ჯორჯ ჰარისონის მეუღლემ ითხოვა, მუსიკოსს ძეგლი არ დაუდგან

ჯორჯ ჰარისონის მეუღლემ ითხოვა, მუსიკოსს ძეგლი არ დაუდგან

დიდ ბრიტანეთში ქალაქ ჰენლი-ონ-ტემზში ჯორჯ ჰარისონისთვის ძეგლის დადგმა მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც იდეა ჰარისონის მეუღლემ ოლივია ჰარისონმა არ მოიწონა. სწორედ, ამ ქალაქში გაატარა ცხოვრების უკანასკნელი წლები მუსიკოსმა.

ჯორჯ ჰარისონი 1970 წელს საცხოვრებლად სამხრეთ ოქსფორდში, პატარა ქალაქ ჰენლი-ონ-ტემზში გადავიდა და იქ გარდაცვალებამდე, 2001 წლამდე იცხოვრა. 2012 წლის ივნისში ქალაქის მაცხოვრებელი ჯეიმს ლამბერტი ცნობილი გიტარისტისთვის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოვიდა. იმ ზაფხულს, ლამბერტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰარისონი ქალაქის საქმეებით აქტიურად იყო დაკავებული :"იგი ადგილობრივი კინოთეატრის შენახვაში მონაწილეობდა და ადგილობრივ ბიზნეს მხარს უჭერდა".

მიუხედავად ამისა, ჯორჯის ბრინჯაოს ქანდაკების დადგმის იდეა მუსიკოსის ქვრივმა არ მოიწონა. "რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მისი ხსოვნის აღნიშვნის ყველაზე შესაფერი ხერხი რომელიმე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერა იქნება",- განაცხადა ოლივია ჰარისონმა. მისი თქმით, ამ ზაფხულს თანამოაზრეების ჯგუფი დაასახელებს, თუ რა იქნება ეს პროექტი.

"ცოტა განაწყენებული ვარ, მაგრამ ჰარისონის ქვრივის აზრს პატივი უნდა ვცეთ, მით უმეტეს, რომ იგი უწინდებურად ჰენლიში ცხოვრობს", -აღიარა ლამბერტმა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება