სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი მეორედ თხოვდება
იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი მეორედ თხოვდება

უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს ქა­ლიშ­ვი­ლი, ევ­გე­ნია მე­ო­რედ თხოვ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნამ ბრი­ტა­ნე­ლი რო­კე­რი შონ კარი, რო­მელ­საც ერთი წლის წინ და­შორ­და, ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნით არ­ტურ ჩე­ჩეტ­კი­ნით ჩა­ა­ნაც­ვლა.

შონ კარ­თან ტი­მო­შენ­კოს ქა­ლიშ­ვი­ლი ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და, მათ 2005 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს კი­ევ­ში იქორ­წი­ნეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბით, წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზი იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და­ძა­ბუ­ლი ბრძო­ლა გახ­და. რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­ზე­თე­ბი წე­რენ, 32 წლის ევ­გე­ნია კვლავ ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ქორ­წი­ნე­ბის დე­ტა­ლე­ბი, ან მისი თა­რი­ღი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ წყვი­ლი რო­მანს ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­და. ევ­გე­ნი­ამ და არ­ტურ­მა ახა­ლი წელი კარ­პა­ტებ­ში, ბუ­კო­ვე­ლის პრეს­ტი­ჟულ კუ­რორტზე გა­ა­ტა­რეს.

არ­ტურ ჩე­ჩეტ­კი­ნი წარ­მო­შო­ბით ოდე­სი­და­ნაა, ის ამე­რი­კა­ში ოჯახ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად 15 წლის წინ გა­და­ვი­და, თუმ­ცა ოდე­სა­ში ხში­რად ჩა­დი­ო­და. ბიზ­ნეს­მენ­მა ევ­გე­ნია სწო­რედ ოდე­სა­ში გა­იც­ნო.

ტი­მო­შენ­კოს ოჯა­ხი მო­მა­ვა­ლი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რებს და აცხა­დებს, რომ ვიდ­რე იუ­ლია პა­ტიმ­რო­ბა­შია, მათ ოჯახ­ში მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია eg.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი მეორედ თხოვდება

იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი მეორედ თხოვდება

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი, ევგენია მეორედ თხოვდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გოგონამ ბრიტანელი როკერი შონ კარი, რომელსაც ერთი წლის წინ დაშორდა, ამერიკელი ბიზნესმენით არტურ ჩეჩეტკინით ჩაანაცვლა.

შონ კართან ტიმოშენკოს ქალიშვილი ექვსი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მათ 2005 წლის 1 ოქტომბერს კიევში იქორწინეს. გავრცელებული ხმებით, წყვილის განქორწინების მიზეზი იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებისთვის დაძაბული ბრძოლა გახდა. როგორც უკრაინული გაზეთები წერენ, 32 წლის ევგენია კვლავ ქორწილისთვის ემზადება.

ქორწინების დეტალები, ან მისი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ წყვილი რომანს ერთი წლის განმავლობაში მალავდა. ევგენიამ და არტურმა ახალი წელი კარპატებში, ბუკოველის პრესტიჟულ კურორტზე გაატარეს.

არტურ ჩეჩეტკინი წარმოშობით ოდესიდანაა, ის ამერიკაში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად 15 წლის წინ გადავიდა, თუმცა ოდესაში ხშირად ჩადიოდა. ბიზნესმენმა ევგენია სწორედ ოდესაში გაიცნო.

ტიმოშენკოს ოჯახი მომავალი ქორწინების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ვიდრე იულია პატიმრობაშია, მათ ოჯახში მსგავსი ღონისძიება არ იგეგმება.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა