მიხეილ შვიდკოი - "რუსეთ-საქართველოს შორის სადავო საკითხების გადაჭრას დიდი დრო დასჭირდება"

მიხეილ შვიდკოი - "რუსეთ-საქართველოს შორის სადავო საკითხების გადაჭრას დიდი დრო დასჭირდება"

რუსეთსა და საქართველოს შორის სადავო საკითხების გადაჭარას დიდი დრო დასჭირდება, ხოლო ორ ქვეყანას შორის კულტურული, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის დღეს ყველა შესაძლებლობა არსებობს.

ამის შესახებ საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, მიხეილ შვიდკოიმ "ინტერპრესნიუს" საქართველოს პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ვისაც ჩვენ თანამედროვე ისტორიაში მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია მეორის როლი კარგად ესმის და გათავისებული აქვს, მისთვის უწმინდესის იუბილისადმი მიძღვნილ ღინისძიებებში მონაწილეობა და თბილისში ყოფნა, დიდი პატივის გარდა, დიდი განცდების დღეებია",- აცხადებს მიხეილ შვიდკოი.

მისივე შეფასებით, კარგად ესმის ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული პრობლემეტიკა, მაგრამ მას, როგორც ადამიანს, რომელიც დაკავებულია ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობებით, მიაჩნია, რომ "დღეს ყველა საშუალება არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურული, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის, ხოლო რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის "სადავო საკითხების გადაჭრას, ამას დიდი დრო დასჭირდება".

ამასთან, შვიდკოის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის იუბილისადმი მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიება 24 იანვარს, მოსკოვის მუსიკის სახლში გაიმართება. კონცერტზე ერთ-ერთი ცნობილი რუსული მუსიკალური კოლექტივი პატრიარქის მიერ შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებსაც შეასრულებს.

მისივე მტკიცებით, სექტემბერში კალინინგრადში გასტროლებით ჩავა ქართული სამონასტრო გუნდი. თბილისში ყოფნისას პუტინის წარმომადგენელს საუბარი ჰქონდა ერთი მხრივ თბილისის ოპერის თეატრის დირექტორთან და მეორე მხრივ დირიჟორ ვახტანგ კახიძესთან, რომლეთანაც იმსჯელეს ორი ქვეყნის მუსიკალური ურთიერთობებისა და თეატრების ურთიერთობების პერსპექტივაზე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა