მალის ხელისუფლება საფრანგეთს დახმარებას სთხოვს რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
როგორც "ევრონიუსი" იუწყება, მალის პრეზიდენტმა დახმარების შესახებ თხოვნის წერილი საფრანგეთის პრეზიდენტ, ფრანსუა ოლანდის გარდა, გაერო-ს გენერალურ მდივანს, პან გი მუნსაც გაუგზავნა.
ქვეყანა დესტაბილიზაციამ 2012 წელს მოიცვა, როცა ქვეყნის ჩრდილოეთით მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მმართველობა სეპარატისტებმა იგდეს ხელთ.
თუმცა, ამ კვირაში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა სახელმწიფო არმიასა და ექსტრემისტებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ.
მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.