ფეხში დაჭრილმა ალექსანდრე ქავთარაძემ ვანის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა

ფეხში დაჭრილმა ალექსანდრე ქავთარაძემ ვანის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა

ალექსანდრე ქავთარაძემ, რომელიც ვანის პოლიციის უფროსს ლევან მიგინეიშვილს დაჭრაში ადანაშაულებდა, საავადმყოფოში მიცემული ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ჭრილობა უცნობმა მიაყენა.

2012 წლის 8 დეკემბერს, ვანის რაინის პოლიციის საგამოძიებო ნაწილში საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღიძრა. საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო დაჭრილი ალექსანდრე ქავთარაძის საავადმყოფოში მიყვანა, სადაც დაზარალებულმა განაცხადა, რომ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ ლევან მიგინეიშვილმა ტყეში წაიყვანა და მიაყენა ცეცხლსასროლი ჭრილობა ფეხის არეში. ვინაიდან საქმეში პოლიციის თანამშრომლის სახელი ფიგურირებდა, ამიტომ საქმე გამოსაძიებლად სამტრედიის რაიონულ პროკურატურას გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ლევან მიგინეიშვილი ინციდენტის დღეს უკვე აღარ იყო პოლიციის თანამშრომელი. მან 8 დეკემბერს დილით (ალექსანდრე ქავთარაძის დაჭრა მოხდა 8 დეკემბერს საღამოს) საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვა შინაგან საქმეთა ორგანოები.

ალექსანდრე ქავთარაძის ჩვენება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იხილეთ ასევე ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ 37 წლის ალეკო ქავთარაძე ჩვენების მიღების მიზნით ფეხში დაჭრა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა