა­პონს გვაძ­ლევ­დნენ, არც კბი­ლის ჯაგ­რისს, არც ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალდს და არც ბა­რა­თით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას. კარ­გზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტი­ა, ერ­თა­დერ­თი არის ის, რომ ცი­ხე­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე და უამ­რა­ვი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი. ცი­ხე­ებ­ში ბევ­რი უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი­ა. მა­თი საქ­მე­ე­ბი გა­და­სა­ხე­დი­ა, ავად­მყო­ფებს კი სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ, რად­გან ცი­ხის მძი­მე პი­რო­ბე­ბი პა­ტიმ­რე­ბის ფსი­ქი­კა­ზე აი­სა­ხე­ბა.

- ცი­ხის კად­რე­ბი, ალ­ბათ, ნა­ხე...

- ჩვენ ხომ ვი­ცო­დით, რა და რო­გორ ხდე­ბო­და, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ უყუ­რებ ასეთ კად­რებს, უფ­რო დამ­თრგუნ­ვე­ლი­ა. რა, გა­ზე­თებ­ში არ იწე­რე­ბო­და, პა­ტიმ­რებს რომ აწა­მებ­დნენ და სას­ტი­კად ექ­ცე­ოდ­ნენ?! მა­ინ­ცდა­მა­ინც ტე­ლეეკ­რან­ზე უნ­და ენა­ხა ხალხს ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ და­ე­ჯე­რე­ბი­ნა?

- გი­ორ­გი, რამ­დე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იც­ვა­ლე?

- ვი­ყა­ვი გლდან­ში, მე­ექ­ვსე­ში, ე.წ. კრიტ­ში, შემ­დეგ მეშ­ვი­დე­ში და ბო­ლოს ორ­თა­ჭა­ლა­ში. კარ­გი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი ექ­სკურ­სია გა­მო­მი­ვი­და. ერ­თი, გუ­ან­ტა­ნა­მო დამ­რჩა მო­სავ­ლე­ლი, თო­რემ, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხე.

- რა შე­იც­ვა­ლა ცი­ხის კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში?

- მოხ­და გარ­და­ტე­ხა, და­ი­ჭი­რეს ჯა­ლა­თე­ბი. თუმ­ცა პა­ტიმ­რე­ბის­გან შე­ვიტყ­ვე, ცე­მა-­წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­თა­გან ზო­გი­ერ­თი ად­გილ­ზე დარ­ჩა.

- გა­მოს­ვლი­სას თქვი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა დღეს კი არა, 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ვიგ­რძე­ნი­ო...

- რა თქმა უნ­და, არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი რომ გა­მოცხ­ად­და, მივ­ხვდით, რომ ქვე­ყა­ნას ეშ­ვე­ლე­ბო­და, მათ შო­რის პა­ტიმ­რებ­საც. ამ შე­დე­გებ­მა და­ა­საფ­ლა­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი, პა­ტიმ­რებ­მა შვე­ბა იგ­რძნეს, ხალხს იმე­დი გა­უჩ­ნდა და ამ იმედს უკ­ვე ამარ­თლებს კი­დეც ახა­ლი მთავ­რო­ბა.

- თუ შე­იძ­ლე­ბა აგ­ვიხ­სე­ნი, რა­ტომ არის გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი?

- ამ მთავ­რო­ბამ რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გა­მო გა­მამ­წე­სა ცი­ხე­ში. ისე, კი ვი­ცი, რის გა­მოც, თო­რემ, აბა, რო­მე­ლი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რი მე ვი­ყა­ვი, ფეხ­ბურ­თე­ლი კა­ცი? მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ხე­ლი და­მე­დო ვი­ღა­ცე­ბის­თვის, მი­მე­წო­დე­ბი­ნა მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ა.

- მა­ინც ვის­თვის უნ­და და­გე­დო ხე­ლი?

- ვა­ტო ყი­ფი­ა­ნის­თვის, კა­ხა კა­ლა­ძის­თვის, სხვე­ბის­თვი­საც... მი­მა­ნიშ­ნებ­დნენ, გა­ჩუმ­დეს შე­ნი მე­გო­ბა­რი­ო. რა თქმა უნ­და, ამა­ზე უა­რი ვთქვი. არა­კა­ცუ­რი­ა, გან­საც­დელ­ში ჩა­ვარ­დნილს მე­გობ­რის­კენ გა­მეშ­ვი­რა ხე­ლი. კა­ხა იმ საფ­რთხეს უქ­მნი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ აგერ, მო­ვიდ­ნენ და და­ა­მარ­ცხეს ეს ჯა­ლა­თე­ბი და ვირ­თხე­ბი. ამი­ტო­მაც უნ­დო­დათ კა­ხა კა­ლა­ძი­სა და მი­სი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის გა­ჩუ­მე­ბა. კა­ხამ ბო­ლომ­დე მი­ერ­თგუ­ლა. სხვა მე­გობ­რე­ბიც მყავს, მაგ­რამ მა­სა­ვით არა­ვინ დამ­დგო­მია გვერ­დში...

- ვი­ცი, რომ საქ­მის გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებ.

- რა თქმა უნ­და, ვა­პი­რებ. ჩვენს მე­გო­ბარს, და­თუ­ნა გაგ­ნი­ძეს, 8 წე­ლი აქვს მის­ჯი­ლი, სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ ზის ცი­ხე­ში და რა გა­მა­ჩე­რებს? ახ­ლო მო­მა­ვალ­ში მივ­მარ­თავთ პრო­კუ­რა­ტუ­რას, ხე­ლახ­ლა გა­ნი­ხი­ლოს ეს საქ­მე. ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ ჩე­მი მე­გობ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.

- მარ­თლა გე­პა­ტი­ჟე­ბი­ან დო­ნეც­კში მწვრთნე­ლად?

- სად ვიქ­ნე­ბი და რო­გორ, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­ფიქ­რი­ა, ეს­-ე­საა გა­მო­ვე­დი ცი­ხი­დან, ერ­თი­-ო­რი კვი­რა უნ­და და­ვის­ვე­ნო და შე­ვეჩ­ვიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

- ფეხ­ბურთს ხომ არ მი­უბ­რუნ­დე­ბი?

- რა­ღა დროს ჩე­მი ფეხ­ბურ­თი­ა, 36 წლის ვარ და ორ­წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რი ცი­ხე­ში გა­ვა­ტა­რე. ხალ­ხი მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ფეხ­ბურთს თა­მა­შობს და 36 წლი­სა მა­ინც ვე­ღარ "ქა­ჩა­ვენ". არც ისე­თი უნა­მუ­სო ვარ, ფეხ­ბურ­თში მო­თა­მა­შის სტა­ტუ­სით დავ­ბრუნ­დე.

- ძვე­ლით ახალ წელს სად შეხ­ვდი?

- რა თქმა უნ­და, ოჯახ­ში - მა­მა­ჩე­მის, ჩე­მი დის შვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის გვერ­დით.

- და­ო­ჯა­ხე­ბას არ აპი­რებ?

- ახ­ლა­ხან გა­მო­ვე­დი ცი­ხი­დან, 36 წლის ვარ და რა ვი­ცი, მო­ვას­წრებ კი და­ო­ჯა­ხე­ბას (ი­ცი­ნის)? შეყ­ვა­რე­ბულს ცი­ხე­ში ხომ არ გა­ვი­ჩენ­დი? არც და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე მყო­ლია ვინ­მე, რო­გო­რი და­სა­ტო­ვე­ბე­ლია გა­რეთ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- პირ­ველ რიგ­ში რის გა­კე­თე­ბას აპი­რებ?

- ჯერ და­ვის­ვე­ნებ, მე­რე მცხე­თა­ში წა­ვალ ჩემს მოძღ­ვარ იო­ა­ნეს­თან, შემ­დეგ მო­ვივ­ლი მე­გობ­რებს და ვნა­ხოთ... ჯერ­ჯე­რო­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბით ვტკბე­ბი.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ: "დემე დღეს რომ გამოუშვი, მაგარი ხარ ბიძინა" - გათავისუფლებულ გიორგი დემეტრაძეს ლექსი მიუძღვნეს

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"