ანდრო ბარნოვი: "შიშის ფაქტორის დაძლევის გარანტორი რწმუნებულის ინსტიტუტი იქნება"

ანდრო ბარნოვი: "შიშის ფაქტორის დაძლევის გარანტორი რწმუნებულის ინსტიტუტი იქნება"

შიდა ქართლის ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა, ანდრო ბარნოვმა ჟურნალისტებისთვის პირველი ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტის რწმუნებული  ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობას და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას გეგმავს. ის აპირებს ყურადღება ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესებს მიაქციოს. მართალია მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტები უკვე დამტკიცებულია, ამიტომ მან აპარატის უფროსს ყველა დოკუმენტის მაგიდაზე დადება დაავალა. ამასთან პრეზიდენტის რწმუნებულის რეზიდენციაში ყურადღება გამახვილდება რეგიონში მიმდინარე პროექტების დეტალური გაცნობაზე, სარწყავი არხების რეაბილიტაციაზე, ტურიზმის განვითარებასა და სამაშველო სამსახურის აღჭურვაზე.

ბრიფინგზე ანდო ბარნოვი საზოგადოებაში შიშის არსებობასა და ბალანსის აუცილებლობასაც შეეხო.

"ვიცი რამდენიმე ათეული ფაქტი, როცა ადამიანები ყვებიან, რომ ვიღაცისთვის გამარჯობის თქმა ერიდებათ. იმიტომ ვთქვი შიშის ფაქტორის დაძლევის შესახებ, რომ ხელისუფლების ცვლილება არ აღმოჩნდა უებარი წამალი. ეს საზოგადოების ხელშია. საზოგადოებას ჭირდება მექანიზმი, რის მეშვეობით ეს პრობლემა გვარდება და შიშის ფაქტორი იძლევა. პრეზიდენტის რწმუნებულის რეზიდენცია არის, სწორედ, ამის გარანტორი. არ შეიძლება ჩვენ ერთმანეთის გვეშინოდეს. ჩვენ ერთმანეთს პატივს უნდა ვცემდეთ. პოლიტიკურ იდეები ბუნებრივი პროცესია, ეს საზოგადოების წიაღში მიმდინარეობს და უნდა მიმდინარეობდეს. თუ შიშის სინდრომს დავძლევთ, ეს წინსვლის და განვითარების იმედი იქნება." - აღნიშნა ბარნოვმა.

ახლადდანიშნული გუბერნატორი დებულების იმ მუხლის გამოყენებას, რომელიც საკრებულოს დათხოვნის დაყენებას და გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ეხება, ჯერჯერობით არ გეგმავს. "რომ გითხრათ, რომ ამ უფლებას ხმალივით ვიქნევ და გამოვიყენებ, ჯერჯერობით ვერ გეტყვით" - განაცხადა ბარნოვმა.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა